♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 2 » არა და....
9:57 PM
არა და....


არა და...
ყველაზე ღრმა ფიქრებს ვიღებ და ვალაგებ ფურცელზე ქაოსურად...
მე ის მჭირდება...
მე მეგონა,რომ მასაც...
მე მივხვდი...
მე აღარაფერი მინდა...
სხვა ვისთან ვიყო გულახდილი,თუ არა საყვარელ კალამთან და ფურცელთან?...
ხო,და კიდევ ამ გრძნობების მკითხველთან...
სამწუხაროდ მეტი აღარავინ დამრჩა...
ვხვდები,რომ უცხოს (ფიზიკურად და ახლობელს სულით) უფრო კარგად შეუძლია თანაგრძნობის გაწევა და სანუგეშო სიტყვების მოძღვნა...
რა ცუდია,როცა ხვდები,რომ "ყველასნაირი" ხარ...
არა და სულ ცოტა ხნის წინ თავი ყველასაგან განსხვავებული გეგონა...
რა ცუდია,როცა აცნობიერებ,რომ რჩეული მამრის დასაკუთრებისთვის იქცევი ისე,როგორც მსგავს სიტუაციაში გოგონების 99%.
არა და გინდოდა შენი ინდივიდუალური მიდგომებით მოგეხიბლა ის...
ამდენ ბაქიბუქში კი რა გამოვიდა?...
"მომაბეზრებელი ტმასვნა"...
და აი ახლა სად ხარ!...
თუმცა სად?...სახლში.საწოლზე ვარ თბილად წამოწოლილი,საყვარელ მუსიკას ვუსმენ და ვწერ...ვიქექები ყველაზე ღრმა გრძნობებში...
მე ცხოვრებისაგან არაფერს ვითხოვ...
ჩემს თავზე მებრაზება და მხოლოდ მის მიმართ ვარ მკაცრი და დაუნდობელი...
თორემ ცხოვრება რა?
მხოლოდ მრავლისმომცველი სიტყვა,რომელსაც ათასნაირი მნიშვნელობა ჩვენვე მივანიჭეთ...

ყველაზე ღრმა ფიქრებში ვიქექები და ვალაგებ ქაოსურად თქვენთვის გამზადებულ ფურცელზე...
"მე მეგონა,რომ მჭირდებოდა" (ვწერ მონდომებით)
მე მინდა,რომ ასე იყოს!...
თუმცა...ის,თავში რომ ვთქვი..."მე ის მჭირდება"...
რატომ მახსენებს ეს ფრაზა მუდამ თავს?...
ნუთუ იმიტომ,რომ ყოველ მის დანახვაზე გული მკერდიდადნ ლამის ამომივარდეს?...
თუ იმიტომ,რომ როდესაც სხვას ელაპარაკება,ყელში ვეღარ ვაკავებ ცრემლებს და ღაპა-ღუპით ვიწმენ წინასწარ დასტებად დალაგებული სალფეთქით?...

რა ცუდია,როცა ხვდები,რომ გაიგივებს: "როგორც ყველა"...
გული გტკივა...
არა და მაგას კიდევ ტკივილი უნდა?ისედაც არ აკლია სადარდებელი...
თუმცა არა.ვიტყუები.არაფერიც არ აქვს სადარდებელი და საფიქრალი,გარდა ანცად შემოჩვეული ფრაზისა: "მე ის მჭირდება!"...
სად წავიდა ის სიტყვები ამასწინად რომ ამოგიტივტივდა დაბინდულ გონებაში მონატრებული მანათობელივით: "მას ჭირდები?!"...
გაქრა...
გულს არ მოეწონა და გააქრო...
აი სად ხარ...
აი რატომ ხარ ყველა და რატომ არის ყველა შენ!...


ყველაზე ღრმა ფიქრებს ვიღებ და ვალაგებ თქვენთვის...
ჩემთვის...
და კიდევ...მისთვის... (ეს რომ წაგეკითხა იქნებ ოდნავ მაინც განგესხვავებინე)...

მე! შენ! მჭირდები...

-ღმერთო ჩემო! ნეტავ როდის დაამთავრეებ?!...




კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1013 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
პარასკევი, 2024-12-27, 4:02 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 15
სტუმარი: 15
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024