მთავარი » 2010 » მარტი » 10 » .................
8:21 PM ................. |
ეს ცხოვრება ასეა მოწყობილი, ზოგს უმართლებს, ზოგს არა, ზოგნი კი ელიან დროს როდესაც დადგება გაზაფხული. ზოგი ბედავს შეებრძოლოს თავის თავს, ზოგი ვერა. შეგამჩნიე სულ შემთხვევით, მეორე დღეს შენმა კივილმა ჩემამდე მოაღწია. აბობოქრებულ ზღვას შევსთხოვდი - მებრძოლი - ტალღებთან: - ზღვაო, გთხოვ, მაჩუქე ეს ადამიანი. რაა შენთვის ამის სიცოცხლე იმ მილიონებთან? გთხოვ, დამითმე ეს ჩემ სიცოცხლეზე მეტია. და თუ არა, ჩემიც შენთვის მომინდია. ზღვამ შეისმინა ჩემი თხოვნა და ჩემი თმებიდან ჩამოცვენილმა მადლიერი ზღვის წვეთებმა მოგიყვანეს გონს, როცა, მე, შენ წინ მუხლი მოვიყარე. იმ დღეს ლაღიძის წყლებიდან გამოდიოდი და ღმამაღლა ლაღად გაიძახდი: თუ გინდა იყო ლამაზი ქალი უნდა დალიო ლაღიძის წყალიო~ მთელი ღამე სახლში თითქმის ყველა პოეტების ლექს ჩავურბინე მარა ვერ ვნახე ისეთი შესაფერისი სიტყვა, რომელიც შენ სილამაზეს შეეფერებოდა. მის მერე ვდგევარ ლაღიძის წყალთან გაღებიდან დაკეტვამდე მარა? - აღარ გამოჩენილხარ. სიმშვიდე დავკარგე: `ნუთუ?....~ - არა ეს სისულელა. იმ დღეს ბიჭებთან ვქეიფობდი ტივზე და შუა ქეიფის დროს წყალს ფილტვებიდან ამოვაყოლე სიტყვა რაც არასდროს მითქვამს: ~ბიჭებო მაპატიეთ~. მოგაგენი ძლივს. შენი დაბადების დღეც გავიგე, წინა დღეს გავარდი მთაში, მარა 5 დღე მოუნდი ერთი მუჭა ედელვაისის შეკრებას – დავაგვიანე. დღესაც ვინახავ იმ მუჭა ბუკეტს პატარა ბიჭს უკან რომ გამოატანე. დამაგვიანდა. ომი დაიწყო ჩვენს სამშობლოში. მეც გამომიძახეს. წინა დღით შენ სახლთან გავათენე - არ ჩანდი. მინდოდა შენს წინ მუხლი მომედრიკა, ბაბუაჩემის დატოვილი ფარხმალი მაღლა ამეწია, შენი დალოცვა მიმეღო და შენთვის შემომეფიცა, რომ ბედნიერი დედა ივლიდი და მშვიდობიანად აღზრდიდი შვილებს. შეპირება შენთან შეუფიცებლად შევასრულე ხეიბარად დაბრუნებულმა. მეორე დღესვე შენ სახლთან მოვარდი, რათა მეხარებინა ყველაფერი, მარა? სახლი გაგიყიდია და გადასულხარ. რა ვქნა? საღამო ნერვებს მიშლის. კუთხეში მოსროლილი ბალიშიც მოკუნტულია ჩემი მძიმე სევდიანი ხვნეშისგან. ძებნა გავაგრძელე და გიპოვე... სხვა ქალაქში გადასულხარ. სახლში გადარეული შევარდი. სარკეში ჩავიხედე. იარებით საშინელი საყურებელი ვარ. გულის მხარეს ჩემ სხეულთან რიტმში აყოლილი ცარიელი პიჯაკის სახელურიც თრდოდა. რაც არის არის, ვწერ გაზეთში განცხადებას. `ხალხნო! სასწრაფოდ ვყიდი ჩემ სახლს მილიონ ბუკეტ ედელვაისად. დავაკლებ მხოლოდ ერთ მუჭას, იმიტომ, რომ ის ჯერ კიდევ სახლში მაქვს და დავამატებ. დიახ გიჟი ვარ, გადარეული, შეშლილი, მარა მხოლოდ ასე ვყიდი, ფული არ შემომთავაზოთ. მილიონჯერაც, რომ დამჭირდეს, მილიონჯერ განვაცხადებ ასე, სანამ სახლს არ გავყიდი~ და თუ შემთხვევით წაიკითხავ ამ განცხადებას _ იცოდე _ მე შენ მიყვარხარ.
|
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ |
ნანახია: 1070 |
დაამატა: nika_wero
| რეიტინგი: 5.0/1 |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 23 სტუმარი: 23 მომხმარებელი: 0 |
|
|