♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 1 » ნიღბები
10:05 PM
ნიღბები


ნიღბები! ღმერთო რამდენი ნიღბები გვაქვს ადამიანებს! ყოველდღე ახალი და ფერშეცვლილი ნიღბები.
არა! ეს ცხოვრება ნამდვილად მასკარადია.
მე ვინ ვარ: მასხარა თუ მაყურებელი?
სარკეში ვიხედები.
არ ვიცი.
ეს ახალი ნიღაბი ისე მომრგებია, რომ ძველი აღარც კი მახსოვს როგორი იყო.
რატომ ვირგებთ ნიღბებს? ისე ხომ გადმოვანთხევთ ჩვენს სიძულვილს დედამიწაზე და აღარავინ შეგვიყვარებს.
ოთახში ვზივართ.
ყველანი შინ ვართ.
ყურმილი რეკავს.
ჩემი ძმა იღებს.
-ალო...
- შენ გთხოვენ - ყურმილს მაწვდის.
-რომელი ხარ?
-მე
-მაინც?
პასუხი არ ისმის. ტელეფონში მძაფრი სუნთქვა შიშინებს.
-რა ქენი, გამოისყიდე ცოდვები?
ყურმილს ვკიდებ.
-ვინ იყო?
-არ ვიცი, ნომერი შეეშალა ალბათ.
ჩემი ცხოვრების გზაზე მივრბივარ. მთელი ქონება გავყიდე (თუმცა ბევრი არა მებადა რა) და სალაროსთან მივედი. სამოთხის ბილეთი მომეცით-მეთქი.
გზაში, რომ მივდიოდი ჩემს სინდისს ვეუბნებოდი: არ შემრჩა მეთქი პატივისცემა ღვთისადმი. მერე მათხოვარი დავინახე ქუჩის კუთხეში და ბილეთი ხელში ჩავუკუჭე. ბრმა იყო და ქაღალდს დაბნეული სინჯავდა. მე წავედი. მან კი მადლობა ჩემს მაგივრად ცარიელ ქუჩას გადაუხადა.
ტელეფონში შეგუბებული სიჩუმე ჩერდება. ისევ ნომერი შეეშალა ალბათ.
ცხოვრების გზას ვადგავარ.
ერთხელ გამაჩერა მგზავრმა და მკითხა: რა უფრო ახლოა აქედან, ზღვა თუ პირამიდებიო? ხო, ზუსტად ასე მკითხა და დამაბნია კიდეც ამ შეკითხვამ.
-რამ გაგაკვირვა კაცოო - თვითონაც გაუკვირდა და წავიდა.
მერე მივხვდი, რომ ზღვა უფრო ახლოს ყოფილა...
ნიღბები! ნეტავ რა უნდა ვუთხრა ღმერთს, როცა ნიღბებს მომხსნიან?
ვეტყვი: დინებამ გამომრიყა თქო ცხოვრების ხავსზე!
ეხ! ჩვენ ყველა დავიხოცებით ამ გზაზე.
მთავარი ის კი არ არის ვინ უფრო გვიან დაეცემა, არამედ როგორ დაეცემა.
ავიღებ მთელ ჩემს ქონებას და ღარიბს მივცემ. ვეტყვი: აიღე ჩემი საბადებელი და გამდიდრდი, მერე იმ ღარიბს უბოძე, რომელმაც არ უწყის, რომ ადამიანი სიღარიბით გამდიდრდება.
მერე ჩვენ ყველანი მდიდრები ვიქნებით სამყაროში.
მოდი და ვისწავლოთ ერთმანეთს სიყვარული.
მოდი და ავმაღლდებით!
მოდი და ვისწავლოთ უნიღბოდ ცხოვრება.
გამომაგდო მამამან ჩემმან სახლიდან და მითხრა: შენც მათსავით გციოდეს და გშიოდეს, გტკიოდეს და განიცდიდე. რადგან მეფეებს მწყემსები ზრდიდნენ!
ღმერთო, რატომ არასდროს არ მინახიხარ?!
ვიცი, იმიტომ რომ ცდილობ არ შეგვახსენო შენი არსებობა, რადგან ადვილია იმის აღიარება, რასაც ხედავ. რთულია დაიჯერო ის, რაც უხილავია და არსებობს.
ამას ჰქვია რწმენის სიდიდე!
ქუჩაში ვდგავარ.
წინ ტელეფონის ჯიხურია. ჯიბეში ფურცელს ვჭმუჭნი: დავრეკო?
დაკუჭულ ფურცელს ჯიბიდან ვიღებ.
ვასწორებ.
ვრეკავ.
ველოდები.
ყურმილში დამტვრეული ხმაური ისმის.
ლოდინი.
პაუზა.
ისევ ლოდინი.
იღებენ:
-გისმენთ! - მკაცრი ხმა აქვს.
-უკაცრავად, სად მოვხვდი?
-ზეციურ ნათელში.
-იქნებ დამეხმაროთ როგორმე?
-გისმენთ
-მე სამოთხის ბილეთი მათხოვარს მივეცი...
-მერე?
-მერე, იქნებ მაცხონოთ რამენაირად?
-არ შეგვიძლია!
-აბა, რა ვქნა?
-არ ვიცი!
ყურმილს ვკიდებ.
მერე ვხედავ ჩემს თავს ზურგიდან, ტელეფონის ჯიხურიდან რომ გამოვდივარ და ქუჩას მივუყვები. ჩემს თავს ვეწევი და ვუერთდები.
ეს ჩემი ცხოვრება სიყვარულივით ფერმიხდილია და მიჯნურივით მოწყენილი.
დაიჭირეთ ის არის! - ყვირის ვიღაც და მთელი ქალაქი უკან მომდევს.
გავრბივარ.
მიჭერენ და ქვებით მქოლავენ.
ახლა დედიშობილა და უნიღბო ვარ!
წინ ისევ ჩემი ცხოვრების გზაა.
ავიღებ მთელ ჩემს ქონებას და ღარიბს მივცემ. ვეტყვი: აი, ჩემი საბადებელი, აიღე და გამდიდრდი, მერე იმ ღარიბს უბოძე, რომელმაც არ უწყის, რომ ადამიანი სიღარიბით გამდიდრდება.
მერე ჩვენ ყველანი მდიდრები ვიქნებით სამყაროში.
მოდი და ვისწავლოთ ერთმანეთს სიყვარული.
მოდი და ავმაღლდებით!
მოდი და ვისწავლოთ უნიღბოდ ცხოვრება.




კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 996 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 2:32 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 58
სტუმარი: 58
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024