♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 12 » სიცოცხლე.
11:41 AM
სიცოცხლე.


-სიკვდილი არა არის რა!
- მე მხოლოდ გაღმა მხარეს გავედი!
- მე ისევ მე ვარ, შენ ისევ შენ ხარ!
- რაც ვიყავით ერთმანეთისთვის, ისევ ვართ საუკუნოდ!
- ისევ ისე მომმართე, როგორც ყოველთვის მოგიმართავს!
- ისევ ისე მესაუბრე, როგორც ყოველთვის გისაუბრია!
- ნუ დამელაპარაკები სხვა კილოთი!
- ნუ მიიღებ სამგლოვიარო და მწუხარე იერს!
- გაიცინე, რაზეც გვეცინებოდა!
- ილოცე, გაიღიმე, იფიქრე ჩემზე, ჩემთან ერთად ილოცე!
- ჩემი სახელი ისევ ისე წარმოითქვას, როგორც ყოველთვის წარმოითქმოდა - ყოველგვარი ზეაწეულობის, ყოველგვარი ნაღველის გარეშე!
- სიცოცხლე იმასვე ნიშნავს, რასაც მუდამ ნიშნავდა!
- იგი ისევ ის არის, რაც მუდამ იყო! ძაფი არ გამწყდარა!
- რატომ გგონივარ შენი ფიქრების გარეთ? - იმიტომ, რომ შენი თვალსაწიერის გარეთ ვარ?
- მე შორს არა ვარ, ზუსტად გზის გადაღმა ვარ!
- ხომ ხედავ, ყველაფერი კარგად არის!
- ნუ ტირი, თუ მართლა გიყვარვარ!..
- თუ მართლა იცი, რა არის ღვთის მადლი და სასუფეველი?!
- თუ ძალგიძს, გაიგონო ანგელოზთა გალობა და ანგელოზებს შორის დამინახო?!..
- თუ ძალგიძს, დაინახო გადახსნილი თვალსაწიერი, საუკუნო სამყოფელი, ახალი ბილიკი, რომელსაც ვადგავარ?!.
- თუ წამით ძალგიძს, ჩემსავით უჭვრიტო მშვენიერებას, რომლის წინაშე ყველა სილამაზე ფერმკრთალდება?!
- როგორ? თუკი საწუთროში, აჩრდილთა საუფლოში, მხედავდი და გიყვარდი, წარუვალ სიცხადეთა საუფლოში ვეღარ უნდა მხედავდე და გიყვარდე?!.
- გწამდეს როცა სიკვდილი შენც აგრის ბორკილებს,როგორც მე ამყარა,როცა ერთ დღეს მხოლოდ ღვთისთვის ცნობილ..
- და ღვთისაგან დადგენილ დღეს შენი სულიც სასუფეველში შევა, სადაც ჩემმა სულმა შეგასწრო იმ დღეს კვლავ შეხვდები იმას ვისაც უყვარდი
- და ისევ ისე უყვარხარ, კვლავ ჰპოვებ მის გულს,და იმ გულში კვლავ იმავე გრძნობას იპოვი ოღონდ უფრო განწმენდილს!
- შეიშრე ცრემლი და ნუ ტირი თუ მართლა გიყვარვარ!




კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1050 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 aanna  
0
Gmertoo ; ( chemi gardacvlili mamaaa :( is mxolod gagma mxares gavidaaa : (((

სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 1:51 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 57
სტუმარი: 57
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024