მთავარი » 2010 » მარტი » 29 » ამბავი ჩვენზე
|
მერამდენე ღამეა ვდგები და ვუყვები საკუთარ თავს შენზე ჩვენ ამბავს, რომელიც შენზე უფრო იყო, ვიდრე ჩემზე და რომელიც ტუჩებზე დამრჩა, როგორც ის სიტყვა - ბავშვობაში რომ ვამბობდი და დამიშალეს.
ასეთ დროს მუდამ, შენ ცხოვრებაში მე ცარიელ ადგილებს ვამჩნევ, რომლებიც გვანან სიტყვებს შორის დატოვებულ სიცარიელეს, ერთმანეთთან რომ აკავშირებს და თან აზრს აძლევს.
განა არის შენ ცხოვრებაში რაიმე მეტი გამოტოვებულ ადგილებზე? იმ ცარიელ ადგილებზე, რომლებსაც სახლში ანაწილებ და ინახავ: ჭიქებში, სხვენში ქვედა უჯრებში, მაცივარში, საყვავილეში და საწოლის მეორე მხარეს. მე ვლაპარაკობ იმ ცარიელ ადგილებზე, არავის რომ არ ეკუთვნიან და თვალების დახუჭვიდან გახელამდე რომ გეპარება. რომლებსაც ტოვებ ნაბიჯებს შორის და რომლებიც გაკავშირებენ დროით სივრცეში საკუთარ თავთან.
მერამდენე ღამეა ვდგები და საკუთარ თავს ვუდასტურებ, რომ ქუჩები დადიან ჩვენში, რომ სახლები ჩვენში ცხოვრობენ, რომ საკვები გვჭამს, რომ წყალი გვსვამს, რომ მზეს ჩვენ ვათბობთ. რომ ღმერთს ჩვენ ვაძლევთ საშუალებას ყველაფერი შეეძლოს ჩვენთვის, რომ ჩვენთვითონ ღამიდან მთვარე ამოგვყავს - როგოც რძიდან ყველი და ვანახევრებთ, უფრო სწორედ ვინახევრებთ - ზუსტად ისე, როგორც საკუთარ თავს ვექცევით, როცა სხვას ვხვდებით და როცა გვიყვარს
ერთი შეხედვით უმიზეზოდ მოდის თოვლი და იკავებს ცარიელ სივრცეს. შენ სახეზე გეცემა ჩრდილი, ხელებს უკან წევ და ყველგან ამჩნევ ამ შევსებულ სიცარიელეს. სადაც ადრე გზა გეგონა, სადაც ადრე გეგონა ხიდი, სადაც ხე იდგა და ბოძებს შორის სადენები ეგონათ ჩიტებს.
და ამ დროს ჩნდება ის კაცისხელა სიცარიელეც- ზუსტად შენს გვერდით, რომელსაც ჩემი სახელი ერქვა. და რომელიც თოვლმა შეავსო.
მერამდენე ღამეა უკვე თავს ვიმძინარებ, და ჩემი თავი მადგება თავზე, როგორც ეჭვებით შეპყრობილი საყვარელი, რომელიც ცდილობს ჩემ გამოტეხვას.
მერამდენე ღამეა ვდგები და ვუყვები საკუთარ თავს შენზე ჩვენ ამბავს, რომელიც შენზე უფრო იყო ვიდრე ჩემზე.
და ვერაფრით ვეღარ ვაჯერებ.
|
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ |
ნანახია: 975 |
დაამატა: nika_wero
| რეიტინგი: 5.0/1 |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|