♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 3 » დე....
9:08 PM
დე....



დე....
ერთ პატარა გოგონას ძალიან უყვარს დღიურში ჩანაწერების გაკეთება... გულებიან, ვარსკვლავებიან, ყვავილებიან ფურცლებზე წერს ხოლმე, თუმც ქაღალდებზე გაყინულ გრძნობას
სულებშიც ადვილად ქარგავს... მერე დღიურს ბოქლომით კეტავს და გასაღები თან მიაქვს... ყოველ ღამე მიუჯდება მაგიდას და ფურცლებს უყვება ყველაფერრს, ისე თითქოს ესმოდეთ...
იცით?!... თქვენ ამ გოგოს ძალიან კარგად იცნობთ...დედა უყვარს კიდევ ძალიან, მაგრამ ასე არანორმალურს ნახეთ აბა გულში რა აქვს....მისი მეგობარი ხომ ღამე, ფურცლები და კალამია.
-დე, იცი დე?!....-დაბოლოება მინდა...ერთი უბრალო, ლამაზი სიტყვით, მაგრამ...მან ისედაც კარგად იცის რა უნდა ვთქვა, არაფერს მპასუხობს.
დე, იცი ყოველ დილით შემოვიჭყიტები ხოლმე შენს ოთახში, მინდა სკოლაში წასვლის წინ მაგრად ჩაგეხუტო და გული გაგითბო...თუმც რაღაც მაჩერებს, თითქოს და შენი მრცხვენია....მოსვლას და კოცნას ვერ ვბედავ ხოლმე.. შენ ეს არ იცი, ან იქნებ საბანში გახვეულს ტკბილ ძილშიც გესმის ჩემი გულის ხმა...
დე, მენატრები ხოლმე! მაგრამ არასდროს გეუბნები, მგონი ქედმაღლობის ბრალია; უამრავ კითხვას გისვამ, გაწუხებ ხშირად...
-დე, რაზე ფიქრობ?! სად იყავი? რატომ?...-უაზროდ გეტიტინები, ისე თითქოს ორი წლის ბავშვი ვიყო...
ძლიერი ქალი ხარ! მაგრამ მრავალჯერ შემინიშნავს ცრემლები შენს თვალებზე...
-რა გატირებს?..-ისე ჩუმად ვკიითხულობ, არც კი გესმის... მერე ვცდილობ გავექცე შენს თვალებს..არა, განა მეშინია?უბრალოდ დე! არ მინდა მაგ მარგალიტებს ვუყურო...
როცა გეფერები, პატარა გოგოსავით გიწითლდება ლოყები..და მე ბედნიერი ვარ მაშინ, შენი ღიმილი ხომ დედამიწის ღიმილს წააგავს?!..
-დე, მაპატიე....-ალბათ მითქვამს უმარვაჯერ... შენი გაკვირვეული, შეშფოთებული სახე მახსენებს თავს და.... ვდუმდები..... მეც არ ვიცი რის პატიებას გთხოვ, მაგრამ ის ცრემლებიც ხომ ჩემი ბრალია.... მაშინ მაპატიე ყველაფერი უპატიები...
დე, იცი, ამ დღიურში შენზე რამდენი ჩანაწერია?... უყვართ თეთრ ფურცლებს, როცა ვწერ "დე.."
წაგიკითხავს ალბათ ეს ჩანაწერები, მოგიპარავს უჩუმრად.. ახლა ისე უნდა დაგსაჯო..უბრალოდ, არანორმალურად... თუნდაც კოცნით, ჩახუტებით მოგახრჩო..
დე! არ თქვა რა არაფერი.. იმიტომ რომ არაფერი იცი და ეს არაფერი ყველაფერია სამყაროში...
დე! იცი მიყვარს დედიკოს რომ გეძახი?...როცა გაბრაზებ შენი ბუზღუნიც მიყვარს...
"დამეკარგე"-ო... დაგეკარგები აბა რას ვიზამ, სულში ხელმეორედ ჩაგისახლდები და აგაღიღინებ...
მერე რა რომ გავიზარდე?! მოგწერ იმ უაზრო, პაწაწუნა წერილებს ისევ.. ისინი ხომ დღემდე სათუთად შენახული დაგაქვს გულით და გაბედნიერებს..
დე!...-ერთი უბრალო, სათნო და ულამაზესი სიტყვით ვცდილობ დაბოლოებას, მაგრამ...
მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ ! . . .
-ძლივს არ ვთქვი, თუმც საკუთარ თავს ვესაუბრები ახლა.... დედას გიჟუნია და არანორმალური კი ვარ და....
ესეც კიდევ ერთი ჩანაწერი.. იცით რამდენ ასეთს იპოვით ფერად ფურცლებზე ლამაზი კალიგრაფიიით ნაწერს, სათაურად "დე...."... ხო, გულის ფიცარზეც...




კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1061 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 1:43 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 68
სტუმარი: 68
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024