♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 10 » ოთახი სანთლის შუქზე
10:06 PM
ოთახი სანთლის შუქზე


ისე გაეყინა სულში მარტოობა...
სიყვარული კი სულ მთლად დაივიწყა.
ბნელ ოთახში მარტოა, ზის ან წევს, ზოგჯერ სანთელი თუ ინათებს მასთან. თვითონ მოინდომა, ასე მარტო ყოფნა და თავის ფიქრებს ფურცლებს უზიარებს, ესეც იშვიათად ხდება.
დეპრესიაში აიბლანდა მოგონებები, ზურგი აქცია მთელ სამყაროს. სადღაც შორს წავიდა, ადამიანებისგან, ამ სამყაროსგან. უკვე რამდენიმე დღეა წევს ან ზის, ასე გაქცეული გამომეტყველებით, არავის არ იკარებს. ალბათ ურჩევნია, რომ იყოს თავისთვის, თვითონვე დაალაგოს ყველაფერი.
ვინც შევიდა ოთახში, ანუ მის ცხოვრებაში, ყველამ ხელების ფათური დაიწყო, აურიეს სამყარო. იმის მიუხედავად, რომ არასოდეს დალაგებულა მისი სამყარო, მარტო, უბრალოდ მარტო ყოფნა მოსწონდა. არავიზე მაინც არ ფიქრობდა, ახალი ბზარები მაინც არ ჩნდებოდა ფიქრებში.
ახლა?
რა ხდება ახლა მასში?
ისე გაეტრუნა მთელი ოცნებები, ყველა გაფიქრება უკვე ტკივილია.
სიკვდილს ეთამაშება, აგებს, მაგრამ მაინც აგრძელებს თამაშს.
ლოგინზე გადაბრუნდა, ბალიში თავზე დაიდო, შიშველი ზურგი შეაქცია ყველას, ყველაფერს და რამდენი დღეა ასე არის თავადაც არ ახსოვს.

ვიღაცას უნდა მასთან მისვლა. ვიღაცას უნდა, რომ მწოლიარეს გაუნაწილოს ცხოვრება, გააღოს მისი გულის კარი და ყველაფრის დალაგება დაიწყოს. მაგრამ რა აზრი აქვს ლოგინის ალაგებას, ლოგინის, რომელიც სულ მალე ისევ ასალაგებელი გახდება.
აღარ მოსწონს, როდესაც მის ლოგინს სხვა ასწორებს. ნაწყენი ღიმილით უყურებს, თუ როგორ უსვავს ვიღაც ახალი ადამიანი მის ზეწარს ხელს და ნერვიულად აფარებს ადიალას.
არა რა, აშკარად უკეთესია არეული ლოგინი,
მარტო დარჩება და ისევ აწეწავს, ისევ დააგდებს იატაკზე მუთაქას.

გადმობრუნდება ხოლმე, ვარსკვლავს შეხედავს, ის ერთადერთი ვარსკვლავია რომელიც მისი ფანჯრიდან ჩანს, და ორი ადამიანის სახელი ჰქვია, თვითონ დაარქვა, აშკარად ახსოვს.
სიყვარული?
როგორ ეცინება ამ სიტყვაზე. უინტერესო სიტყვაა, აზრს მოკლებული და გაცვეთილი, მაგრამ ალბათ ვერც კი ხვდება როგორ სჭირდება, როგორ მოენატრა ეს გრძნობა.
რაღაც არ ასვენებს.
თითქოს ვიღაც ფანჯრიდან ჩუმად უყურებს,
მერე რა, რომ მაღლა არის მისი ოთახი, ვიღაც აშკარად იყურება და უხეიროდ აფათურებს მის ცხოვრებაში ხელებს.
თუმცა რა? რა მნიშვნელობა აქვს რა იქნება, იყუროს და თქვას ის რაც უნდა, მას თვითონაც არ აქვს ნაპოვნი საკუთარი ფიქრები და იყუროს...
წაღებით მისი ცხოვრებიდან ვერავინ ვერაფერს ვერ წაიღებს, ისე ღრმად დაუმალია, ისე ღრმად.
ცოტა ეშმაკური ღიმილი დასთამაშებს სახეზე, ეს ტური მისი მოგებულია და ალბათ თამაშსაც მოიგებს, რადგან ვერავინ შევა მასში.
მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით,
მხოლოდ მე და შენ ვიცით, ეს ძალით გიხარია, ძალით იღიმი. მე ვხედავ სევდას შენი სულის სიღრმეში, მხოლოდ ჩვენ ვიცით, მე და შენ, თუ როგორ გტკივა.

