ტაძარში შევედი,დიდების ტაძარში, შენთვის სიყვარული უნდა შემეწირა სანთელი ავანთე,წმინდა სანთელი ჯერ ჩემი სათნოება მე ხელში მეჭირა. და როცა იდუმალ ხმით გავესაუბრე, როცა გავანდე მას გულის ნადები ჰოი საოცრებავ,ეს რა დავინახე, ცრემლად იღვრებოდა პატარა სანთელი. ტირის სანთელი,ცხელი ცრემლი სწყდება წამწამებს, ოხრავს სანთელი,უთქმელობის სევდა აწამებს, ბოლოს რომ ვეღარ აიტანა სევდა ამდენი, ჩამოიღვარა,ჩაიფერფლა,მოკვდა სანთელი...
|