ცრემლებით ივსება თეთრი ფურცლები, თითები თავისით წერენ ასოებს. მთვარიან ღამეს ჩუმად მოველი, მაგ შენ შავ თვალებს რომ მომაგონებს.
ცრემლებით ვწერ და თითქოს გეხები, ოცნებით ვძერწავ ლამაზ სტრიქონებს. იმედით ვცოცხლობ, ოცნებით ვტკბები. ჩუმად, სულ ჩუმად. მე შენ გიგონებ.
დიდი ხანია რაც ერთად არ ვართ, და შენს დაკარგვას ვერ შევეგუე. მხოლოდ ცრემლებს თუ ძალუძთ სიცოცხლე, და ამ ცრემლებში, მე შენ გიგონებ..
|