მე ძველ კალენდარს ვინახავ ისევ, როგორც საყვარელ დღიურის ფურცელს, უკან გადმოვშლი მგონია ისევ, რომ წარსულ დღეებს ვიხილავ უცვლელს... თითქოს ხატის წინ იდგეს მლოცველი, მე ძველ კალენდარს დავცქერი ისე, თითქოს გადმოვშლი დღეებს მოცელილს, და შენ შეგხვდები ხელახლა ისევ... თითქოს კვლავ იგრძნობ მაისის სუნთქვას, ახალგაზრდობაც მოვა მეორედ, თითქოს მაგ ტუჩებს ჩემთვის რაც უთქვამთ ახლაც ლექსივით გამიმეორებ... გული გაყინა ამ სიმარტოვემ, გიჟივით ვეძებ ნაცნობ თარიღებს, ასე მგონია თუ კი გიპოვი მოხვალ და გულის კარებს გამიღებ... მე ძველ კალენდარს ვინახავ ისევ, როგორც უწინდელ ფსალმუნის ფურცელს, უკან გადმოვშლი მგონია ისევ, პირველ სიყვარულს შევხვდები უცვლელს...
|