♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 20 » .......................
6:24 PM
.......................


მარიკუნას

ქუჩა ნაწვიმარია, ფოთლებია ფენილი.
სად იჩქარის მარიკა, ჩემგან ობლად შთენილი.
უკან მისდევს ცუგრია, არ წყინდება ხტუნება.
შვილო როგორ მწყურია შენი ჩახუტუნება.
მართლა საით მიდიხარ, მაგ ფერადი ბუშტებით.
ოი, როგორ მინდიხარ, მკერდს ვილეწავ მუშტებით.
ბავშვმა დედა არ იცის, რომ სითბოდ მოჰფენოდა,
ვეღარ ისმენს მის სიცილს, მერე რარიგ შვენოდა.
მამა ჯერ ცოცხალია, მარიკასთვის-ლეშია,
ვა რა დიდი ბრალია, რომ ცივ სიბნელეშია.
რომ გაგიცნობ ცხადია, ჩემო თეთრო თოლია,
ვინც კი დანაბადია, ყველას მამა ჰყოლია.
გაცნობა კი მოხდება, როს მიხილავ ცხედარად.
მაშინ ალბათ არ იტყვი: რად, მომიკალ დედა, რად!
მაშინ შეგებრალები, დაბრუნდება ღირსებაც.
ეს ლამაზი თვალები ცრემლით ამოივსება.
ციმბირიდან გიყურებ, მარი, ჩემო ყველაო.
აბარტყუნებს დიდ ყურებს, შენი ცუგრიკელაო
ქუჩა ნაწვიმარია, ფოთლებია ფენილი.
ჰა, ეს ლექსიც მარიკა, შენსკენ გამოფენილი.




ჩემს პატარა მარიკელას ,
კაბა როგორ უხდება.
ლოცვად მისად წმინდა წყარო ,
ცრემლად აჩუხჩუხდება.
მზე თვალს ნაბავს , ეფერება ,
მზე ხომ მისი დედაა.
მარიკელაც მზის სხივს კოცნის ,
იცის , დედისერთაა.
ასეთს ვინ არ შეიყვარებს ,
კეთილს და თავაზიანს ,
როგორც შველი ისე დარბის
ღმერთო - რა ლამაზია.
ზეცას შევთხოვ , მზის ქვეშეთში ,
უდარდელად გატაროს
მარიკელა , სევდავ ჩემო ,
მარიკელა - პატარა !




გაღიმებაც ვერ მოასწრო, ტკივილისგან ვერც იყვირა
როგორც თოვლი შემომადნა, ხელში ჩემი ციცქნა.. ირა

ჩემთვის უნდა დაიწყევლოს, აღდგომა და ყველა კვირა
მე მიწაში უნდა ვეგდო, შენ ცოცხლობდე ჩემო...ირა.




დაგეხვრიტეთ !

იმარცვლება ტანჯვის კრიალოსანი,
ასე გავხდი მყრალი ციხის მგოსანი.
მალე ხუთი წელიწადი გახდება,
არ მიხილავს ყვავილი და ფრთოსანი.

არ მინახავს დედაჩემი - საბრალ,
რას გაიგებ ბადრაგო თუ კაპრალო.
თქვენ მაშინაც თოფის კონდახითა მცემთ,
ოცნებისას ცრემლი რომ ვერ დავმალო.

მესიზმრება ჩვენი კავკასიონი,
მესიზმრება ჩვენი წმინდა სიონი;
და გთხოვთ, ნურვის გაგიკვირდებათ,
...მესიზმრება "დინამოს" სტადიონიც.

დაგეხვრიტეთ! მოვრჩებოდი წამიერ,
მეც სიკვდილი შემიცვლიდა ამ იერს;
დახვრეტის წინ ერთს კი ვიღრიალებდი,
საქართველოვ, იყავ მრავალჟამიერ !



მე თუ დაგშორდით ჩემო შვილებო,
ჩემო სოფიკო, მაკა, ბიძინა,
თქვენმა მამიკომ კი არ დაგტოვათ,
თქვენს ფიქრში მწარედ ჩამოიძინა.

