თოვდა.. თეთრი ფანტელები პატარა ფრთიანი ანგელოზებივით დაფრინავდნენ დეკემბრის კრიალა ჰაერში.. ათოვდა.. ყველაფერს-თეთრად,ჩუმად..ყოველი ფიფქი ისე ნაზად ცვიოდა დედამიწაზე,ისე მსუბუქად,თითქოს ეშინოდათო თეთრი სიმყუდროვის დარღვევის..ცვიოდნენ და ბრწყინავდნენ მორცხვი მზის სხივებზე..მართლაც რა მორცხვია დეკემბრის მზე?!ათასში ერთხელ თუ გამოჩნდება ღრუბლების მიღმა..და დახრის თვალებს გაყინული დედამიწისკენ..სხივებს მიაფრქვევს,მორიდებით სითბოს აჩუქებს და მერე თავის საჩუქრისთვის მოერიდება..დეკემბრის ქარის,დეკემბრის თეთრი ღამეების მოერიდება.. და მერამდენე თეთრი ღამე ითვლიდა წუთებს.. დუმდა ყველაფერი..ბუნება კი თეთრად იღიმებოდა..და ამ ღიმილში იგრძნობოდა –მუსიკის ჩრდილი..ძველ როიალზე უკრავდა ვიღაც-თეთრ ღამეებზე..ფანჯრის კიდესთან კი მოლურჯო მთვარე მღეროდა და მოვერცხლისფრო სინათლეზე სიზმრებს ითვლიდა. . იღიმებოდა ცრემლიანი თვალებით იგი..და ამოსუნთქვით აშინებდა თეთრი სანთლის შუქს.. ღამის ცხოვრებას მოწყვეტილი ყოველი კადრი თრთოდნენ კედლებზე..ბნელ კუთხეებში ათასობით ჩრდილი დარბოდა..და მელოდიას მოწყვეტილი ყოველი ნოტიGღამის ლანდებთან ერთად წარსულს უერთდებოდა.. თეთრ როიალზე გაუშეშდა თეთრი თითები..ტუჩები ტანჯვით აუთრთოლდა,სუნთქვა შეეკრა..ყველაგან სტკიოდა სადაც მისი სიტყვები ძგერდა..წამიც და სულის ამოსუნთქვა ცრემლებს მიანდო...თეთრ ღამეებში შეეცვალა ფიქრთა…შეძლება..საზღვარი გრძნობის.. გრძნობდა რომ არსად აღარ იყო მისი სამყარო..მზე დიდი ხანი ჩასულიყო ჭრელ ოცნებებში.. გული უცემდა ძლიერ.. თავი ტკივილით უბრუოდა... მერე ცივ კუთხეში მიეყრდნო გათოშილ კედელს და მისდა უნებურად ყოველი წამი გამოცოცხლდა მის შეგრძნებაში..ყოველი წუთი-შეწყვეტილი სიყვარულისა..
ახსენდებოდა თბილი თითები,მისი ღიმილი..ცელქი ჩურჩული..ანცი თვალები..ცრემლებს მოჰქონდა ექო სიტყვების-"მე შენ მიყვარხარ!” მისი სიცილის ხმა ჩაესმოდა-სიცოცხლით სავე,მუდამ ბავშვური და გულუბრყვილო..მისი ნაწყენი თვალების შუქი გულს უნათებდა..და ღიმილს ჰგვრიდა მისი ბუტბუტის ერთი მიზეზი-"რატომ დამცინი?” წვიმაში კოცნა, მოხვევის სითბო,ცელქი თამაში თბილ გუბეებში-ირეკლებოდა მის გონებაში..მისი თითების სითბოც ახსოდა ისე აშკარად და ისე ახლოს სუნთქვა ეკვროდა...ნუცაო როგორ უძახოდა კვლავ ჩაესმოდა... მისი სულელი სიტყვა ახსოვდა..დაბნეულობაც- მისი.. მისი ლამაზი თმები ახსოვდა..მშვიდი სურნელით. .მისი თვალების ღელვა ახსოვდა..ისე ძლიერი..ისეთი ლურჯი.. ახსოვდა მისი ყოველი თხოვნა..წრფელი სიტყვები.. სიბნელის როგორ ეშინოდა ისიც ახსოვდა..წყენით ამბობდა ამ შიშის გამო: "არ ვიცი,მგონი ბავშვობიდან დამჩემდა შიში..პატარა ვიყავი სახლში დამტოვეს მარტო..და სიბნელიდან მოაღწია წივილზე უფრო საშინელმა სიცილის ხმებმა და იმის მერე მეშინია შავი სიბნელის ყველაზე მეტად,ყველაზე მეტად..” მის თვალებივით ლუჯ ცაზე ცქერა,ფიქრი უყვარდა..წვიმა უყვარდა, ცისარტყელა სივრცით გაშლილი.. უყვარდა თოვლი ნარინჯისფერ სხივთა ბრჭყვიალში.. აჰყავდა ნუცა სახურავზე შუა ღამისას და თეთრი მათვარის შუქზე, თმებზე ჩუმად ჰკოცნიდა.. უყვარდა თეთრი განთიადიც ცივი ზამთარის...დათოვლილ ტოტზე ბეღურების ცქერით ტკბებოდა..მტრედების ფრთების შრიალისას შარვლის ჯიბეში ნამცეცს ეძებდა...როცა პირველად ჩამოთოვდა დეკემბრის თვეში,გულამომჯდარი მირბოდა მასთან გასახარებლად "ოჰ,აი უკვე დღეს ბუნება თეთრად იღიმის!დღეს საღამოსაც ხომ დაუკრავ-თეთრ ღამეებზე?..”
