♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 19 » თეთრი სარაფანი
4:42 PM
თეთრი სარაფანი


მახსოვს, რომ აღმართს ავყევი ზევით,
და თეთრ სარაფანს მირხევდა სიო.
და ამ სარაფნის სპეტაკი ფერი
ჩურჩულით მთხოვდა რაღაცა თქვიო.
და მეც დავწერე ლექსი პაწია,
თეთრ სარაფანზე დავწერე ლექსი,
და მაშინ ფიქრმა ცაში ამწია
და რაც დავწერე მახსოვს, რომ ვერ ვთქვი.
ვერ ვთქვი, რომ აღმართს მივყვები ნელა,
რომ ამ სიმაღლეს მოვყავარ შენსკენ,
და გამახსენდა აღარ მიყვარდი,
აღმართი მახსოვს გაგრძელდა ერთხელ...
ისე გაგრძელდა, რომ გამიჭირდა
დავიღალე და უკან დავბრუნდი,
არც წლებს, არც ძველ დროს, არა არ მინდა
არა არ მინდა, ბოდიშს არ ვუხდი...
და ახლა დაღმართს მოვყვები ქვემოთ,
მაგრამ სარაფანს არ მირხევს სიო,
და ამ სარაფნის სპეტაკი ფერი,
მაინც ჩურჩულებს რაღაცა თქვიო.




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1207 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
პარასკევი, 2024-12-13, 3:03 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024