ღამეებს ვათევ კვლავ სიხარულით, ჩემსკენ ოცნება მოჰქრის მხარულით, ბედნიერება მარტოობაა, - რა ვპოვე ბრბოში მე სიხარული?
ღვინოს არ ვსვამდი, ისევ დავიწყე, დამჩემდა დარდი, სიგულმავიწყე, წყალს მივეც ყველა ია და ვარდი, სათაყვანებლად წინ რომ დავიწყე.
კარგა ხანია არ ვწევდი თუთუნს, ნაცვლად ვუსმენდი მტკვრის ამო დუდუნს, ეხლა თუთუნის ბოლი დგას სახლში, - რა გაათენებს ამ ღამეს უკუნს?
თუთუნს, ღვინოსაც დავტოვებ მალე, ტომები ჩემი ვთვალე და ვთვალე... თუ დავამთავრე უკანასკნელი, თუ შემოვძახე ძველებურ „ლალე".
„მაღლა გორაზე დაუთოვია, გულს მოსვენება ვერ უპოვია. იმ აივანზე კაცი რომ მოსჩანს, იცოდე, ჩემი მეკუბოვეა..
|