ოცნება ზღაპრული სამყაროა,წუთიერი ბედნიერებაა.თუ ადამიანს ოცნების უნარი არა აქვს,ის მეცხრე ცაზე არასოდეს ყოფილა,ბედნიერად არ უგრძვნია თავი.ამბობენ,ადამიანი რომ იბადება მისი ბედის წერილიც მაშინვე იწერება და მისი განუყრელიაო.მართალია,საკუთარ ბედის წერას ვერსად გაექცევი. ეჰ,როგორი ლამაზია ოცნება,მაგრამ წამიერია.როცა გამოერკვევი და რეალობას დაუბრუნდები,გულის სიღრმეში ჩაგწვდება ის რაც ყველაფრისგან შორსაა.ოცნება ოცნებაა და მეტი არაფერი.გინდა დროებითი ბედნიერება?იოცნებე და შენზე ბედნიერი ქვეყნად არავინ იქნება.დახუჭე თვალი და გაექცევი ყველას და ყველაფერს,რაც გიკლავს გულს და რაც გირთულებს სიცოცხლეს. ალბად ქვა უნდა იყო ადამიანი,რომ ყველას და ყველაფერს გაუძლო.ძნელია,როცა არ ცხოვრობ,უბრალოდ ცოცოხლობ და "მისი” მოლოდინით არსებობ და ყველაფერ ამასთან ერთად თითქმის არაფრის უფლება არ გვაქვს,იმიტომ რომ გოგო ხარ და იმდენი პრივილეგიებით ვერ სარგებლობ,როგორც ბიჭი.მტანჯველია ეს ყველაფერი,გაუსაძლისია. ზოგს ჰგონია,მშიერი რომ არ ხარ და ლუკმა გიდევს პირში-ბედნიერი ხარ,მაგრამცხოვრება ომია,ომი... იქნებ ოდესმე გამოჩნდეს კიდეც ოცნების რაინდი,მშველელი გმირი და გიხსნას... აბა ვინ არის ის ადამიანი,ვისაც ოცნება შეუძლია,მაგრამ არ შეუძლია მისწვდეს,ხელით შეეხოს მას?იგი რეალური სამყაროდანაა შორს.ლიტონის სიტყვები ყოფილა:”თუ რამეს მოინდომებ ძალიან,გააკეთებ კიდეც.”-შეიძლება,მაგრამ ყოველთვის არა. რა არის ეს სიცოცხლისთვის უაზრო?-რა და უსიყვარულო ცხოვრება.როცა გიყვარს ძლიერი ხარ,შენნაირი არავინ გგონია,მაგრამ იმაზე ფიქრი,რომ ამ ქვეყანაზე არსებობს ადამიანი,რომელიც შენგან განსხვავებით შეიძლება არც კი ფიქრობს შენზე (ღმერთმა ნუ ქნას),ძალიან მტკინვეულია... ამიტომ.მოდი ვიოცნებოთ,და იქნებ ოცნება ოცნებად არ დარჩეს და ოდესმე რეალობად იქცეს...ადამიანი ხომ იმედით ცოცოხლობს..
|