არ მიყვარს უაივნო სახლები, იქ ხომ ჩვენი სიყვარულის სარეცელს ვერასდროს გაამზეურებ..
არც დიდი სივრცე მჭირდება შენთან ერთად, ჩემს ერთოთახიან გულში ჩამოგიბავ ჰამაკს და რწევით გაგანებივრებ..
არ მიყვარს მრავალფეროვანი სუფრა, მე ხომ შემიძლია შემწვარი კარტოფილიც მოგირთო მრავალფეროვნად.. და ალკოჰოლის ნაცვლად, ჩემი 45 გრადუსიანი სიყვარული შემოგატყუოო
არ მიყვარს, ნაცრისფერი ტანსაცმელი, ნაცრისფერი გზები, ნაცრისფერს მხოლოდ შენი თვალის თაღებს ვეტრფი..
არ მიყვარს არგაწვიმებული დღეები, უქოლგოდ წვიმაში სიარული.. აღარ მჯერა, რომ ასე გამეზრდება თმები..
არ მიყვარს ზრდილობის გამო მისალმება თავაზიანობისთვის გაღიმება.. ალბათ ემოციები მითავდება და ვუფრთხილდები..
არ მიყვარს მოდაში შემოსული გრძნობები, ძალათ მოსიყვარულე შეყვარებულები.. ძალით აცეკვებული სხეულები, სხვის დასანახად, ქმრის კისერზე შემოხვეული ცოლები.
არ მიყვარს კალენდარზე გაწერილი დაგეგმილი ხვალინდელი დღეები!!!
მოუნატრებელი მეგობრები.. მარტივად აწყობილი ურთიერთობები, უქარბორბალო წყვილები, ღამეგაუთენებელი უცრემლო გოგოები..
არ მიყვარს ტაძარში მდგომი, სხვაზე შეყვარებული, გაქცევას შეშინებული პატარძლები.
არ მიყვარს არაგულდასაწყვეტი დაკარგული დღეები, სხვაზე აჭორავებული, საკუთარპირადის არმქონე ქალები
არ მიყვარს, არ მიყვარს, არ მიყვარს გაწონასწორებული, უშეცდომო, ეტიკეტაწეპებული კაცები!!!
არ მიყვარს არც ერთი უშენო დღე... მიყვარხართ... შენ და მზე...
|