♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 1 » ჩვენი გაცნობა, ალბათ, უფალმა ინება
10:09 PM
ჩვენი გაცნობა, ალბათ, უფალმა ინება


ჩვენი გაცნობა, ალბათ, უფალმა ინება! ოთხი წელი დიდი დროა იმ პატარა გოგონასთვის, რომელიც ახლა უნდა იწყებდეს ცხოვრებას. მაგრამ ღვთის ნებას ხომ ვერ გაექცევა ვერც ერთი ადამიანი?! ოთხი წლის წინ თოვლის მოსვლას ვნატრობდი, სწორედ მაშინ გაგიცანი . . . _ ნატვრის თვალი რომ ვიყო, რას ინატრებდი? _ მკითხე უეცრად. მე დავიბენი, შემეშინდა, გაქცევაც დავაპირე, მაგრამ ფეხები არ მემორჩილებოდა. _ უცხოოებს არ ველაპარაკები! _ უცხო რომ არ ვიყო, რას მიპასუხებდი? _ არაფერს! გავბრაზდი, რას გადამეკიდა ამხელა კაცი-მეთქი, გავიფიქრე.

ალბათ მაშინ თოთხმეტი წლის ბავშვს მეჩვენებოდი ხუთი წლით წლით უფროსი ამხელა კაცად. შენ არ მომეშვი თითქოს მეც რაღაც მიზიდავდა და მაკავებდა შენს წინ. ზამთარი იყო, ირგვლივ ყველაფერი უსიცოცხლოდ ღაფავდა სულს. ზამთარს ერთი რამ აკლდა თოვლი. . . . თოვლი ხომ აქ ყვეაფერს შეცვლიდა და გაალამაზებდა. იმ დღეს ვერაფერს გახდი, გარდა იმისა, რომ თავი მომაწონე. ხმას ამოიღებდი თუ არა მე გეუბნებოდი: _ არ გიცნობ და ნუ მელაპარაკები-მეთქი. ბავშვური აჩემებააო, ამბობდი, როცა მართლა ბავშვი ვიყავი. ერთხელ მარტო აღმოვჩნდი ეზოში.

შენ ჩემკენ წამოხვედი. მიახლოვდებოდი, მე ვნერვიულობდი. ჩემს გვერდით ჩამოჯექი. სიგარეტს მოუკიდე და რაღაცაზე დაიწყე ფიქრი. მე გიყურებდი, გათვალიერებდი, შორიდან გეალერსებოდი, შენ კი არ შემოგიხედავს. მე მეტი აღარ შემეძლო, შენ მესამე სიგარეტს მოუკიდე და პირველად გამომხედე. _ ნატვრისთვალი რომ ვიყო, რას ინარტებდი? დიდი ხნის წინანდელი უპასუხოდ დატოვებული კითხვა გამიმეორე, უეცრად. _ თოვლს . . . _ თოვლი?! რა თოვლი? _ თოვლს ვინატრებდი. _ გიყვარს თოვლი? _ ძალიან, მინდა რომ ეს უსუსური, გაშიშვლებული ხეები თოვლით იყოს თეთრად შემოსილი. ძალიან მიყვარს. _ მე გუკა მქვია, შენ? _ მე . . . მე თათა. _ ძალიან კარგი, სასიამოვნოა, ახლა უკვე ვიცნობთ ერთმანეთს . . . _ არა, არ ვიცნობთ. ჩვენ მხოლოდ ერთმანეთის სახელები ვიცით. _ მარტო ეგ არა! მე კიდევ ის ვიცი, რომ შენ თოვლი გიყვარს, თანაც ძალიან! . . . ვერაფერი მოვიფიქრე, არა და ისეთი ცელქი ვიყავი, ოინებში ვერავინ მჯობდა . . .

