♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 27 » ჩვილის ვედრება
5:58 PM
ჩვილის ვედრება

მე კი დავაჩნდი შენს სულს და სხეულს ტკივილად დედა,
ვერ მოვასწარი დაბადება...
სიკვდილმა ისე მომიტაცა ნათელს ვერ ვხედავ...
მე შენი სახე არ მინახავს გეძახი მაინც,
წამართვი სახე ადამიანის
შენ კი დაკარგე სახელი ქალის.
მინდა გითხრა,რომ დაბადებამდე უკვე მიყვარდი...
იცი რა მახსოვს?
ამდენ ტკივილს და შიშს რომ იტანდი,
მაშინ მოგიხმე გამეტებით საშველად დედა,
როცა სიკვდილმა რკინის ხელები შემახო ერთხმად...
შენ არ გესმოდა ჩემი ვედრება
და ეს ტკივილი
მე მაპატიე დედა,,,
როგორ მინდოდა რომ მოგხვეოდი,
რომ მეგრძნო შენი სუნთქვა,
თვალებში ერთხელ შემოგეხედა,
დედა სულ ერთხელ თუნდაც.
შენი ხელებით გეტარებინე,გეწოვებინა ძუძუ,
მაგრამ დამტოვე და ჩემი სული მთლად შეუერთდა უკუნს...
ვიცი რომ ჩემზე ფიქრობ,სული გიტირის მწარედ,
მე მებრალები დედა,მე ღამეს ვათევ გარეთ,
ჩვილებს აკვანში აწვენენ მე კი დავეძებ სხეულს,
არვინ დამტირის ახლა არვინ დამეძებს ეულს.
არვინ დამინთო სანთელი,არვინ ჩაიცვა ძაძა,
ასეთი რა დაგიშავე,სულ არ გიყვარდი განა???
და იმ დღის შემდეგ მე ობოლი ვარ
ცოცხალი დედის მყოლი,
შენ ერთხელ მაინც რომ დაგენახე არ დამკარგავდი მგონი...
და მაინც,მაინც ამ ქვეყანაზე მაგ ტკივილიან სულს ვგრძნობ,
სულ მარტოდ მარტო შენ მიმატოვე დედიკო მაინც ვერ გთმობ.
გხედავ დაჩოქილს მავედრებელი,თვალცრემლიანი მზერით,
ეგ ანარეკლი მოდის შორიდან,
მე შენი ცქერით ვტკბები,
მკრთალი სინათლის წმინდა სხივებში შენს ლამაზ თვალებს ვხედავ
და ამ ყველაფრის მიუხედავად
მე შენ მიყვარხარ დედა.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1101 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 2
2 მაია ლომინაძე  
0
ღმერთო ჩემო,სუნთქვა შემეკრა,გული შემომასკდა

1 ani  
0
;( dzaan magariaa.... <3

სახელი *:
Email *:
კოდი *:
პარასკევი, 2024-12-13, 2:21 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024