აბა თქვენ იცით ჩემო ოჯახო
ჩემო ძმაო და ჩემო დედიკო,
უკვე ვატყობდი, დაჭერის მერე
რომ ჩემი საქმე კარგად ვერ იყო

გემშვიდობებით შვილებო, დედავ
რაზე ჩამიდგან ნეტავ დრო ჯინში,
კარგად იყავით იბედნიერეთ
თუ ცოცხალი ვარ, დიდი ბოდიში.



რამდენჯერ წვერი მოვუშვი
შემემთხვა უბედურება,
პირველად მამა მომიკვდა
თითქოს დამწყველა ბუნებამ.
მეორედ წვერი მოვუშვი,
ფილმში მიღებდნენ, მჭიროდა...
ცოლი ხელებში ჩამაკვდა,
მაღლით ბუნება ტიროდა.
თურმე მართალი ყოფილა
თუ შეგიძულა ბუნებამ,
ვერა, ვერ დაემალები,
თან დაგდევს უბედურება.
----------------
მენატრება სცენის მტვერი,
რაღაც დიდი დოზით, ჭარბად.
თუ ციხიდან გამოვძვერი,
ჩავისუნთქავ ისევ ხარბად.

ჩუმად შემოვიპარები
რადგან ჩემებრ "დამნაშავეს"
დაკეტილი აქვს კარები
და დავკოცნი მტვრიან ფარდებს
კულისებს , სკამებს, თოკებს,
ძველ ლარნაკის გამხმარ ვარდებს.
ღმერთო, რაღა დამაოკებს

მერე გავალ სცენის გულში
რაღაც გრძნობის გასახარად
ბედნიერი იმ წარსულში
უბედური აწ და მარად.



ყაყაჩო

ჩემსავით მარტო , მოწყენით,
ჩემსავით განმარტოებით,
ციხის კედლებშიც იზრდება
წითელი ყაყაჩოები.

შორიდან ჩუმი ალერსით,
სარკმლიდან ფრთხილად
ვდარაჯობ.
ალბად ცოტა აქვს მისჯილი
ამ ჩვენი ზონის ყაყაჩოს.

სხვაობა იცით რაშია!
და განსხვავება რა არის?
პატიმარ ყაყაჩოს ზემოთ
ვეებერთელა ცა არის,

მე კი, რადმენი ხანია,
ვარამს ჩემს გულში ვინახავ.
არც მზე და არც ვარსკვლავები,
წლებია რაც არ მინახავს.

მე და ყაყაჩო ერთნი ვართ,
სიკეთისაკენ მარები.
ორივე ცოდვის შვილი და
ორივე პატიმარები...


რაც მოხდა , მოხდა დასრულდა
გული შუაზე გაიყო.
ვინც მიყვარდა ან რაც მსურდა
ყველა მორევმა წაიღო.
რუსთაველის თეატრს მოვწყდი,
როგორც ძუძუს პატარა,
ამერიკა, იტალია,
რა ვთქვა, სად არ მატარა.
შოტლანდია,
საბერძნეთი,
ინგლისი და ვარშავა,
თქვენი გია იმ ქვეყნებში,
აღარასდროს არ ჩავა.

აღარც სცენა,
კულისები,
არც გრიმი და როლები
ყველა ჩემს როლს ნათამაშებს,
ცრემლით ვეამბორები.

ვით ვარსკვლავი მოწყვეტილი,
კოსმიური მარსიდან.
ჩემი თავი მოვისროლე
"კავკასიის" კასრიდან.

მომიტევეთ თუკი ვინმეს
გაწყენინეთ რაიმე
ბნელსა ვზივარ, ექოდ მესმის
ჩემივ ოხვრა - "ვაიმე

ცუდს ვერავინ იტყვით რადგან,
ყველა ჩემი ბრალია.
მართლა ხშირად მახსენდებით,
კაცია თუ ქალია.