იმ დღის მერე შენ ჩემი ნატვრის თვალი გახდი. რაც უნდა მეთხოვნა, ყველაფერს მისრულებდი, გარდა ერთისა თოვლი არ ყოფილა არც ერთ ზამთარს თბილისში, როცა ოდნავ თოვას დაიწყებდა, შენ მეუბნებოდი. _ აი, ესეც აგისრულე! მე კი ყოველთვის უკმაყოფილოდ გეუბნებოდი: _ არა, ეს თოვლი მალე დადნება . . . ასეთ პასუხზე ერთხელ დანანებით მითხარი: _ მოვა დრო, თოვლი იდება თბილისის ქუჩებში, შენ კი ცრემლებით დაასველებ იმ საოცარ სილამაზეს . . . ამ სიტყვებისთვის ყურადღება არ მომიქცევია. ხოლო წელს, როცა თბილისს დიდი თოვლი მართლაც ესტუმრა, გამახსენდა შენი სიტყვები . . . *** გუკა დილიდან გახარებული იყო იმ დღეს. დამირეკა დილაუთენია. _ თა, შეხედე, თბილისს თოვლი ესტუმრა. სიხარულით მეცხრე ცას ვეწიე, გამიხარდა და გუკას ვუთხარი: _ შენ ჩემი ნატვრის თვალი ხარ! ჩემო სიხარულო, ძალიან მიყვარხარ! გუკამ წელს თოვლი მაჩუქა, თოვლმა კი მისი თავი წამართვა.

იმ დღეებში თბილისი თოვლით იყო დაფარული. მე დილით უნივერსიტეტში წავედი, საღამოს, ლექციები რომ დამიმთავრდებოდა, გუკას უნდა გამოევლო. გარეთ გამოვედით, ჯგუფელები ჭკუაზე არ ვიყავით, ვგუნდაობდით. უცებ საათს დავხედე, ოთხის ნახევარი იყო, გუკა კი არსად ჩანდა. შიშმა ამიტანა. . . . მობილურზე გადავურეკე. არ იღებდა. სახლშიც არავინ იყო. ერთ-ერთმა ჯგუფელმა სახლში მიმაცილა. დედას ვკითხე, გუკას ხომ არ დაურეკავს-მეთქი. არაო, მითხრა. უფრო ავღელდი . . . ვიდექი ფანჯარასთან, გარეთ ბურუსი იყო. არაფერი ჩანდა, ისევ თოვდა. ეზოში ბიჭებიც არ ჩანდნენ, რამე რომ მეკითხა მათთვის გუკაზე. დაღამდა . . . გავგიჟდი . . . უცებ, აწკრიალდა ჩემი მობილური, გუკას უფროსი ძმა რეკავდა: _ რა ხდება, ნიკა?! (არ ვაცადე ხმის ამოღება) _ თათ, სახლში ხარ? _ სახლში ვარ, რა ხდება? მითხარი! _ არაფერი . . . (ხმა შეეცვალა) _ გუკა სად არის? (ვკითხე შეშინებულმა) _ გუკა?! . . . არ ვიცი . . .


თათა, თუ სახლში ხარ, გამოგივლი, გამომყევი, შენთან საქმე მაქვს . . . ტელეფონით არ შემიძლია . . . ვერ გეტყვი . . . ხუთ წუთში მანდ ვარ . . . ნიკა მალე მოვიდა. ჩავჯექი მანქანაში და სადღაც წავედით. მას თითქოს ჩემი იქ მიყვანა არ უნდოდა, სადაც თავიდან ჰქონდა გადაწყვეტილი. _ სად მივდივართ? დავარღვიე საშინელი სიჩუმე და ვკითხე ძალიან ჩუმად, ცრემლმორეული ხმით. _ ჩვემთან, სახლში . . . საშინელებაა, როცა უბედურება კარს გადგება, შენ კი შენდაუნებურად რაღაც ცუდისთვის ემზადები . . . თითქოს იცი . . . ასე ვიყავი მეც, ქვეცნობიერად ვიცოდი, რომ წინ რაღაც საშინელება მელოდა . . . სახლში რომ მივედით, კარი ნიკამ შეაღო, მომესმა მწარე მოთქმის ხმა . . . მაშინვე გუკას საძინებელ ოთახში შევვარდი. არავინ დამხვდა, მხოლოდ მისი მობილური ეგდო ლოგინზე, წითლად შეღებილი . . . მივუახლოვდი ლოგინს, მობილურს ხელი შევახე, ეს სისხლი იყო . . .

