მთავარი » 2010 » მარტი » 29 » ქუჩაში...
|
უცებ ქუჩაში ეტლი იხუვლებს, გაჰყვება მჭახე გამოძახილი, მე მივეყრდნობი რკინის რიკულებს გაოგნებული და თავდახრილი.
ყმუის ქარბუქი და ძვლებში ატანს უჟმური სივრცე, შემაშფოთები, და ნეკერჩხლები რკინის ლატანებს ეხეთქებიან წითელ ფოთლებით.
ასდის ოქტომბრის ცივი სურნელი, ნაცრისფერ ლოდებს სუსხი ერევა, წითელი ბუჩქი, შვების მსურველი, მიმოიფანტა წითელ ცრემლებად.
შემოგარენში მიმოიფანტა, მიმოეფინა ქალაქს ვედრებით, მერე ჰაერში წამოიმართა მტვრისა და შხამის შავი სვეტები.
კვამლის მორევში მივიმალები, სახლები ძლივსღა მოჩანს შორიშორს და ფაბრიკები ცივი მილებით კვამლს აფურთხებენ მზიან ჰორიზონტს.
|
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ |
ნანახია: 1078 |
დაამატა: nika_wero
| რეიტინგი: 5.0/1 |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|