მთავარი » 2010 » მარტი » 27 » როგორ ებრძვიან ზემდეეტ წონას ჰოლივუდის ქალბატონებ
8:06 AM როგორ ებრძვიან ზემდეეტ წონას ჰოლივუდის ქალბატონებ |
ბიონსე გამოტყდა, რომ ის სწრაფი დიეტის მოყვარულია. ანუ უცბად იკლებს 9 კილოს. საამისოდ კი უბრალოდ შიმშილობს ანუ სუფთავდება - ასე ეძახიან ჰოლივუდში ამ ექსტრემალურ დიეტას.
10 დღის განმავლობაში ადამიანი საერთოდ არაფერს ჭამს. მხოლოდ იღებს ლიმნიან წყალს, წყალს პილპილით და სუფთა წყალს ლიმნის წვენი ორგანიზმს წმინდავს პილპილი მეტაბოლიზმისთვის, ნეკერჩხალის სიროპი კი ენერგიას მატებს რომელიც აუცილებელია რათა უბრალოდ იცოცხლოთ 10 დღის განმავლობაში ”არავითარ შემთხვევაში არ გირჩევდით ამ ე.წ. დიეტას მიმართოთ - გვირჩევს ფიტნეს-ტრენერი მაიკლ პეტერსონი - თუმვა კი ვარსკვლავებში მეტად გავრცელებულია ეს, როდესაც სასწრაფოდ გახდომა სურთ, მაგრამ შემდეგ სწრაფადვე აკრიფავთ დაკარგულ კილოგრამებს”
..........................................
კამერონ დიასის დიეტის შესახებ მისი ტრენერი ტედი ბესი გვესაუბრა. ის რაციონიდან იღებს თეთრ პროდუქტებს. ანუ თეთრ პურს, მაკარონს, ორცხობილას და ბრინჯს ”ასეთ პროდუქტებში ჩვეულებისამებრ ბევრი შაქარია. როდესაც თქვენ დიეტაზე ხართ ორგანიზმი თავდაპირველად შაქრის მარაგს წვავს და მხოლოდ შემდეგ ცხიმს. ამიტომაც გაითვალისწინეთ - ამოიღეთ შაქარი რაციონიდან, რათა მალევე გადახვიდეთ ცხიმის დაწვაზე”
ჯენიფერ ლოპესის დიეტაზე განერ პიტერსონი გვესაუბრა, რომელიც ჯენიფერის და პენელოპა კრუზის პერსონალური ფიტნეს-ტრენერია. მისი რეკომენდაციით კარგი იქნებოდა თუკი ისაუზმებდით გაღვიძებიდან 30 წუთის განმავლობაში. უმჯობესია ეს იყოს გერკულესის ფაფა ხილის ნაჭრებით ანუ ”მიუსლი”. ეს სავსებით არ არის დაბალკალორიული საკვები, მაგრამ თუკი დილიდანვე თქვენ კუჭს გაახარებთ, რომ არ აპირებს ტანჯოთ დილიდანვე მაშინ სადილზე და ლანჩზე მეტად დაბალკალორიულ საკვებს მიანიჭებთ უპირატესობას. უმჯობესია მოიქცეთ ასე, ვიდრე დილიდანვე იშიმშილოთ შუადღეს კი გოჭს მიახტეთ!
ჯესიკა ალბას და ჰოლი ბერის ტრენერი რამონა ბრეგანზა დაეხმარა მშობიარობის შემდეგ ფორმის აღდგენაში. ქალები ხდებოდნენფორმულით 3-2-1; რაც ნიშნავს - ისინი ჭამდნენ 3-ჯერ დღეში, + წაიხემსებდნენ 2 -ჯერ და სვამდნენ რამოდენიმე ლიტრა წყალს მთელი დღის განმავლობაში. საერთო ჯამში დღეში იღებდნენ 1700 კკალ.ს. რადგან ისინი ახალგაზრდა დედიკოები იყვნენ შიმშილობას ვერ დაიწყებდნენ. სამაგიეროდ უარი თქვენ შაქარზე და მარილზე. საუზმეზე მარწყვი, კვერცხი და ტოსტები ჭვავის პურისგან; სადილზე - მწვანე სალათის ფოთლები ლოსოსით ვახშამზე - ქათმის მკერდი ლიმნის წვენით და ბოსტნეულით
შარლიზ ტერონი იმ ქალბატონთა სიაშია, რომელსაც დიეტოლოგმა კერი ვიეტმა ურჩია უარი ეთქვა ფერად კომბოსტოსა და ბროკოლიზე. შარლიზი და ფერჯი ეტანებიან წყლით სავსე ხილს და ბოსტნეულს: კიტრი, საზამთრო, ფორთოხალი, ყურძენი.
ლივ ტაილერს და ენ ჰეტეუეის სუპერმოდელების ტრენერი დევიდ კირში ურჩევს დააპილპილოს მათი საჭმელი! პილპილი,სხვადასხვა სანელებლები და ცხარე სოუსები - მძაფრი გემო მალე მოგიკლავთ შიმშილის გრძნობას და სავსებით კმაყოფილი დარჩებით თქვენი სადილით თუ ვახშმით
ჯენიფერ გარნერის ტრენერი ვალერი უოტერსის რჩევით ეტანება ვაშლს, ცხიმგამოხდილ ყველს, დიეტურ კრეკერებს, ხრაშუნა პურს, სალათებს და ყურძენს. ჯენიფერი ამ ყველაფერს სინდისის ქენჯნის გარეშე ღრღნის მთელი დღის მანძილზე და ასე ებრძვის ფსიქოლოგიურ მომენტს - როდესაც არ გშია, მაგრამ თითქოს ჭამის დროა! უოტერსი გვირჩევს თუკი დიეტაზე ვართ დღის განმავლბოაში მუდამ ”ვხრხრათ” ეს პროდუქტები, რათა დღის ბოლოს გულწასულები არ ვეგდოთ სადმე....
|
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ |
ნანახია: 1123 |
დაამატა: nika_wero
| რეიტინგი: 5.0/1 |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|