გამოვედი ოთახიდან, ნელ-ნელა გავწიე იმ ოთახისკენ საიდანაც მესმოდა გუკას მშობლების ხმა . . . შევედი თუ არა, დავინახე, იატაკზე ეგდო თინა დეიდა და სახეს იხოკავდა, კიოკა, მოთქვამდა . . . ჩემს დანახვაზე ცოტახნით გაჩერდა, ფეხზე წამოდგა, გულში ჩამიკრა და გააგრძელა მოთქმა. გუკას მამას სახეზე ფერი არ ედო . . . მოვიდა, თმაზე ხელით შემეხო და თვალით რაღაც მანიშნა. სანამ იქით მივბრუნდებოდი, ნიკას შევავლე თვალი. იგი იდგა და ტიროდა . . . ყველაზე ბოლოს დავინახე სადღაც წასაყვანად გამზადებული, საკაცეზე მწოლიარე, ჩემი თოვლის ფიფქივით ლამაზი სიყვარული. ერთი მწარედ ვიყვირე მისი სახელი და მივვარდი წამსვე . . . ამის შემდეგ კარგად არ მახსოვს, თუ რას ჩავდიოდი. მხოლოდ ის ვიცი, რომ გუკას გაციებულ სხეულს გულში ვიკრავდი, იმ მიზნით რომ რამენაირად გამეთბო. მალე, გუკა ვიღაც თეთრხალათიანებმა წამართვეს . . . მე კი როცა აზრზე მოვდი, ნიკას მკლავებში ვიყავი სისხლში ამოსვრილი და შველას ვთხოვდი, სისხლზე მივუთითებდი . . . დღეს, 19 აპრილს, გავიდა ზუსტად სამი თვე. საფრანგეთიდან გუშინ წინ ჩამოვედი.

იქ საავადმყოფოში დავტოვე გუკა. სამი თვეა, გუკა კომაშია. იმ საბედისწერო დღეს, ჩემთან მომავალს, ავარია მოსვლია, რის გამოც დღეს აპარატის საშუალებით ცოცხლობს . . . მიჭირს იმის დაჯერება, რომ სამი თვე გავიდა, ის კი მე ვერ მელაპარაკება, ვერ მიცინის, ვერ მეფერება . . . იმედით ვცოცოხლობ, რობოტივით დავდივარ და მხოლოდ გუკაზე ვფიქრობ. ვიხსენებ იმ ლამაზ ოთხ წელიწადს, რომელიც ერთად გავატარეთ. კიდევ ორი კვირა უნდა ვიყო თბილისში, ხოლო 30-ში ისევ მივდივარ საფრანგეთში და იმედი მაქვს ექიმები კარგ ამბავს დამახვედრებენ. *** თბილისში ორი კვირა ძალიან გაიწელა. იძულებული ვიყავი, უნივერსიტეტში მევლო, რადგან გამოცდებისთვის ჩამოვედი. ნეტა თუ ვხვდებოდი იმ დღეებში, რას ვსწავლობდი, ან საერთოდ რას ჩავდიოდი. ყველა ლექტორი მეჩხუბებოდა, ამდენი ხნით სად დავიკარგეო, რატომ არ დადიოდი ლექციებზეო. ბოლოს ჩემმა ჯგუფელებმა აუხსნეს სიტუაცია, რომ საქმრო მიკვდებოდა და ამის მერე მეუბნებოდნენ: _ წადი, შვილო, დაისვენე, დაღლილი ხარ! გამოცდებზე ნუღარ ინერვიულებ . . .

ეზოში ბიჭები არ ჩანდნენ, თითქოს ორი კვირით ყველა ერთად სადღაც წასულიყო. მერე ერთ-ერთმა დაქალმა მითხრა: _ ბიჭები შენს გამო არ ჩნდებიან, არ გავანერვიულოთო. არ უნდათ, მათ დანახვაზე გუკა გაგახსენდესო. მაგრამ მე მათი ნახვა ხელს რაში მიშლიდა?! მე ხომ ისედაც დღედაღამ გუკაზე ვფიქრობდი. მეგობრები ვეღარ მცნობდნენ, მეჩხუბებოდნენ: _ ბოლობოლო შენც ადამიანი ხარ! შენც გინდა დასვენება, გადაღლილი ხარ! ერთხელ მაინც დაიძინე ღამით . . . როგორც იქნა 30 აპრილიც დადგა . . . *** ორ მაისს უკვე საფრამგეთში ვიყავი. აეროპორტში ნიკა დამხვდა. გუკას ამბავმა მთელი ოჯახი საფრანგეთში გადაასახლა. ნიკუშამ მითხრა, რომ ახალი არაფერი იყო. მე საავადმყოფოში წაყვანა ვთხოვე, მაგრამ მან არ წამიყვანა, რადგან ნამგზავრი დაღლილი იქნები და დასვენება გჭირდებაო. იმ დღეს საავადმყოფოში ვერ წავედი, საღამოს ცუდად გავხდი და თინა დეიდამ სასტიკად ამიკრძალა სახლიდან გასვლა. მეც ვიცოდი, რომ იქ უფრო ცუდად გავხდებოდი და ამიტომ არ შევეწინააღმდეგე.

