თმებშეფიფქული ჩემს საწოლთან დგახარ და ვხედავ.. ცრემლს ხელით იწმენდ,მოფერებას გატყობ ვერ ბედავ... ცრემლი დამალე გეხვეწები,ცრემლი არ გინდა, უხეში ხელი შუბლზე ფრთხილად გადამისვი და.. სულ უსიტყვოდმაკოცე დედა...
-------------------------
დე, იცი... ღამით ცრემლი მომდის ხანდახან და გარინდებულ სიმარტოვეს ტუჩებზე ვითლი, ჩემი ცხოვრების ის ეტაპი უკვე დამთავრდა და ყოველ დილით, მაკიაჟით მე ფერებს ვიცვლი. დე, იცი... მე მაჩუქეს, აპრილის კაბა და არათითზე წამომაცვეს მბზინავი რგოლი, მე გავიზარდე თუ ის კაბა დაპატარავდა არ ვიცი, მაგრამ მის ნაფლეთებს ყოველდღე ვწონი. დე, იცი... მტკივა სისხლისაგან დაცლილი გული, ლიბრგადაკრული თვალის ჭრილით ვეღარას ვხედავ, საწოლზე კუტი ლავაშივით პირქვე გართხმული რიჟრაჟით ისეც გახუნებულ ოცნებებს ვღებავ. დე, იცი აღარ მინდა დავხუჭო თვალი, აღარც ჯიუტი შეგრძნებების მოგერიება, უნდა გამიგო, ზოგჯერ უნდა გავიღო ხარკი და მისთვის ზოგჯერ ზედმეტია მონანიება. დე,იცი... დასაწყისი შენა ხარ მხოლოდ და შენი სუნთქვა ყოველ ღამით, ჩემს ატირებას ნასკვავს ნერვებად და უაზრო ცხოვრების ბოლოს მე... გათელილი ბავშვობისთვის გთხოვ პატიებას. დე, იცი... გაზაფხული მოვიდა მგონი...
----------------------------------------
- დე... - მეთამაშე, დე... - მეძინება, დე... - ზღაპარი მომიყევი, დე... - მაკოცე ,დე.. - მომეფერე, დე... - მიყვარხარ, დე... - მშია, დე... - წავალ რა, დე... - მომწონს, დე... - მგონი მიყვარს, დე... - პატარა აღარ ვარ, დე... - გავთხოვდი, დე... - მივდივარ, დე... - რომ მოვიცლი გნახავ, დე... - მეც მენატრები, დე... - რა გჭირს, დე... - გეხვეწები, დე... - არ მოკვდე, დე... - არ დამტოვო, დე... - მშვიდობით, დე...
|