♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 20 » დაგუბებულ გაზაფხულებს...
6:06 PM
დაგუბებულ გაზაფხულებს...


"შენ ხარ - აქამდე რაც უნდა მეთქვა,
შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი."

ოთარ ჭილაძე


წვიმად დაგუბებულ გაზაფხულებს
ფეხებს შფოთიანი ვუტყაპუნებ,
გული შევაღე და ვეღარ ვჯაბნი
შიგნით შემოპარულ უმადურებს.

სულში დაგუბებულ სიჩუმეებს,
ცაზე რიგრიგობით გადმოგიწერ...
მოდი, იწამე, რომ არც ვყოფილვარ,
ჰოდა, უჩემობაც არ მოგიწევს.

ისე უდროოა აქ ღიმილი,
ისე უვადოა ფორიაქი,
ლექსად დაწერილი აღსარება
ალბათ დამიჯდება... ჰო, იაფი.

ლექსის მიღმა სათქმელ სიმართლეებს
შენდობის ლოცვებით დავაპურებ,
მე - დღეს შენს ოთახში ფორიაქი,
მე - ვინც ვერ ასრულებს დანაპირებს.

მე ხომ დაგუბებულ გაზაფხულებს,
ფეხებს ჩვევასავით ვუტყაპუნებ...




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1086 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ოთხშაბათი, 2024-12-11, 6:24 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024