ჯოჯოხეთში იბევებენ ადგილებს, იქ მოხვედრა განა გა-ა-ადვილეს?! მე კი მითხრეს: არა ხარო საჭირო -ეშინიათ მთვრალმა არ გავაჭირო. იქვე იყო კარი მოპირდაპირე, იქაც შესვლა ტყუილად დავაპირე. ახლა ვეძებ(გამიფუჭდა განწყობა) ადგილს სადაც არ ჭირდება ჩაწყობა.
10 წამია რაც გაგიცანი 9 წამი არის რაც გავიხარე 8 არის წამი ვიგრძენი ტანი 7 წამის წინ შიგ ჩავიღვარე 6 გავიდა -წამება ექვსი 5 წამში გაჩნდა შენდამი ლექსი 4 უაზრო უშენო წამი 3 ჯერ პირჯვარი ,თვალებზე ნამი 2 წამში ხდება შეტევა გულის 1 წამში სკდება გულის ფიცარი 10 წამია რაც გაგიცანი საუკუნეა რაც შეგიყვარე
..........................................................................
დრო ყველაფრის მკურნალია, ოღონდ ჩემი არა. საოცარი უნარია დარდი წარა-მარა.
რასაც ვფიქრობ, გადმოვისვრი უმარტივეს ლექსად. წარსულს ვათრევ ჩემი კისრით, ვერ ვიშორებ ვერსად.
როცა მოხუცს ვხედავ ვინმეს, მახსენდება პაპა. ცა, ვარსკვლავებს რომ ჩაიბნევს დედაჩემის კაბა.
ცის ცრემლებზე მახსენდება მე სიტყვები მამის . . . ღვინო სანამ გამეხსნება, მეც ავტირდე ლამის.
ღამე სმაში მათენდება დამეკარგა ღერძი . . . კიდევ რა არ მახსენდება, კიდევ რას არ ვებრძვი.
საოცარი უნარია დარდი წარა-მარა. დრო ყველაფრის მკურნალია -ოღონდ ჩემი არა...
|