სამი მაისის დილა გათენდა. დილაუთენია გუკას მშობლების ქვითინმა გამომაღვიძა. ისინი პატარა ბიჭის უბედობას სტიროდნენ. იმ დღეს სამ მაისს გუკას დაბადების დღე იყო. გუკა 24 წლის ხდებოდა . . . თინა დეიდამ კარები ფრთხილად შემომიღო, არ გავაღვიძოო . . . _ შემოდით, არ მძინავს . . . _ გაიღვიძე, თათა, შვილო?! _ კი, დედა, კი . . . _ თათა, დღეს პირველად დამიძახე დედა, დედი . . . _ არ ვიცი, ალბათ . . . _ შვილო, დღეს ხომ იცი, რა დღეც არის?! აი, ეს ვარდები ამ დილით ნიკას ამოვატანინე . . . ვიცი გუკა ყოველ თავის დაბადების დღეზე წითელ ვარდებს გჩუქნიდა . . . დღეს ეს ვარდები 24 ცალია . . . ორივეს ცრემლები მოგვერია. _ თათა, ძლიერი უნდა იყო შვილო, ჯერ შენ ახალგაზრდა ხარ, ვიცი, თუ რა ძლიერი იყო თქვენი სიყვარული. ბავშვები იყავით, ერთმანეთი რომ შეგიყვარდათ, მაგრამ ამ ცხოვრებას რას გაუგებ?! . . . დედი, დღეისთვის გუკას რაღაც ჰქონდა შენთვის მომზადებული, მაგრამ . . . ღვთის ნებას წინ ვერავინ აღუდგება . . . თათა, აი ეს ბეჭედი დიდი ხნის წინ იყიდა გუკამ და დღეისთვის ინახავდა.

დღეს მას შენთვის ხელი უნდა ეთხოვა და, რადგან გუკა დღეს არ არის, ამას მე მოგცემ, შვილო . . . თინამ ბეჭედი ხელში ჩამიდო. _ თათა, კიდევ ერთი რაღაც . . . ცუდად არ გამიგო, ჯერ ბეჭედი რომ მოგეცი და ამას მერე რომ გეუბნები, მაგრამ გუკას სურვილი უნდა ამესრულებინა . . . თათა ,ძლიერი უნდა იყო-მეთქი, გითხარი რამდენიმე წუთის წინ . . . ეს იმიტომ გითხარი, რომ . . . თინამ ლაპარაკი ვეღარ შეძლო, ისე ანერვიულდა . . . ცოტახანში კი, როცა ცოტა ძალა მოიკრიბა, შემომხედა და მითხრა ჩემთვის უსაშინლესი სიტყვები: _ ექიმებმა თქვეს რომ შანსი აღარ დარჩაო, ამიტომ გუკას წვალებას აზრი არა აქვსო, აპარატი უნდა გამოვურთოთო . . . მე ცუდად გავმხდარვარ იმ წუთში და მერე არაფერი მახსოვს, გარდა იმისა, რომ საფრანგეთის ერთ-ერთ ქუჩაზე გადავდიოდი და კინაღამ მანქანამ დამარტყა. . . ვიდექი შუა ქუჩაში და თინას მოცემულ ბეჭედს ვუყურებდი, რომელიც მარჯვენა ხელის არათითზე გამიკეთებია. მე სახლიდან გამოვპარულვარ. მერე კი საავადმყოფოში მივედი, უკვე როცა აზრზე მოვედი. იქ დამხვდნენ საშინლად ნანერვიულები ნიკა და მისი მშობლები.

