♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 10 » სიზმარი
8:04 PM
სიზმარი

და იმღამითვე მაგ ქართა ქროლვას,
მე მივყვებოდი როგორც ფოთოლი,
ყურს მივუგდებდი მნათობთა როკვას,
მეპარებოდა სული ობოლი

მიმაქროლებდა ქარი ნარნარა,
მრისხანე, კაეშნიანი,
წყალივით ქარი ანკარა,
ნაზი და ალერსიანი

შიგ შუაგულში მე ვფრინავ ლაღად,
მივქრივარ როგორც სიზმარი ღამის,
თვალდახუჭული მეგონა მარად
მე ვიქნებითქო თანმხლები ქარის

მარადისობის ბურუსში მყოფმა,
მე, რომ ვიგრძენი ცვლილება ჟამის,
სწორედ იმავწამს ინება ქარმა,
შეწყვეტა, დაყრა, ხმლისა და ფარის

ჩემი შიში და ცვლილება ქარის
როგორც ცვლილება დღისა და ღამის,
ერთმანეთს ცვლიდა ვით ფაზა მთვარის
მე მეშინოდა, ჩადგომა ქარის

ესე უეცრად შევწყვიტე ფრენა,
არა, ეს იყო შეწყვეტა წინსვლის,
ესე ჩემ გულმა დაიწყო ღელვა
არ შეცვლილიყო წიაღი სიზმრის.

ჰაერს მივენდე, შევერთდით თითქოს,
მის ზედაპირზე ლივლივი ვიწყე,
წინა და უკან სვლა ვცადე ვითომ
მხოლოდ ლივლივი შემეძლო თურმე

სიო მიმოქრის ლაღი და ნაზი,
ირგვლივ არ იყო სევდა და ბრაზი
თითქოს არ იყო სიცოცხლის ხაზი
სიზმარს მოესხა ნაყოფი საღი

ლალისფერი ვარდ-ყვავილი
სმარაგდისფერ ბალახს სადად,
დაჰფენია ვით ასკილი
ფოთოლმრავალ მწვანე ბუჩქნარს

მნათობსავით უხვად ფანტავს
ცეცხლისფრიან ნათელ სხივებს
ცის კამარა ზედვე სახავს
მახლობელი ცთომილთ ფიქრებს

უხილავი, მზის დარები
შარავანდი თავზე ადგა
ყოველივე მიწიერი
ცისქვეშეთში მუხლზე დადგა

სხივოსნობა მიზიდავდა
არცა მზისა არც მთვარისა
ცის ლაჟვარდი ასხივებდა
არემარეს მათ მაგივრად

აშრიალდა არა მარტო
ჰაერი და ვარდ-ყვავილი
აშრიალდა ყველაფერი
ნებას დაჰვყა ზედაზენიც

ორად გაიყო ნათელ ცის გული
როგორც გაიყო ადამის სული
აზანზარდა ღმერთი რჯული
ყოველივე არსებული

შუა ადგილს ბრწყინავს ღმერთი
შარავანდი გვირგვინ ადგას
ტანი ვერ ჩანს მხოლოდ ერთი
წმინდათ წმინდა სახე ახლავს

წვერულვაში სათნოებით
აგსავსე აქვს სასოებით
ცის ნათელში ოქროდ ბრწყინავს
მისი სახე, სახედ თქმული

ხელი ვერ წერს მის სიწმინდეს
თვალით ხილულს, ვერა ვერა
ისვე ხვდება ჩემის ფიქრებს
ამოიცნობს ღერა ღერა

მკაცრი იყო შეუვალი,
ამაყი და უძლეველი,
თვალებს ქონდათ ყველაფერი
აქ, ზემოთვე წარმოთქმული

მიუწვდომელ იყო ღმერთი
უცნაური რამე აჩნდა,
რამდენადაც შორი იყო
იმდენადვე ახლოს ჩანდა

რამდენადაც მკაცრი იყო
იმდენადვე რბილი გახლდათ
რამდენადაც უფალ იყო,
იმდენადვე კაცად ჩანდა

ერთი იყო უფლის წინარ
რასაც ვერვინ ვერ იცილებს
შიში, კრძალვა, სიყვარული
ამას ვერვინ მოიცილებს

თვალის თვალში გაყრის მერე
გამიკვირდა სიმამაცე
ჩემად ჩემი, თვალად თვალის
მაგრამ უცბად სიამაყე

მოეძალა უფალს თვალზედ
დავძაბუნდი, გავბინძურდი
ადამისვე მოდგმად ვიქეც
ვით ადამი გავბითურდი

არა არა, ასჯერ არა
არ ვიყავი ამის ღირსი
ამ ადგილის სისპეტაკე
აღარ იყო ჩემთვის იგი

სიბინძურე ყელში მქონდა
ჩემ ცოდვები ლოდად მაწვა
თავდახრილი, ცოდვად მაჩნდა
იმქვეყნიურ ცხოვრების გზა

თავი ავწიე, ვუცქერდი უფალს
ის მიმხვდარიყო უთქმელად სიტყვას
გამიღიმა, ღიმილით ფრთაშესხმულს
ნათელ ცოდვისგან სახად ალაკრულს

ნელნელა, ნაზად და რბილად
ვტოვებდი საუფლოს ღვთისას
ლღვებოდა ყოველი სიზმრად
მე ვგრძნობდი სამყაროს ჩემსას

ჩემს ყურებამდე ხმებმა მოატანა
მე მივდიოდი სამყაროს თაღზე
იმქვეყნიური გზები მომატარა
უხვი ცოდვებით დახერგილ გზაზე.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1113 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
პარასკევი, 2024-11-22, 11:13 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 36
სტუმარი: 36
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024