დამნაშავე ხარ... შენ ხომ პირველად
ჩატეხე ჩვენი საერთოდ ხიდი,
მაგრამ ყველაფერს შენის ტანჯვებით
და შენის ცრემლით გამოვისყიდი.
ცდებოდი, როცა მოღალატედ და
ცხოვრების ამრევ არსებად მთვლიდი,
მაგრამ ყველაფერს შუაღამისას
იდუმალ ლოცვით გამოისყიდი.
სპეტაკ სიყვარულს მე თვალთმაქცობად
და ჩვეულებრივ სისუსტით ვხსნიდი,
მაგრამ ამასაც ჩუმი ნაღველით,
დამწველ ნაღველით გამოვისყიდი.
წაიღე..გქონდეს იმ ცოდვის ნაცვლად,
რაც ძალუძს მოგცეს იმ არავნებას,
მე დავიტოვებ მხოლოდ იმ წარსულს,
დროების ნაცვლად - შურისძიებას.