შემიყვარდება უდროო ბინდი,
თუ მზის ტოტები სევდას არ ისხამს,
თუ მაგ ფანჯრების მყუდროებიდან
თქვენ ვერ შემამჩნევთ, მოსულ ქარიშხალს...
ვტოვებ საკუთარ თავთან ხელკავით
მარტოსულების ვალსს პოეზიად...
მწუხრის ზარები ჩემთვის რეკავდნენ
სულს სინანული რომ მოეძია...
მაგრამ ხომ ვიცი ამ ზარებიდან
დამესევიან მხოლოდ ყვავები.
შემხვდი ქუჩაში ნაზარეველო,
შემხვდი,
მოგყვები და
მეყვარები...