♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 14 » მადლობა
11:38 AM
მადლობა

" ოცნებებში ავირია. სადღაც შორს წავედი. მეგონა ამ ცხოვრებაში აღარ ვარ მეთქი. რაღაცა ძალას წინ მივყავდი. მივდიოდი ბილიკისკენ რომელიც არ ვიცოდი სად მთავრდებოდა. მივყავდი ინტერესსა და ენერგიას. რაღაცა შიგნით მითრევდა. ტვინი უფრო მაგრად დავძაბე. მინდოდა ბოლომდე შევსულიყავი მასში და აღმომეჩინა რა იმალებოდა იქ. მივედი ბილიკთან და გავყევი მას. ვიარე ბევრი ვიარე. შემხვდნენ ჩემი ფიქრები და ოცნებები. სადღაც სიძულვილმა ამოყო თავი. მივყვებოდი ბილიკს და ვაკვირდებოდი რა ხდებოდა გარშემო. რა იმალებოდა ჩემს ტვინში. არაფერი უცნობი არ აღმომიჩენია. ბილიკი არ მთავრდებოდა იწელებოდა საშინლად. აი გამოჩნდა რაღაც კაშკაშა როგორც მზე. მინდოდა შიგნით შევსულიყავი. რაღაცა ძალამ იქ ამომაყოფინა თავი. და დავინახე ის რამაც ასე მატკინა გული. ჩემი საყვარელი ადამიანი იდგა გაუნძრევლად. იქვე ახლოს რაღაც კაშკაშებდა და იცინოდა. ხმა ვერ ამოვიღე. უცბათ საიდანღაც ხმა გაისმა:
- რატომ მოხვედი რა გინდა?
- სად ვარ ვერ ამიხსნით?
- ჩემს სამეფოში ხარ სადაც დღეს არ უნდა მოსულიყავი.
- ვერ მეტყვი ვინ ხარ?
- წადი წადი გადი აქედან შენ მე არ უნდა მნახო.
- ამას აქ რა უნდა? – უეცრად ჩემში ქვეცნობიერმა დაიწყო საუბარი და ამოტივტივდნენ ფიქრები რომელიც ჩემ საყვარელ ადამიანზე მიუთითებდნენ.
- წადი! ხომ გითხარი წადი მეთქი.
- ნუ გეშინია წავალ ოღონდ თან რაღაცას გავაყოლებ – მაშინ მივხვდი სადაც ვიყავი. მე ხომ მისი ამოგლეჯა მსურდა ტვინიდან. მე ხომ მინდოდა რომ იგი აღარ მყვარებოდა, მაგრამ აი თურმე რატომ ვერ ვახერხებდი ამას ამდენი ხანი
- არაფერი გაქვს წასაღები.
- წამომყევი. – ხელი მოვკიდე მას და ჩემსკენ გამოვწიე. წამომყვა მორჩილად. ძალას არ მატანდა.
- სად მიგყავს? არასადაც არ წაიყვან!
- რატომ?
- იმიტომ რომ ვერ დამამარცხებ.
- მაგასაც ვნახავ. – მივდიოდით წინ ხელიხელ ჩაკიდებულები. მინდოდა კარამდე როგორმე მიმეღწია.
- ნუ წაიყვან გთხოვ. მოდი მოვდიგდეთ!
- დამცინი? ჩვენ როგორ უნდა მოვრიგდეთ? ორი წელია მტანჯავ და ვერაფერს ვახერხებ. ძლივს გიპოვე და ახლა ისევ მოგცე უფლება რომ ცხოვრება გამიმწარო? – მივტრიალდი სახით მისკენ. მინდოდა თვალებში ჩამეხედა თუმცა მისი სიკაშკაშე მაბრმავებდა.
- ეს შენ ამოირჩიე!
- მე არაფერი ამომირჩევია. წავიყვან და გაგანადგურებ. მე ამას შევძლებ.
- დაფიქრდი. იქნებ არ ღირს შენ ხომ მის გარეშე სიცოცხლეს ვერ შეძლებ? შენ ხომ ჩემ გარეშეც ვერ შეძლევ სიცოცხლეს?
- შევძლებ და დაგიმტიცებ კიდევაც.
- ვერ შეძლებ – მაშინ მოულბა ხმის ტემბრი. და პირველად გამაჟრჟოლა. დავფიქრდი და მივხვდი რომ მართალი იყო. მე მის გარეშე ცხოვრება არ შემეძლო. ასე უბრალოდ ასე კაშკაშა და მშვენიერ გრძნობას ვერ გავთელავდი. ის ხომ ჩემი მომავალია. მე რომ მომავალი დავამარცხო მეც ხომ დავიღუპები? დავფიქრდი და მივხვდი რომ სისულელეს ვაკეთებდი. ჩემს საყვარელ ადამიანს ხელი გავუშვი და ვუთხარი: "დარჩი! შენ ამას იმსახურებ”.
უცბათ თვალები გავახილე. გონზე ძლივს მოვედი. ხელში შუშის ნამსხვრევი მეჭირა და ვენასთან მქონდა მიტანილი. უცბად გავწიე და გადავაგდე. თავი ჩავღუნე და ავქვითინდი. მოვა დრო და ჩემი გახდება. მე ხომ ის ჩემს მომავალში დავინახე. და თუ ის იქაა მე ისეთი ცხოვრება მექნება რომელზეც ვოცნებობდი. თავი ჩავღუნე და ისევ ვცადე შევსულიყავი მასში. მივყვებოდი ბილიკებს. მივედი კართან გავაღე და თავი დავღუნე. უცბად იგი ჩემთან მოვიდა ჩამეხუტა მაკოცა და ყურში ჩამჩურჩულა: "მადლობა”. ზუსტან მაშინ მივხვდი რომ ჩემი სიცოცხლის მოსპობით მის სიცოცხლესაც დავანგრევდი. ბოლოს და ბოლოს ის ხომ ორივეს მომავალი იყო.


კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1048 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
პარასკევი, 2024-12-13, 9:47 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024