♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 17 » მარილის მათხოვარი
7:35 AM
მარილის მათხოვარი


რა შენი ბრალია,
მეოთხე ჯგუფის უარყოფითი სისხლი თუ გამოგყვა.
ასეთი მარტოსისხლობაა, ვერავის გადაესხმები, ძნელად შეგერევიან.
და მითუმეტეს,
რა შენი ბრალია შობის ღამეს მოულოდნელად გახეთქილი ნაღველი.
რა შენი, მაინცდამაინც ახალ წელს თუ დამუნჯდი და სულ შემთხვევით აებლანდე მეკვლეს ფეხებში, წააქციე შემოსასვლელში.
თუ, სულაც შენი!
მეგობრობა შენს ოთხეულთან ძველ ფოტოებზე რომ გიგრძელდება.
სინამდვილეში:
"სორრი ქევან... ერთი საათი ძაან ბევრია. თან უსაშველოდ შორს გადასახლდი"...
აღარ მოდიან..……
ნუთუ მანძილი?

არაფერია.
არ გაგიკვირდეს თუ აღმოაჩენ, ჭიამაია დაიმეგობრე
აივანზე შემოჩვეული მერცხლები კი ჭორაობაში გამოიჭირე.
გესმის მათი?
არ გაგიკვირდეს,
სიტყვების ჯარი ერთბაშად თუ დაგეხოცება,
შენს ულამაზეს წინადადებებს კი გაწყვეტს ხოლერა.
ადამიანის შვილებს ვერაფერს გააგებინებ.
ააარ გაგიკვირდეს, 27-სამ უცებ ხეების ენა ისწავლო
და სიყვარული ახსნა შრიალით.
იქცე ალუბლის თავნება პრინცესად,
ხან ტყის მწარე ბალს გადაეხვიო,
ხან ტირიფთან ერთად დალიო მდინარის პირას,
არ გაგიკვირდეს.

რა შენი ბრალია.
თუ გაღარიბდი.
რომიანი შოკოლადის გიჟი,
დღეს კოწახურის, პიტნის კანფეტებს პარავ სუფრას და
ჯიბეს იტენი.
რა შენი, ასეთი წინადადებები თუ გესმის:
"სორრი, ქევან, საჩუქარი ნაძვის ხესთან აღარ დაგიდეთ, ჩვენიანი ხარ, გაიგებ მაინც".
სორრი, რადგანაც ეს შაბათ-კვირაც დაგეგმილი გვაქვს.
სორრი, მაგრამ სირცხვილია ტკბილეულის ასე აცინცვლა.
სორრი, მაგრამ მეგობრები მოიცდიან, ქმრების ნათესავები ვერასოდეს.
სორრი, ასე ჩაცმული არ მოხვიდე წვეულებაზე.

მე თანახმა ვარ ორშაბათზეც!
ექვსის მერე,
ასე ჩაცმული.

ხუთწუთიან მეგობრობაზეც.
სადაც ჩვენ ოთხნი თუ ცოტა მეტნი,
ერთმანეთის დარდებს მოვისმენთ.
და სულ ბოლოს,
როცა ჩემი ჯერიც დადგება და დავაპირებ
გეწუწუნოთ უთქვენობაზე, შემრცხვება და
"ცოტა მარილი!
ხალხნო, სულ ცოტა მარილი მინდა!
მე ხომ ადრე ყველა ტომარა დაგიცალეთ მოლიპულ გზებზე" –
ესღა დამცდება...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1197 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ორშაბათი, 2024-12-09, 4:07 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024