ბარდნის, ბარდნის, ისევ ბარდნის.. ცა დაიმსხვრა და ფიფქებად დამესია. ყური უგდე: ხმა ფიფქების ჩამოვარდნის უცნაური რამ ლექსია! შენ თოვლი ხარ, შენ ხარ ჩემთვის – დავიწყება, შენთან მინდა დავივიწყო ყოველივე. ხედავ, თეთრად გადიბარდნა იმ სახლების შავი წყება, სადაც სიზმარს მოველი მე.. უშენობას ვერ ავიტან რადგან ყველა, ვინც მახსოვდა, შენს ტალღებში ჩაიძირა. შენმა მოსვლამ სული თეთრად დამიბნელა, დამიბნელა და იცი რა? ისევ ბარდნის, ბარდნის, ბარდნის, თითქოს ფიქრი თეთრ ფიფქებად დამესია.. ყური უგდე: ხმა ფიფქების ჩამოვარდნის უცნაური რამ ლექსია!
|