მთავარი » 2010 » მარტი » 12 » ცრემლი
|
ცრემლი დაღვრილი და დასაღვრელი ისე წმინდაა რომ მისი ფასი დედამიწაზე არავინ იცის და ერთადერთი მე რის გამოც სიკვდილი მინდა მინდა შევიგრძნო დანამული სხეული მიწის
ო როგორ მინდა რომ შემეძლოს ახლა სიკვდილი რომ სიცოცხლეზე უკანასკნელ ჰანგად ვიმღერო მინდა ჰო მინდა რომ დასრულდეს ბრძოლა ჭიდილი უკანასკნელად სიკვდილის წინ მინდა ვიმღერო
სიტყვები თითქოს მითავდება ბინდი მიტაცებს და ამ სიცოცხლის შარბათს ვიღაც ხელშივე მაცლის თითქოს სიკვდილი სამოთხისთვის მანამ მიტაცებს სანამ ცოდვების სამყაროდან დრო არის გაცლის
მოდით მიწოდეთ სამყაროში სიცოცხლის მონა მე ტყვედ ჩავბარდი უკვდავებას და მიხარია გთხოვთ მოიტანეთ ჩემს საფლავზე ვარდების კონა და მითხარით რომ ყველაფერი ეს სიზმარია
მოდით დალიეთ თითო ჭიქა ვნების ფიალა გადამაქციეთ აკლდამაზე თვით სისხლი უფლის დალოცეთ ყველა ვისაც წვავდა გრძნობის იარა გადამაყარეთ ნამცეცები გრძნობათა სუფრის
მე საფლავიდან ამოვხეთქე ამ სათუთ ლექსად დავიბადები ალბათ მარტში სანატრელ თავსხმად ვერ მოისვენებს ჩემი გული უთქვენოდ ვერსად და დავბრუნდები სამყაროში წვეთების ასხმად.
|
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ |
ნანახია: 1102 |
დაამატა: nika_wero
| რეიტინგი: 5.0/1 |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 67 სტუმარი: 67 მომხმარებელი: 0 |
|
|