♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 12 » დამესიზმრე მა, გთხოვ ...
12:13 PM
დამესიზმრე მა, გთხოვ ...


დამესიზმრე ... გეხვეწები, გემუდარები, გთხოვ მამა დამესიზმრე რა ....

იცი მა, ამ სიტყვის დაძახება როგორ მენატრება ? იცი მა, შენი თვალები როგორ მაკლია ? იცი მა, ხანდახან მგონია რო მავიწყდები , სულ მავიწყდები - შენი აჩრდილი მახსოვს მხოლოდ ... არადა საკმარისად დიდი ვიყავი შენ რომ წახვედი ... მა, რატომ?
ის დღე მახსოვს მა , შენ რომ უკანასკნელად გნახე ...იმ დღეს მე ვერასოდეს დავივიწყებ მა ,იმიტო რო შენ გული გატკინე ... არ ვიცოდი მა , გამოსწორების შანსი თუ აღარ მექნებოდა ... ეს საქციელი მა , შენი მიწით შევფუთე ბოლოს რო ვიყავი და შენი გალავნით შემოვფარგლე გახსოვს ? მე მახსოვს მა , ის თუ გახსოვს როგორ მიყურებდი შორიდან იმ ბომბორას თვალებით ? მე მივხვდი მა, ის რომ შენ იყავი ... მხოლოდ შენ შეგეძლო ასეთი თვალები გქონოდა და ასეთი სიყვარული გდგომოდა მზერაში... უკან მომყვებოდი მა, სახლამდე მომაცილე და მერე ისე უცებ გაქრი ,როგორც გამოჩდი... იცი მა , ის ნათება ცაზე სხვებმაც დაინახეს ... მე კი ვიჯექი და ცრემლისფერი მზერით გიყურებდი და ვიცოდი რომ შენ იყავი ... ის ნაცრისფერი მონატრება და მოვარდისფრო სულის შვება იყავი , რომელიც ცაზე ირეკლებოდა ...
მაპატიე მა , 8 წელია საგულდაგულოდ გმალავ სულის სკივრში და საფარველად სევდას დადებ... მაპატიე მა , ყველას და ყველაფერს ვამზეურებ ... შენი მონატრების გარდა ... მაპატიე მა , ის შვილი ვერ დავდექი შენ რომ იამაყებდი ... მაპატიე მა, ის სიზმრებიც მაპატიე ყველა რომ მეზმანება შენს გარდა ... და გიხაროდეს მა , სულ შენი ხასიათი გამომყვა ... შენი ნიჭი და შენი თვალები ...

იცი მა , ისეც მინდა გიხაროდეს რომ შენსავით უბოროტო ვარ , შენსავით მიყვარს ადამიანები და ადამიანობა . ოღონდ მაპატიე მა ,შენსავით ცხოვრების დასრულება არ მინდა დამებედოს სატანჯველ ფიქრებად ...

გახსოვს მა , გამუდმებით ხალხის სიყვარულს როგორ მინერგავდი ? მე მახსოვს ... და ისეც მახსოვს ყველაში როგორ გეძებდი შენ ...

გახსოვს მა , უკანასკნელ კაპიკს როგორ აძლევდი მეზობლის ოჯახს? მე მახსოვს ... და მატერიალურს ვერაფერს ვერ ვიტან მას შემდეგ ...

გახსოვს მა, შენი დანახვა როგორ მიხაროდა ? მე მახსოვს ... და იგივეს განცდას ვნატრობ ყოველდღე ...

მენატრები მა , შენთან წამოსვლას ვფიქრობდი ხშირად იცი? ... მაგრამ ვერ გავბედე მა , შენ არ მაპატიებდი მა , არც უფალი ...და ვერ გავბედე ...

იცი მა , ვცდილობ კარგი ვიყო შენ გამო... ისეთი ვიყო შენ რომ გაგიხარდებოდა ... მაგრამ ხშირად ვიქცევი გზადაგზა ... მაგრამ გიხაროდეს მა , შენ რომ გინდოდა იმაზე ძლიერი გოგო გყავს ეხლა ...

იცი მა , ადამიანების ცნობა ვისწავლე , შენსავით ბრმად არ ვენდობი ხალხს და ვხედავ რა ხდება მათ სულში -გულის გზების გავლით ...

მენატრები მა , უსაშველოდ , ცრემლებად დაღვრილი მონატრებით და ოცნებად გაფანტული სევდით მენატრები მა ...
დამესიზმრე გთხოვ ... სიზმარში მოდი მა , ჩამომიჯექი ლოგინის კუთხესთან და მეც პატარა ბავშვივით ჩამოგადებ კალთაზე თავს , ისე როგორც ეს ადრე იყო და გეტყვი : მიყვარხარ მამიკო ... და გულიანად მოგიყვები ამ 8 წელს ... ამ უშენობით გაჯერებულ 8 წელს ... ვიცი გეტკინება მა , ყველა ის ტკივილი გეტკინება მე რომ მეტკინა , ვიცი ყველა იმ ცრემლს დაღვრი , მე რომ დამიღვრია ... ვიცი ყველა იმ საყვედურს გამიმხელ 8 წელმა რომ დაიტია .... ვიცი მა , ვიცი როგორ გამკიცხავ ყველა შეცდომის გამო , როგორ ჩამიკრავ გულში ყოველი სწორად გადადგმული ნაბიჯისთვის , ვიცი მა , ვიცი როგორ მოისმენ 8 წლის ამოუთქმელ პატიებას... და ისეც ვიცი მა , როგორ მეტყვი : მე არც ერთი წუთით არ მწყენია შენი ბავშვური საქციელიო ... და ბოდიშს როგორ მომიხდი , რომ ასე წახვედი ... უნახავად ,უკოცნელად, დაუტირებლად ...

მაპატიე მა , შენ თავთით რომ ვერ ვიჯექი და შენს ყვავილებს წყალს რომ ვერ უცვლიდი ... მიზეზები შენც კარგად იცი მა ... მაპატიე მა, ეს დაუსრულებელი მონატრება მაპატიე ...

იცი მა ,კიდევ უთვალავი სიტყვა დამრჩა ამოსაბეჭდი , კიდევ უთვალავი გრძნობა გასამხელი და უსაშველოდ დიდი ტკივილი გადმოსაცემი... მაგრამ ამას მერე მოგიყვები მა , შენ დამესიზმრე ოღონდ გთხოვ ...

მენატრები და ისევ ისე მიყვარხარ მამიკო ... შენი გიჟი და ტკივილამდე საყვარელი თე...


დამესიზმრე მა, გთხოვ ...



თარიღი: უშენოდ გატარებული 8 წელი ...

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1476 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ხუთშაბათი, 2024-12-26, 1:52 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024