წამოდგა ნუცა გაყინული,ბნელი კუთხიდან...თვალებს ეძებდა.. უცბად გაშეშდა და უღონოდ კვლავ ჩაიჩოქა როიალთან გაოგნებული..მერე კანკალით მოაშორა ტუჩებს ხელები და გაცრეცილი ბგერების ხმა გაისმა უმალ: " ის დღეა სწორედ როცა ბოლოს მითხრა –მიყვარხარ-გაფაციცებით ჩამცქეროდა დაღლილ თვალებში..თვითონ კი ისევ გულუბრყვილოდ ეღიმებოდა..ხელზე მიჭერდა და ბავშვურად ჩამტიტინებდა-არ იტიროო- ცრემლებს მიწმენდდა და ტუჩებზე მიალერსებდა..უეცრად სახე შიშით ისევ გადაუთეთრდა,სამჯერ ზედიზედ დაახველა,მტანჯველი ხველით..მერე დამშვიდდა და მე მაშინ ავტირდი ისევ-რომ შევამჩნიე გაღიმებას როგორც ცდილობდა. .-ფანჯარა დიდად გამოაღე-მთხოვა ჩურჩულით..და ისე ლაღად,ისე მშვიდად გახედა გარეთ,რომ იფიქრებდით მშვენიერი დილა გათენდა და არაფერი საშინელი არ მოხდებოდა..-ფარდაც გასწიე..ჰო,აი ასე.. მომიახლოვდი და ნუ ტირი,ჩემო ძვირფასო..ნახე რა დღეა,რა ლამაზად ჩამოთოვლილა..?!პირველი თოვლი და პირველი თეთრი ღიმილი..დღეს ხომ დაუკრავ ისევ ჩემთვის?!ოჰ,რა საძაგლად გამოვიდა ჩემი ნათქვამი-ხომ ორი თვეა რაც მარტონი უკვე აღარ ვართ..დღეს ჩვენ ორისთვის დაუკარი-თეთრ ღამეებზე..ხომ ესმის განა??კი მე მგონია ახლაც ჩვენ გვისმენს-რაო პატარა?ნუ ტირის დედა?-ჰო,აი,ისიც გეუბნება ნუ ტირიხარო..ჰო,აი,ასე, ჩემო კარგო -დღის განთიადზე ლამაზია შენი ღიმილი ნუცა..რატომ იცინი?მე აქამდე არ მითქვამს განა?..მშვენიერი ხარ..დიახ გეტყვი..კიდევ და კიდევ.. რამ შეგაშინა?ოჰ,ისევ სისხლი,არაფერია...არ მტკივა არა!არ მეშინია მე ტკივილის..დღეს აღარაფრის მეშინია..გათენდა უკვე..ღამის სიბნელე კი მომშორდა დღეს საბოლოოდ..მხოლოდ სიბნელის მეშინოდა აქამდე ნუცა..
ისევ ხველება აუვარდა სულისწარმთმველი..წითელმა სისხლმა მოუსვარა თბილი ტუჩები..მაშინვე ნუცას გადახედა..ხელი შეავლო მის ცრემლიან გაყინულ ლოყებს..მერე ნელნელა ჩამოცურდა მისი თითები მის თეთრ მკლავებზე..ოჰ,რა თბილი ხარ და რა მშვიდი დღეს ჩემო ნუცა..?! და ბოლო წუთში,როცა გული წყვეტდა ნაბიჯებს ახალ სიცოცხლეს ეძებდა ხელით..ნუცამ კი ისღა მოახერხა რომ მომაკვდავის ხელის გულის ქვეშ მოექცია- თავის მუცელი..სადაც სიცოცხლეს გული უკვე ჩუმად უცემდა ..
ღია ფანჯრიდან იისფერი თოვა მოჩანდა..ეს კი ბუნებას ღიმილს ჰგვრიდა თეთრს და უეცარს.. იღიმებოდა მისი სახეც..თეთრი ღიმილით...იღიმებოდა მაგრამ სუნთქვით აღარ სუნთქავდა.. ამ მოგონებებით დატანჯული სახე გოგონას უეცრად ღიმილმა გაუნათა..ღია კარიდან ჩვილის ტირილის ხმა შემოესმა...ალბათ ეძახდა დედას..
|