♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 10 » ................
9:59 PM
................


ნუ განიცდი ასე, ნუ გააბედინებ მწველ განცდებს დაგიმორჩილონ, დაგიგმანონ ფერადი სივრცის კარები.
შენ არასოდეს , არასოდეს იქნები მიმოფანტული სადღაც მინდორზე. მე მაინც შევძლებ , რომ შენს გულს მეტი სიძლიერე შევმატო, იმიტომ რომ მაინც მიყვარხარ და მთავარი ამ გაწელილ წუთებში სწორედ ესაა.
იცოდე, რომ შენ არასოდეს დაკარგავ რწმენას, იმიტომ რომ მე შენ მიყვარხარ. მე მესმის შენი, გაგიგებ, თითეულ წამს შენთან ერთად გავითავისებ. შენი ცხოვრების მეგზურია ჩემი სიყვარული, ისევე როგორც შენ მედევნები მუდმივად გვერდზე.

ამბობენ..

ამბობენ, ყველა სიყვარულის ისტორია ერთმანეთს ჰგავსო.
ხედავ? მათ არ სცოდნიათ ჩვენი სიყვარული.. მათ არ დაუნახავთ , არ სმენიათ ჩვენზე ისტორია. თუმცა, რა აზრი აქვს იმ სასწაულების სიტყვებით ახსნას, რისი ბოლომდე გააზრებაც და წვდომაც ჯერ ჩვენთვითონ არ ძალგვიძს. ამას ვრძნობთ და ეს მეტად გვაახლოვებს.
ყველაფერი უცნაურად დაიწყო, უჩვეულოდ. ყოველგვარ ნორმას ქარიშხალივით გადაუარა. უცნაურია, უცნაური, მაგრამ ჩვენ არ ვართ ერთად და ალბათ ..

მაგრამ, წმინდა ქალწული სადაც არ უნდა ვიყოთ დაგვიფარავს. დაგვეხმარება რომ ლაბირინთში არ შევაბიჯოთ ერთ წვიმიან დღეს, მაგრამ ცალ-ცალკე დაგვიფარავს და არა ერთად.

როდესაც მტკივა მსურს ვიგალობო. მე ვგრძნობ როცა შენც გტკივა , მინდა იცოდე, მაშინაც ვგალობ შენთვის.
მე არ მსურს სასოწარკვეთამ შენში დასამკვიდრებელი მარცვალი პოვოს.

ძალიან მიჭირს გადმოვცე ამაზე მეტად ჩემი გრძნობები. იმისიც მეშინია , რომ ის არ გაუფერულდეს რაც საოცრად, საოცრად მკვეთრია.

ნუ განიცდი ასე, იმიტომ რომ ის ძალა რომელსაც სიყვარული ჰქვია დიდი ხანია შენს გვერდითაა და სამუდამოდ დარჩება შენში.
ნუ განიცდი ასე, იმიტომ რომ ყველას ეს მადლი არ მისცემია. ახლა ისწავლე როგორ ატარო იგი.




კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1113 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
პარასკევი, 2024-11-22, 11:48 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 23
სტუმარი: 23
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024