♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 29 » ახალგაზრდა ცოლი...
2:22 PM
ახალგაზრდა ცოლი...


შენი მტკივანი სიყვარული
ბოლოს მომიღებს ადრე თუ გვიან.
მაშინებს შენი სიყვარული,
შენს სხეულში აქვს სათავე წყვდიადს
და თვალებზე გაქვს მიხატული
ღამე,როდესაც მიყურებ მე.

ო,არასოდეს მინახავს მზე
ჩრდილებით ასე დასახლებული
და ახლა ყველა მაღალი ხე
ზურგით რომ არის შებრუნებული
მზისკენ,დაჰყურებს მიწას და ჩრდილს,
რომელსაც თავად ფენს.

წყვდიადი არის ჩასაფრებული
ყველა ნათელი არსების უკან.

და თუმცა მინდა მღერა და ბუქნა,
უცხო სიბნელემ ისე მოხიბლა
ჩემი თვალები – ვერ ვწყდები უკუნს,
თასის გარშემო გუბეებად რომ მიმოღვრილა.

მაგრამ, უსმინე, ამას რა ჰქვია?
მინდვრად ოდნავი ლივლივი ხმათა
ჰგავს ცარიელი ნიჟარის შრიალს
და ეს სიკვდილი ქოშინებს,სადაც
ტყის ყვავილები გვირგვინებს ხრიან
და ცაზე ტოროლაა მიხატული.
შენი მტკივანი სიყვარული
ბოლოს მომიღებს ადრე თუ გვიან.




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1029 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ხუთშაბათი, 2024-12-26, 3:44 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024