♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 17 » გაზაფხულის მზიანი დღე
9:31 PM
გაზაფხულის მზიანი დღე


გაზაფხულის მზიანი დღე იყო, თითქოს ბუნება რაღაც ახალს ელოდა და უხაროდა. გოგონა მიდიოდა ნელა თავის ფიქრებთან ერთად. უცებ იგრძნო რომ ვიღაც შეეჯახა, გამოერკვა ფიქრებიდან, ბიჭი კი შეკრთა, ერთ ადგილას გაჩერდა, მას არასოდეს ენახა ასეთი თვალები. გავიდა ორი კვირა ნიას არც კი ახსოვდა ის ბიჭი, მან ხომ მისი სახელიც არ იცოდა. ერთხელ დეიდაშვილი დაპირდა რომ კინოში ერთად წავიდოდნენ. ნიამ დაინახა ეზოში მჯდომი იკა, რომელიც მას ელოდა, ახლოს რომ მივიდა იცნო ის უცნობი რომელსაც იმ დღეს შემთხვევით შეეჯახა, არა არ ეჩვენებოდა ნამდვილად ის იყო....

-ნია გაიცანი, ეს ჩემი მეგობარია გიო, წინააღმდეგი ხომ არ ხარ ჩვენთან ერთად რომ წამოვიდეს?- შორიდან ჩაესმა ნიას იკას სიტყვები.
საღამომ ჩვეულებრივად ჩაიარა ფილმიც კარგი იყო. ბიჭებმა ის სახლამდე მიაცილეს. ნიამ მთელი ღამე ვერ დაიძინა, თითქოს რაღაცას გრძნობდა. გიოს კი უკვე უყვარდა ნია, მაგრამ ამის გამხელის ეშინოდა. პირველი იკას უთხრა ამის შესახებ, მაგობარმა მოთმენა ურჩია.
გავიდა 2 კვირა გიოს დღითი-დღე უფრო უყვარდებოდა ნია, ის ხშირად ნახულობდა მას, ზოგჯერ სწორედ იმ დროს მიდიოდა იკასთან როცა გოგო იქ ეგულებოდა, მაგრამ თქმას ვერ უბედავდა.ნიამ კი უკვე იცოდა... ამაში მისი დაჟინებული მზერაც არწმუნებდა არც თვითონ იყო მის მიმართ გულგრილი და ელოდა როდის გაბედავდა გიო თქმას. ეს მაშინ მოხდა როცა გიო თავის 20 წლის იუბილეს აღნიშნავდა, ორივე იქ იყო, გიომ როგორც კი გამბედაობა მოიკრიფა ნია ცალკე გაიყვანა, როცა მარტო დარჩნენ გიომ ძლივს წარმოსთქვა: "მე შენ მიყვარხარ ნია" გიოს ეგონა რომ ის გაბრაზდებოდა, მაგრამ პირიქით მოხდა სიხარულისგან ცრემლები წამოუვიდა და უთხრა: "მეც მიყვარხარ" გიო ამ დროს ყველაზე ბედნიერი იყო, მან გოგონა ჰაერში აიტაცა და დაატრიალა. ყველას ახარა ახალი ამბავი. თითოეულმა იქ მყოფმა მიულოცა და ულევი ბედნიერება უსურვა. მათი ლამაზი, მაგრამ ხანმოკლე სიყვარული დაიწყო. ორივე ბედნიერებისგან ბრწყინავდა. ყოველთვის ერთად იყვნენ უერთმანეთოდ ვერც ერთ წუთს ვერ ძლებდნენ , გიო ნიასთვის ყველაფერს აკეთებდა, საკმარისი იყო გოგონას რამე ენატრა და გიო მაშინვე გააჩენდა. ყველა შეჰნატრობდა მათ სიყვარულს, ჩხუბითაც კი იშვიათად ჩხუბობდნენ, უსიტყვოდ ესმოდათ ერთმანეთის, ალბათ ასეთი სიყვარული მხლოდ ზღაპრებში თუ არსებობს, მაგრამ ბედნიერებასაც თავისი დასასრული აქვს. დიდ ბედნიერებასაც ყოველთვის დიდი უბედურება მოსდევს...
ერთხელ მძინარე ნიას შორიდან ჩაესმა დედის ნათქვამი:" ნია გაიღვიძე, გიო მძიმედა დაჭრილი, ეხლა დარეკა იკამ" გოგონას თავი სიზმარში ეგონა, მექანიკურად აკეთებდა ყველაფერს, ისიც კი არ ახსოვდა როგორ მიახწია საავადმყოფომდე, ყველა მათი მეგობარი უკვე იქ იყო. ექიმები იმედს ვერ იძლეოდნენ, ნია დღე და ღამ იქ იყო. გიომ მხოლოდ 2 კვირა იცოცხლა, რამდენჯერმე მოეგო გონს და მხოლოდ ნიას კითხულობდა. გოგონა განადგურებული იყო, ის მაინც იმედს იტოვებდა, რომ გიო გადარჩებოდა, მაგრამ... ღმერთმა ის თავისთან წაიყვანა. გიოს სიკვდილის შემდეგ, ისიც ცოცხლად დაიმარხა, მას უკვე არაფერი აინტერესებდა, მთელი დღე იჯდა და გიოს სურათებს შესცქეროდა, ყოველ წუთს იხსენებდა როცა ის ცოცხალი იყო.
–დედმისმა უკვე აღარ იცოდა რა ექნა, ხედავდა რომ შვილი ხელიდან ეცლებოდა მაგრამ ვერაფრით შველოდა. მისი მარტო დატოვება უკვე ეშინოდა. აი ეხლა ამ წვიმიან დღეს ნია გიოზე ფიქრობს, მან უკვე იცის რა უნდა ქნას. ადგა, ფურცელზე მხოლოდ რამოდენიმე სიტყვა დაწერა: " მაპატიე დეე, მე გიოსთან მივდივარ" და...
იმედია იმ ქვეყნად მაინც იქნებიან ბედნიერნი....

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1208 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 2:53 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 61
სტუმარი: 61
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024