♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 29 » ცივი სიყვარული...
9:35 PM
ცივი სიყვარული...

როდესაც მკოცნი საქმეებით უზომოდ დაღლილს
და შენი კოცნა ჩემში ექოდ აღარ ხმიანობს,
ნუ გეგონება, სიყვარულის არ ვიცი ყადრი,
ნუ იბუტები, ნუ წყრები და ნუ ეჭვიანობ!

სიყვარულს ჩემსას გაუვიდა ოცნების ჟამი,
ფრთები დასცვივდა, მაგრამ მაინც ფხიზელი არის,
არ გეფერება, მაგრამ გფარავს გასაჭირისგან,
ვით დარტყმებისგან დაჭყლეტილი ლითონის ფარი.

არ გიღალატებ და ისევე საიმედო ვარ,
როგორც მოხუცი რაინდისთვის ბექთარი ძველი,
ბრძოლის ქარცეცხლში ის ერთგულად გემსახურება,
ხმლისგან დაგიცავს, მაგრამ სითბოს მისგან ნუ ელი!

და თუ შენ გამცვლი, თუ შენ ჩემთან არ გედგომება,
გადაეყრები ჭუჭყს და ტალახს, დღემდე დაფარულს,
თვითონ მიხვდები, რარიგ ძნელი არის ცხოვრება
და გაიხსენებ, დააფასებ ჩემს ცივ სიყვარულს.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1075 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ხუთშაბათი, 2024-12-26, 10:12 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024