♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 22 » თენდება..... ღამდება....
10:48 AM
თენდება..... ღამდება....


თენდება.....

ღამდება....

მერე ისევ თენდება და ასე უსასრულოდ.
ყოველი დღე ერთნაირი.
ჩვენ ორნი და ჩვენი პატარა ცხოვრება.
შენ გიყვარს,როცა თვალებში მკოცნი, თუმცა გრძნობების გამოხატვის გერიდება. (ალბათ გგონია,რომ კაცებს ამის უფლება არ გაქვთ) მე კი ვჭრი ხახვს ნელი ტემპით და შენს დასანახად... ეს ყოველთვის ჭრის. მოდიხარ ჩემთან, შენი დიდი ხელების დიდი თითებით, ჩემი პატარა თვალებიდან უფრო პატარა ცრემლებს მწმენდ და მერე თვალებში ისე ნაზად მკოცნი, რომ ძლივს ვგრძნობ შენს შეხებას.
მე კი შენი სიმღერა მიყვარს, თუმცა არ ვაღიარებ და შენი ჯიუტობიდან გამომდინარე, სულ იმას გეუბნები. რომ სიმღერა არ გამოგდის და შენც უფრო მეტს მღერი ჩემს ჯინაზე... და მე... მე კი ვწყვეტ დიდი, თბილი შალის ქსოვას და გისმენ, გისმენ ასე უსასრულოდ...
სამსახურში წასული ხშირად ბუზღუნით მირეკავ და მეუბნები "მა იცი პერანგზე ღილი ისევ ამწყდა და არ ვიცი რა ვქნა..." მე ამ სიტყვებით გახარებული გეუბნები.რომ სასწრაფოდ მოხვიდე სახლში ამწყდარი ღილით სიარული უხერხულია... მე ხომ კარგად ვიცი,რომ შენი ღილი მე ვარ.
როცა სახლში მოდიხარ, ჩემს აჩეჩილ თმას კიდევ უფრო ჩეჩავ და ამბობ,რომ უღილოდ შენს ცხოვრებას აზრი არ აქვს, მეც ფისოსავით კმაყოფილი და განაბული ვცდილობ უფრო გასიამოვნო და ჩაის კიდეთებ,რომელსაც დიდხანს და უსასრულოდ სვამ მრგვალ მაგიდასთან მიმჯდარი და ჩემს პატარა თვალებს უყურებ, ოღონდ არა პირდაპირ, არამედ სადღაც ჩემს უკან...
იხსენებ იმ დროს როცა დავიწყეთ... მეც კარგად მახსოვს ყველა დეტალი და შენც... ამიტომ ორივეს გვიყვარს ცხენები, ღამე, სიცივე და სეტყვა.
ამ ფიქრს მივყავართ უსასრულოდ, თუმცა შენ შენთვის ხარ, მე ჩემთვის და წელიწადში ერთხელ შეხვედრაც საკმარისია იმისათვის რომ, ორივე დავრწმუნდეთ ჩვენს გრძნობებში, რომლებიც სიბერემ სადღაც გზაში გაყინა... ესეც საკმარისია ჩვენთვის და გვიხარია... გვიხარია იმიტომ, რომ შეგვიძლია ოცნება მოხუცებულობაშიც, იმაზე ფიქრი რაც გვინდოდა, რომ მომხდარიყო. ისევ ძველებურად, როგორც ახალგაზრდობაში ვსხდებით ჩვენი საყვარელი იასამნის უკვე გამხმარ ბუჩქთან რომელსაც ისევ შემორჩენია ძველი სუნი და ვსაუბრობთ უსასრულოდ.... ცოტა მორიდებულადაც კი, ჩვენს პატარა ოჯახზე, სადაც ბავშვი არასდროს გვყოლია...
მერე ვდგებით, ორივე მივდივართ ჩვენ-ჩვენ სახლებში მეორედ ნახვის იმედით...

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1057 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
პარასკევი, 2024-12-13, 1:29 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024