თუკი ვინმეს არ ვუყვარვარ
მისცეს დღენი დღეგრძელი.
მათთან ჩემი ყრადღებით
მეტი ვეღარ შევძელი.

ეხლა გაზეთს და რადიოს,
დღე და ღამე შევნატრი.
რომ როგორმე მომაგონონ,
ჩემი ძველი თეატრი.

ვიცი აღარ დაბრუნდება, ძველი დრო და მომენტი,
- "რატომ აცდენ, რატომა სვამ"! ვეღარ მეტყვის
რ ო ბ ე რ ტ ი.
ალბათ უკვე ჩაესვენა, ჩემი ფერთა მოლბერტი,
ხომ მოგცილდათ თეატრიდან.
ამ ცხოვრების
ხ ო რ ც მ ე ტ ი.

მე ჩემს სასჯელს ვიხდი გულით, მთელი ჩემი ზრდილობით,
ზოგ-ზოგივით ვერ ვიცხოვრებ, ჩემი "პადხალიმობით"
ბევრი წყალი ჩამოირბენს, ხან მღვრიე, ხან ანკარა.
არც კი ვიცი როდის გნახავთ,
ან გნახავთ და ან არა...

ბედმა ფეხი წამომიდო, როცა ვიყავ თქვენს გვერდში,
ღმერთმა არ ქნას რომელიმე,
რომ ჩავარდეთ,
ჩემს დღეში.

მერე იტყვით: "ყოჩაღ გია, რა ნერვები გქონია"!
შეცოდებით, შეგიცოდებთ, გულით?! არა მგონია!

საბოლოო თხოვან მრჩება,
რომ გამოხვალთ სცენაზე,
თქვენთვის ჩუმად გაიხსენოთ,
ერთი, გია ფერაძე.


დასასრული

ალვისაგან გათალეთ ჩემი კუბოს ფიცარ,
ალვა ამკობს ჩემს კავშირს ფერადოვან წარსულთან.
ცხოვრება კი შევიცან რაც არის და ვინც არის,
მაგრამ რაღა დროსია... კომედია დასრულად!

რეჟისორი თვით ვიყავ, ასე მსურდა ფინალი,
მსგავსად ჰეროსტრატესი, მეც ხომ დავწვი ტაძარი...
ხომ გახსოვართ ქეიფში, ფეხბურთში მორკინალი?
ხოდა ფაფუ, გათავდა! ფერფლი ვარ და ნაცარი!

ორი დღეც და შემამკობს, ალბათ შავი არშია,
შავით შეიმოსება ჩემი მწირი სახლობა
თქვენი გია ფერაძე, თქვენთან ბარი-ბარშია.
ეს სიკვდილი მან თვითონ ძალით მოიახლოვა.

ბევრთან შევცდი... სხვა "ბევრი" ჩემთან არის "ჩაჭრილი"
ღმერთმა ყველას შეუნდოს, მეც შემინდეთ ცოდვები.
თქვენთვის დამილოცნია ეს მარტი და აპრილი,
კიდევ ორი-სამი დღეც და უთუოდ მოვკვდები.

სულ სიცოცხლე მინდოდა, სიცილი და ხუმრობა,
ბედნიერი ვიყავი მუდამ თქვენთან მყოფელი.
ასე მწარედ დასრულდა ჩემი თქვენთან სტუმრობა,
ასე ცრემლით აივსო ჩემი წუთისოფელი.

რა კარგი ხარ თბილისო, მენანები ძალიან...
ციხეში გნატრულობდი და ამ ნატვრით ვთბებოდი.
მაგრამ ჩემთვის თბილისო, ვიცი აღარ გცალია...
ერთ დროს როგორ გკოცნიდი, როგორ გეხუტებოდი.

მორჩა ლექსი, თვითონაც სანთელივით მივქრები...
სული თითქოს დაჭრილი, მოფარფატე გედია...
ისევ შენკენ მიხმობენ ეს სნეული ფიქრები,
კომედია დასრულდა?... დასრულდა ტრაგედია!

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1306 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ოთხშაბათი, 2024-12-11, 2:46 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024