შევედი პალატაში, სადაც ორი კვირის უნახავი გუკა იწვა. ღამემდე იქ ვიყავი, ბოლოს თინამ მთხოვა, სახლში გავყოლოდი, რადგან მეორე დღეს მეტისმეტად საშინელი დღე გველოდა. გუკასთვის სიცოცხლე უნდა წაგვერთვა . . . მე მათ ღამის იქ გატარება ვთხოვე და ვუთხარი: _ ბოლო ღამე მასთან მამყოფეთ, ტყუილად ნუ მეხვეწებით, წამოგყვეთ, რადგან არ წამოვალ. დღეს ბოლოჯერ უნდა დავრჩე ჩემს სიყვარულთან . . . ამ სიტყვების მერე ვერაფერი მითხრეს. ისინი წავიდნენ. მე ვიჯექი გუკას საწოლთან და ვუყურებდი მას . . . ის ისევ ცივი იყო, ისევ ვერ შევძელი მისი გათბობა . . . ვიჯექი და ვუყურებდი იმ უსაყვარლეს ადამიანს, რომელიც ხვალ უკვე აღარ მეყოლებოდა . . . ვუყურებდი მას და გული ტიროდა . . . თვალები კი არ სველდებოდა. თითქოს სამი თვის მანძილზე ცრემლი გამიშრა . . . დილის 6 საათზე გამომეღვიძა. თავი გუკას გულ-მკერდზე მედო. როგორ ჩამეძინა მე თვითონ გამიკვირდა, მაგრამ გამოღვიძებამ უფრო გამაკვირვა . .
თმებზე ვიღაცამ ფაქიზად და უსუსურად შემახო ხელი, ის ძალიან თბილი იყო . . . წამოვხტი . . . შემეშინდა . . . შევხედე გუკას და პალატიდან გავვარდი ექიმთან . . . ექიმები შეცვივდნენ, მე კი გარეთ დამტოვეს. ნახევარ საათში გამოვიდა მედდა და მეუბნება: _ გილოცავთ, გუკა სასწაულმა გადაარჩინა! გილოცავთ! . . . მე მას მხურვალედ ჩავეხუტე და პალატაში შევედი. იქ პირველად დავინახე სამი თვის მერე გუკას მომცინარი სახე და მისი ლამაზი თვალები. მან გამიღიმა . . . მივედი ახლოს . . . მივულოცე დაბადების დღე და ვაკოცე . . . მას მალე ჩაეძინა. მე სახლში წავედი. კარი შევაღე თუ არა, ხმამაღლა ვიყვირე: _ გუკა ცოცხალია! ნიკამ ხმააწეული ტონით შემომიტრიალა: _ თათა, გესმის რას ამბობ?! გგონია, ჩვენ არ გვიჭირს?! _ გუკა ცოცხალია და არავის აქვს უფლება მას სიცოცხლე წაართვას! . . . _ თათა გაჩერდი! გეყოფა! _ ნიკა, გუკა ცოცხალია! და მას დღეს არავინ გამოურთავს აპარატს! _თათა, შვილო, წამოდი, დაისვენე და მერე ერთად წავიდეთ საავადმყოფოში . . . ჩაგვერია თინაც. გუკას მამა გაკვირვებული მიყურებდა, ასეთი არასდროს ვენახე . . . _ თინა დეიდა, არ გავგიჟებულვარ და არც დასვენება მჭირდება . . . ბედნიერი ვარ! არავინ მიჯერებდა, რომ სიმართლეს ვამბობდი. ალბათ ყველამ გაგიჟებულად ჩამთვა. თინამ საძინებელში შემიყვანა, დასაძინებელი წამალი მომაწოდა და მთხოვდა, დამეძინა, მაგრამ მე ჩემი გავიტანე, არც დავისვენე და არც დავიძინე. _ მე თქვენს გასახარებლად გამოვვარდი ამ დილაუთენია საავადმყოფოდან და თქვენ არ მიჯერებთ! . . . საავადმყოფოში რომ მივედით, პირველი პალატაში ნიკა შევიდა. გუკა მიტრიალებული იყო და ალბათ შესვლა ვერც გაიგო, რადგან არ მოტრიალდა, ნიკამ თავი დაირწმუნა, რომ საყვარელი ადამიანის დაკარგვამ ჭკუიდან გადამიყვანა. ბოლოს მე შევედი, კარი განზრახ მივაჯახუნე. გუკა გადმობრუნდა და შემოგვხედა.

კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1150 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
პარასკევი, 2024-11-22, 10:11 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 40
სტუმარი: 40
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024