ძალიან მინდა სამყაროს ყველა ფერი დავინახო და ყველა ფერი ვიგრძნო… ცხოვრება ძალიან ფერადი და ლამაზია.....უბრალოდ ზოგჯერ ჩვენს სულში ბნელდება… სიცოცხლე გამოცდაა,ძნელი და სასტიკი, თან ამ გამოცდას უშეცდომოდ ვერავინ აბარებს…
ვიღაც ალბათ მოკვდა მე რომ დავიბადე,…ის წავიდა და მე დამითმო თავისი ადგილი ამ ცხოვრებაში… მაინტერესებს, რომ დავიბადე რატომ ვტიროდი? ... იქნებ იმიტომ, რომ არ მინდოდა აქაურობის დანახვა და წინასწარ ვიცოდი, რომ უსაშველო ტკივილის მეტი არაფერი მელოდა აქ… ან იქნებ იმიტომ, რომ წინასწარ ვიცოდი, მალე უნდა წავსულიყავი უკან … მოვა დრო და ამ კითხვაზე პასუხს საკუთარ თავს თავად გავცემ.... თუ სიკვდილს ღიმილით შევხვდები, მაშინ აქ მოსვლა მწყენია ... თუ ჩავებღაუჭები სიცოცხლეს , მაშინ დროის უკმარისობა დამიტირია დაბადებიდანვე ...
სანამ ამას გავიგებ მოდი გეტყვი რას ვგრძნობ….
ასე არ შეიძლება!!! არ უნდა ხდებოდეს ასე… არც ვიცი გავბრაზდე, მეწყინოს, ვიტირო თუ რა ვქნა… ეს ყველა ემოცია ერთად მავსებს……არადა რა კარგად დამთავრდა წელი და დაიწყო ახალი ….რა სასიამოვნოდ ვითარდებოდა მოვლენები… შეიძლება ვერ გნახულობდი ყოველდღე, არ მირეკავდი ხშირად, მაგრამ მართლა ძალიან ძალიან მიყვარხარ, უფრო სწორად მიყვარდი, რადგან აღარ …თუმცა მე ხომ არ შევწყვეტ შენს სიყვარულს… ისევ მიყვარხარ..
მეშინია.... უშენოდ დავიკარგები… შენთან მინდა…ალბათ გეცინება…მეტყვი ისევ ბავშვობო…. მე შენ ყოველ ღამე გელაპარაკები ჩემს ფიქრებში…. შენ დუმხარ…. არ იფიქრო,რომ გსაყვედურობ,მაგრამ ძნელია მთელი სიცოცხლე ესაუბრო დუმილს… მე შენთან მინდა…
არ გამიბრაზდე,თუ ტკივილმა დამამარცხა… ვერა და ვერ ვაქციე სიცოცხლე ცხოვრებად…
და უცებ მოვიდა სიკვდილი …. არადა სიცოცხლე სიკვდილით არ უნდა მთავრდებოდეს…
როგორც გველი ტოვებს თავის თავს და მიდის,მიდის და არც ენაღვლება,ისე უნდა ტოვებდეს ადამიანი წარსულს,ყველა გრძნობას,რომელიც ზედმეტია....ამაშია სიბრძნე…მაგრამ…
მე მხოლოდ ადამიანი ვარ და...
|