შენ უკვე შეეჩვიე სახეს ფანჯარაში, თითქოს გსიამოვნებს ვიღაც რომ გიყურებს.
ეს სახე ვიღაცას გახსენებს, მაგრამ ვერაფრით აღიდგინე მეხსიერებაში, თუ ვისი სახე შეიძლება იყოს.
ასევე შეეჩვიე დეპრესიას, სულაც აღარ გინდა გაღიმება, ასე მარტივია შენი მარტოობა და სულაც აღარ გინდა რამის შეცვლა.
მაგრამ გადის დრო,
და იწყებ მოგონებების ძებნას, იქ სიცარიელეა. ის რასაც ეძებ აღარ გხვდება.
ნერვიულად იწყებ ლოგინში ბრუნვას,
აბრუნებ მთელ წარსულს,
მაგრამ არა. არაფერი ახალი.
დღეებს დღეები მიჰყვება, შენი არჩეული გზა მოსაბეზრებელია,
სახე აღარ არის, მანაც მიგატოვა.
იღებ ნაჭერს და უაზროდ უსვამ ფანჯარას, მაგრამ სახე გაქრა, სახეს ის ვარსკვლავიც გაჰყვა.
ახლა როგორც შენ გინდოდა ისე ხარ, სულ მარტო.
შენი ამბავიც დასასრულს მიუახლოვდა, რადგან მე აღარაფერი მაქვს შენზე მოსაყოლი,
ის სახე ჩემი იყო.
ვცდილობდი როგორმე გამეღვიძებინე, მენიშნებინა, რომ ჩემი გამოწვდილი ხელისთვის ...
თუმცა.
მეც წავედი,
ჩვენი ვარსკვლავიც გამომყვა.
ადრე ვფიქრობდი, მასავით მარტო დავრჩებითქო,
მაგრამ არა.
ეს გზა უინტერესოა ჩემთვის.
მე არ ვაძლევ გაქრობის საშუალებას სახეებს, რომლებიც ჩემ ფანჯარაში იყურებიან.
ერთ-ერთ გამოწვდილ ხელს ალბათ მალე ჩავკიდებ ჩემსას,
და წავალ.

მე,
დავტოვე სანთლის შუქზე შენი სხეული, ასე უფუნქციოდ რომ აგრძელებს წოლას.
აი, მივდივარ,
წავედი.
ახლა უკვე ხშირად ვიღიმი.
არ ვფიქრობ, იმ ადამიანის სხეულზე, მის მარტოობაზე.
ჩემი გაზაფხული უკეთესია,
სასიამოვნოდ მიდის, მისეირნობს მარტის ლამაზი დღეები.
რამდენიმე დღეც და აღარ გამახსენდება, სანთლის შუქზე მისი ოთახი.
სული შეგეშვა და შენც გამოდიხარ გარეთ,
მარტო ხარ, მაგრამ თითქოს დაამარცხე მარტოობა.
ჩემი ადგილი შენ სამყაროში არ იყო, ახლა კი ჩაუყვება ჩემი სული დაღმართს,
მოგონებასაც აღარ დაიტოვებს,
ალბათ.
მარტში თოვლია,
შენთან არა, მხოლოდ ჩემთვის თოვს.

უკვე დავივიწყე ყველა გზა მასთან მისასვლელი და წარსულში აღარ ჩანს სანთლის შუქში აბლანდული ოთახი.
მეღიმება,
როგორ დამიმონეს დღეებმა,
შენ კი,
გაგითავდა სანთლები,
შეგიყვარდა სიბნელე,
ზიხარ ან წევხარ,
გათბობს მარტოობა და სიჩუმე.
გათბობს კი?
ფანჯარაზე დარჩა ნათითურები და წარწერა.
დაორთქლილ ფანჯარაზე წერია : ნახვამდის.
ვერ ხედავ, შენ ხომ ვეღარაფერს ამჩნევ.
მე კი არ მომწონს ეს წარწერა
ნახვამ-დის, არა რა ახალი სიტყვაა საჭირო,
ალბათ-სიცარიელე, მე აღარ დავბრუნდები ახლის დასაწერად,
თუმცა რა აზრი აქვს შენ ხომ ვერ ხედავ.
ვწუხვარ,
ბედნიერ თოვას გისურვებ........




კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1137 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
პარასკევი, 2024-11-22, 11:51 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 19
სტუმარი: 19
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024