♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 3 » ................
5:34 PM
................


,,აქ, ამ მიწაზეა მისი სამყოფელი, მისი ცხოვრება...
აქ არის მისი დროებითი თავშესაფარი...

დროებითი... რამეთუ დროებით გამვლელები ვართ ყველანი დედამიწაზე, დაბადებასა და გაქრობას შორის გამოკიდებულები.
მხოლოდ სიარული შეგვიძლია, წასვლა იქით, საითაც გვსურს - შორეული გასეირნება თუ შემთხვევითი წანწალი... მთავარია სიარული.

ისიც დადის...

გადის გზას ცხოვრებისას და გზას ენისას, დადის რომ ჩასწვდეს წარსულსა და ოდნავ მაინც დაინახოს მომავალი, გაიცნოს შემთხვევითობა და მიიღოს ბედისწერა.

"უნდა ვიარო... სულ ესაა, ოღონდ უნდა ვიარო!"
პოეზია კი სიარულში ეხმარება... რბილი ლანჩებია, დახეული ფეხსაცმლით სიარულს რომ უადვილებს...
იცის რომ მოკვდება, მალე, და ალაგებს ჩემოდნებს...
გამუდმებით ცასაა მიშტერებული...

მისია ტკივილი სულ უფრო რომ მძიმდება, წარმოსახვა, სულ უფრო ხელშესახები რომ ხდება, ოცნება, ახდენა რომ არ უწერია... შეკითხვები, გამუდმებით რომ ისმის - მისია ყველაფერი.

ვიღაცას ჰგონია შეიშალა...
"ნახეთ, ნახეთ, თავის თავს ელაპარაკება, სულ მარტო!..."
ცხოველებს ესაუბრება, ხეებს, მნათობებს, საგნებს, არარსებულ არსებებს.

საკუთარი თავიც კი ავიწყდება და მიიწევს უცნობი, უჩვეულო, ამოუხსნელი, გაურკვეველი სამყაროსკენ... მისდევს იდუმალებას...

თვადაყირა ვინც დადის ფეხქვეშ ცა აქვს უფსკრულად, სიცარიელეზე დგას...

ის კი ცას საყრდენად აქცევს, უკან მობრუნდება და ჰორიზონტის ხაზს უფრო შორს გასწევს... უსასრულობა სჭირდება სახეტიალოდ...

შეკითხვები კი კარზე აკაკუნებენ და მალე მოთმინებადაკარგულები კარს შემოანგრევენ ალბათ...
დადის მიწაზე და თავდაყირა ერთდროულად...
კოჭლობს, ირყევა... "ფრთები უშლის გოლიათური"...

ისევ ფეხზე გაიაროს ჯობია - ვერასოდეს იქნება ღმერთი და ვერც მთლად ადამიანი იქნება ალბათ...

ორ სამყაროს შორის მოხეტიალე დადის ასე, აქეთ-იქით და მით მეტად კოჭლობს რაც მეტად შორდება ღვთიურს...

ხელებზეც დადის...
ხელებით დაატარებს, აჭრაჭუნებს კალამს ფურცელზე...

და რა ხაზებია თეთრ ფურცელზე რომ ავლებს ასე გამალებით? - სიცოცხლის, გულის, სიმღერის ხაზები... ლექსი ხომ ამ ხაზების ნაკვალევია და მეტი არაფერი...

კითხვა კი დანახვაა თუ როგორ ირევა ერთმანეთში სიცოცხლის, გულის, გონების, სიმღერის ხაზები... ხაზები მისი და ჩვენი. ხაზები ბედისა, ჩვენ რომ გვერგო წილად და მას რომ ერგო... ბედისწერის გაზიარებაა კითხვა, პოეტის ბედისწერის...

ლექსი ხომ ყველასია და ამავე დროს მხოლოდ იმის, ვინც იპოვის, როგორც ზღვაში გადაგდებულ ბოთლს...

თვითონაც მპოვნელია... პოულობს სიტყვებს, ფორმებს... პოულობს და ზღვაში აგდებს ვინმემ რომ იპოვოს... ესაა ლექსი - ვინმემ უნდა იპოვოს რომ იარსებოს...

მიწაზე, თავდაყირა, ხელებზე... ჯამბაზია?... არა, აკრობატი.
წონასწორობაა საჭირო, თორემ დაიღუპება.
წონასწორობა - მიწაზე, თავდაყირა, ხელებზე... სვლა, ფიქრი, შექმნა...

თოკზე მოსიარულე აკრობატი...

თოკზე, თავისივე ხელით ფურცლიდან ფურცელზე გავლებული ხაზებისგან შეკრულ თოკზე... ხაზებისგან, საკუთარი ცხოვრების დაბურდული ხლართიდან რომ აძრობს და ასე თანდათან ხსნის ხლართს...

ცეკვავს გირლანდებზე საკუთარი ოთახის ფანჯრიდან ცამდე რომ გააბა...
ფრინველი არ არის, ფრენას არ ცდილობს, სიარული უნდა ცაში... მიწიდან უნდა ნაბიჯის ადგმა...
რისკავს ყველაფერს მთლიანობისთვის და მთლიანობას - სულ მცირე ნაწილისთვის...

მიუღწეველზე ოცნებისთვის დასჯილი,
საკუთარი ხელით დაწერილ თოკზე ჩამომხრჩვალი,
ღმერთისგან მიტოვებული,
ადამიანისგან დაწყევლილი...

ლექსს ქსოვს საკუთარი გულიდან, ფიქრებიდან დართული სიტყვებით: სტროფების ჰორიზონტალი რითმების ვერტიკალს კვეთს.

სტროფი გზაა, მარტოობა... რიტმი - დაბრუნება. ლექსი ფორმაშიც კი გაქცევის სურვილს ასახავს...

ბედისწერა მდინარეა რომელსაც ყველა უნდა გაჰყვეს, სხვანაირად შეუძლებელია... ლექსი კი ხიდად იდება მდინარეზე...

დგას ხიდზე თოკზე მოცეკვავე აკრობატი, უყურებს ცას, არეკლილს წყლის დინებაში, უფსკრულივით რომ იშლება ფეხქვეშ... შეჰყურებს მიუწვდომლის ანარეკლს და იცის, რომ ცამდე მისაღწევად უფსკრულში ჩასვლაა საჭირო...

და მიდის...




კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1106 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
პარასკევი, 2024-03-29, 6:39 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024