მთავარი » 2010 » მარტი » 20 » ის მაშინ.....
|
ხელში ყვავილები ეჭირა , ათასფერა. მის წინ იდგა , თავი დაბლა დაეხარა და ფიქრების თავსაფარი წამოეფარებინა . თვალები და გული ერთდროულად , ერთმანეთის შეთანხმებით მეტყველებდნენ. დღეს შვილები დედებს საჩუქრებს ჩუქნიან , ის კი ...........მის წინ იდგა , ხელში ყვავილები ეჭირა და თვალებით ლოცულობდა . მერე იგრძნო თუ როგორ შევიდა და დასახლდა მასში დედის სითბო . მერე რა ? რომ სხვები ვერ ხედავენ ?! მერე რა ? რომ მას მხოლოდ იგი ხედავს .ყვავილები ლარნაკში ჩააწყო ერთმანეთის მიყოლებით და სულის მოლბერტზე გულის პალიტრით ცისარტყელა დახატა . წასვლა საშინლად ეზარებოდა . მასთან უნდოდა დარჩენა . წამის გაჩერება უნდოდა და მისი მარადიულობის დამტკიცება სხვა ადამიანებისთვის . ირგვლივ სიჩუმე , თეთრი სიჩუმე იყო სიმშვიდის ბგერებით . მის გარდა იქ არავინ არ იყო , მხოლოდ თვით ის და ვის წინაც იგი ლოცულობდა . ცრემლები კი სახეზე უკვე გათხრილ საფლავში მიედინებოდა , ცრემლები მადლობის ნიშნად . ხელში ანთებული სანთლები და ყვავილები ეჭირა . კვლავ ეამბორა. სულს მისი სითბოთი და სიმშვიდით კვებავდა . მერე იყო ნაბიჯი , ნაბიჯი უკან და ის უკვე სახლისკენ მიმავალ გზას მიუყვებოდა არა მარტო ,მასთან იგი იყო როგორც ყოველთვის. დედის დღეს ეკლესიაში ღვთისმშობლის ხატის წინ კვლავ ენთო სანთლები . ლარნაკში კი ისევ ლოცულობდნენ გოგონას სულის ყვავილები.
|
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ |
ნანახია: 1049 |
დაამატა: nika_wero
| რეიტინგი: 5.0/1 |
|
 |
შესვლის ფორმა |
|
 |
 |
სექციის კატეგორიები |
|
 |
 |
ძებნა |
|
 |
 |
კალენდარი |
|
 |
 |
ჩვენი გამოკითხვა |
|
 |
 |
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
 |
 |
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
 |
|