♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 29 » (ამო)გშლი!
2:16 PM
(ამო)გშლი!

დაბრუნდი.

გშლი.

გშლი, იმიტომ, რომ შენი ტარება აღარ შემიძლია.
ჰოდა მიყურე.

ფეხის წვერებზე შეყინული სიმშვიდით
და ილუზიებით გატენილი თავით.

როცა იგნრევა სახლი, მის ადგილზე ვრჩებით ჩვენ,
ერთ დროს ვითომ მცხოვრები-შიგნით ადამიანები.
აქ ყოველთვის არიან მაწანწალა ძაღლები, მორიგეობენ.
სახლის ნანგრევებს ყარაულობენ, რომ არ გაექცეთ-
და სახლმა, თავის თავი უცხო ადგილას არ წამოჭიმოს.
ისინი გვყარაულობენ ჩვენ, სახლის ნარჩენებს...
რომ რადგან უკვე ერთმენეთი ამოვანგრიეთ,
ახლა სხვებთან არ გადავბარგდეთ, დროებითი შემაგრებით,
არ მოვატყუოთ, რომ საიმედო კედლები ვართ, და ისინიც არ ჩავიყოლოთ.
აქ ყოველთვის არიან მაწანწალა ძაღლები....მორიგეობენ.
სახლი ხმაურობს, როცა იწყებს გადაშენებას, სახლი ბორგავს.
სახლს უხაროდა, -დაიდგმება, ფესვებს გაიდგემს, სუნსაც გაიჩენს,
ახლა კი შფოთავს და სახურავზე ნაოჭების ქსელი გაება, როცა
მისი კედლები, ცდილობენ მიახლოვებას, შევიწროვებას.
როცა კდელები, ვითომ ერთმანეთს ეკუთხებიან, სინამდვილეში კარგავენ ფორმას.
სახლს ეშინია.
როცა ინგრევა, როცა მისი ყველა ნაწილი, რაც კი აქამდე შეუხორცდა-
აწყდება სხეულს, მისი ბუხარი იწყებს ხრჩოლვას და ბოლი ფანჯრებს ბურავს.
და ჩვენ გგვგონია, რომ ფუილტვები გვტკივა, თვალები გვეწვის, სახლი კი
ფიქრობს-მე ავტკივდი, მომიშორებენ და შურს იძიებს....
სახლი ტირის.
მასთან მოდიან მაწანწალა, ქუჩის ძაღლები და მოღალატე კედლებს
ყარაულობენ...მორიგეობით, რომ არ გაიქცნენ ერთმანეთისკენ.
ფშვინავს ნანგრევები.
ძაღლები წვანან.
სახლს მუხლებზე ულაგია მკვდარი კედლები, არ ეშინია, ჩაგვიმარხა, ვეღარსად წავალთ.

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1168 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
პარასკევი, 2024-12-13, 3:25 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024