♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 3 » უშენოდ...ვბერდები...
5:43 PM
უშენოდ...ვბერდები...


დღეები დნებიან, თოვლივით...
ფიქრებად...
გაყინულ აწმყოში, მამშვიდებს წარსული,
მე მოვალ თოვლად და მე მოვალ ფიფქებად...
ვერცხლისფერ სამოსში და უკვე,
ზრდასრული...
დღეები მიქრიან, უშენოდ...ვბერდები...
დაღლილა ფიქრები ცბიერი წარსულით,
უკან რომ დაგდევდი ქარივით, ვჩერდები...
ვერცხლისფერ სამოსში და უკვე,
ზრდასრული...
დღეები მელიან, მომავლის...
იმედით...
ცრემლიან ღრუბლებში, ნავარდობს წარსული,
რამდენი ვიარეთ და მაინც მივედით...
ვერცხლისფერ სამოსში და უკვე,
ზრდასრული
დღეები მარხავენ, უშენოდ...
იმედებს...
გალუმპულ მიწაზე ეცემა წარსული,
მე აწმყო გავთელე და ფიქრებს მივენდე...
ვერცხლისფერ სამოსში, და უკვე...
ზრდასრული...
დღეები სავსეა, უმიზნო..ზრახვებით...
გამომშრალ ტალღებში იხრჩობა წარსული,
ვიხსენებ...
შენ და მზე, წარსულში მახვევდით....
ვერცხლისფერ სამოსში და უკვე,
ზრდასრული...
დღეები დნებიან, თოვლივით...
მაშინებს...
უშენო აწმყო და დაღლილი წარსული,
მე ხომ შენ მოგენდე, არ გახსოვს?
მაშინვე...
ვერცხლისფერ სამოსში და მაინც...
ზრდასრული...




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1166 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
პარასკევი, 2024-11-22, 10:21 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 54
სტუმარი: 54
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024