♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 19 » ჩემს სულს დაეხსენ
11:57 AM
ჩემს სულს დაეხსენ

ჩემს სულს დაეხსენ, უცხო ხარ ჩემთვის,
აწ გამკიცხავ თუ ბოდიშს მომიხდი,
აღარ მანაღვლებს და ეს თუ მეთქმის -
რომ შენს წინაშე ქედს არ მოვიხრი!

თავისუფლების მადლს რომ ვეწიე
და რომ არ ვმონებ სატანურ ძალებს,
შენც ხომ იცი და რად შემწირე,
მაგ ცოდვით სავსე ღიმილს და თვალებს?!

მწამდა, განგებამ მიტომ შეგვყარა,
ხსნად და შველად რომ მომხმარებოდი.
მე შევიძულე მთელი ქვეყანა
შენ უფრო მეტად რომ მყვარებოდი!

იმ დღეთა სვლა და იმ წამთა ქროლა,
შენს ფერხთით ფუჭად რაიც ეთრია,
ვინ რას გაიგებს იყო რა ბრძოლა,
შთაგონებისთვის რომ წამერთმია?!

ჩემი გონების ღვთიურ განსაცდელს
შენ რას შეიცნობ შენ რას გაიგებ,
შენზე ფიქრი თუ გზას არ ამაცდენს
მწამს უკვდავებას ფეხქვეშ დავიგებ!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1074 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ოთხშაბათი, 2024-12-11, 2:21 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024