ისევ ისე... მოვარდება წვიმა, ისევ ისე... ქარს გაატან ფიქრებს... სიყვარულთან ვერაფერი მივა, სიყვარული, ისევ ისე იფრენს...
ეს ცხოვრება, ნუთუ, ამად ღირდა, გული, ისევ ემალება ფიქრებს... შენ ხომ, ჩემი სიყვარული გჭირდა... იმედები ისევ დაგაფიქრებს.
ისევ მოვა, ეს გიჟური წამი... მოგასკდება წვეთებად და წვიმად, ოღონდ, ისევ მომატყუო რამით... ოღონდ, ისევ მომატყუო მშვიდად...
შენ ხომ, ჩემი სიყვარული გჭირდა... შენ ხომ, ჩემი სიყვარული გართობს... შენ ხომ, ჩემი სიყვარული გინდა... მეც ხომ, შენი სიყვარული მათბობს...
ისევ ისე... მოვარდება წვიმა, ისევ ისე... ქარს გაატან ფიქრებს... სიყვარულთან ვერაფერი მივა, სიყვარული, ისევ ისე იფრენს.
|