♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 27 » შეხვედრა დილით
10:03 AM
შეხვედრა დილით


მე მოგონება შემხვდა ამ დილას...
გადამეხვია,
გიჟივით მკოცნის...
ეჰ... განშორება როგორ გაზრდილა...
და დარჩენილა ისევე მორცხვი...

არ შევხვედრივართ ერთმანეთს დიდხანს...
მაგრამ...
შენს თვალებს მაინც ვიხსენებ...
არა, მე შენთვის სიტყვაც არ მითქვამს...
სანამ არ გეტყვი, ვერ მოვისვენებ...


მაინც გიპოვი და ამ იმედით
დაგეძებ ასე...
მთელი ცხოვრებით...
მე, ფინალამზე უკვე მივედი...
და ვიცი, მუდამ გემახსოვრები...

როცა გიპოვი, გულს გადაგიშლი,
არადა...
თითქოს რაღაც მაჩერებს...
მე შენს სიყვარულს მაინც არ ვიშლი...
და ვეღარავინ ვერ შემაჩერებს...

დაგიცავ ისე, როგორც გიცავდი
ვხედავ...
შენს თვალებს ახრჩობს სისველე...
მე შენთანა ვარ, კუბოს ფიცრამდე...
და თუ მოასწრებ, მოდი მიშველე ...

ეჰ... განშორება როგორ გაზრდილა...
მე კი ვარ...
ისევ ისეთი, მორცხვი...
მე მოგონება შემხვდა ამ დილას...
და ისევ ისე, გიჟივით მკოცნის...




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1073 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ორშაბათი, 2024-12-09, 5:41 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024