მთავარი » 2010 » მარტი » 5 » ................
|
კარებზე გაბმულმა ზარმა გამოაფხიზლა.ვერ მიხვდა რა რეკავდა.ჯერ მაღვიძარა გამორთო,შემდეგ ტელეფონი აიღო და როცა ყურმილში ზუმერი გაგონა,მაშინ მიხვდა,რომ კარებზე ვიღაც იყო.ძლივს აათრია სხეული ლოგინიდან.შორტები ხელის ფათურით მონახა სკამზე,ჩაიცვა და შემოსასვლელისკენ წავიდა.შუქი,რომ აანთო,სინათლემ თვალი მოსჭრა,მაგრამ მხოლოდ წამით.კედელზე ჩაოკიდებულ საათს შეხედა,საათი 5-ს უჩვენებდა.ერთი გაიფიქრა:”ვინ უნდა იყოს ამ შუაღამისასო” და "გლაზოკში” გაიხედა.უცებ მოშროდა კარებს,თვალები დახუჭა და ისევ გაახილა.შემდეგ ხელზე იჩქმიტა და ისევ გაიხედა.საჩქაროდ გააღო კარები და უკან დაიხია. კარებში ოცამდე წლის ქერა გოგონა იდგა.ბრეტელებიანი მოკლე სალათისფერი ზედა და ჯინსის შარვალი ეცვა.ნერვიულად ისვამდა ხელს მკლავზე და თავი დაბლა დაეხარა.კარების გაღებისას,მორცხვადასწია თვალები.მის ჭაობისფერ ცრემლიან თვალებში შიში ჩანდა. -გიორგი,შეიძლება?!. ბიჭმა უსიტყვოდ დაუთმო გზა და სახლში შეუშვა.გოგონამ გეზი სამზარეულოსკენ აიღო.გიორგის არაფერი უთქვამს,უკან გაჰყვა.პატარა სამზარეულოში მრგვალი მაგიდა იდგა.გოგო მაგიდასთან დაჯდა და თავი დახარა.გიორგი 2წუთით სამზარეულოს კართან გაჩერდა,შემდეგ ისიც მაგიდასთან ჩამოჯდა. არც ერთი ხმას არ იღებდა და არც ერთმანეთითვის შეუხედავთ.ესე გავიდა 10წუთი.ბოლოს გიორგიმ მაგიდაზე დაგდებულ "L&M”-ს მოუკიდა და მზერის შეუცვლელად იკითხა: -ლიზა,არ იტყვი რა მოხდა? ლიზამ თავის აუწევლად თქვა: -გიო,ფეხმძიმედ ვარ. გიორგი არ ელოდა ასეთ პასუხს,მაგრამ არ შეიმჩნია.კვლავ განაგრძობდა სიგარეტის მოწევას.თავიდანვე გაუკვირდა ლიზას ნახვა. -ჩემგან რა გინდა?! ლიზამ ნელა ასწია თავი და გიოს თვალებში შეხედა. -დამეხმარე. გიორგის ყოველთვის თრგუნავდა ლიზას შემოხედვა.ამ თვალების გულისთვის ყველაფერზე იყო წამსვლელი,მაგრამ ლიზამ სხვა აირჩია.გიორგიმაც აღარ შეუშალა ხელი შეყვარებულებს,რადგან ლიზა უყვარდა და მის არჩევანს პატივს სცემდა.დღეს კი ლიზა მის სახლში იყო და დახმარებას სთხოვდა.ბოლო ნაფაზი დაარტყა,სიგარეტი საფერფლეში ჩაჭყლიტა და ლიზასკენ შემობრუნდა. -მომიყევი,რა მოხდა?! ლიზამ თვალები კვლავ დახარა.თითებს დაუწყო თამაში და ჰკითხა: -მართლა გაინტერესებს?! -თუ გინდა,რომ დაგეხმარო,რომც არ მაინტერესებდეს,მაინც უნდა ვიცოდე,რა მოხდა?! -კარგი,მაგრამ იცოდე,არ მინდოდა შენი ამ ამბავში ჩარება,უბრალოდ...უბრალოდ შენ რომ არა,ალბათ ცოცხალი არ ვიქნებოდი. გიორგი დაიძაბა. -რა მოხდა?! ლიზა მიხვდა,რომ გიორგი ააღელვა მისმა სიტყვებმა და მოყოლა დაიწყო. -ეს ორი თვის წინ მოხდა.ჯუბა და მე,მისი მეგობრის დაბადების დღეზე ვიყავით.მე არასდროს ვსვამ და არც ვიცი,როგორ მომერია ძილი.მხოლოდ წვენს ვსვამდი.უცებ თავბრუ დამესხა.ჯუბამ გამიყვანა ეზოში და წყალი დამალევინა.მერე შემომთავაზა სახლში წაგიყვანო.დავთანხმდი,რადგან ცუდად ვგრძნობდი თავს.გზაში გამიარა თავბრუს ხვევამ,მაგრამ სუსტად ვიყავი.ჯუბამ რომელიღაც შენობასთან გააჩერა მანქანა და მანქანიდან გადმომიყვანა.თან მეფერებოდა,”თავს როგორ გრძნობო!” ”ცუდად ვარ და სახლში მინდა-მეთქი.” "ჯერ აქ დაისვენე,რამე წამალი დალიე,თორემ სახლში ესეთი რომ დაგინახონ,მეორედ აღარ გაგიშვებენ არსადო.”ვიფიქრე,რომ მართალი იყო და დავყაბულდი.თუმცა წინააღმდეგობას აზრი არ ჰქონდა,რადგან ჩემით ძლივს ვდგამდი ფეხს.მეოთხე სართულზე რომელიღაცა ოთახის კარი გააღო და იქ შევედით.სააბაზანოში შემიყვანა და სახე მომბანა.შემომთავაზა:”ცოტა დაიძინეო”.უზომოდ მინდოდა ძილი.ლოგინი გამიშალა და დამაწვინა ტანგაუხდელად.წამებში ჩამეძინა...არ ვიცი რამდენი ხანი მეძინა,მაგრამ მალე ვიღაცის სითბო ვიგრძენი.ძლივს გავახილე თვალები და ჩემს გვერდით მწოლიარე ჯუბა დავინახე.მე კი.... გიორგიმ კბილები გააღრჭიალა.სახეზე ტანჯვა გამოჰხატვოდა.უმძიმდა ლიზას მოსმენა,მაგრამ იცოდა,რომ არც ლიზასთვის იყო ამის მოყოლა ადვილი და ამიტომაც ითმენდა.როცა ლიზა შეყოვნდა და მოყოლა აღარ გააგრძელა,გიორგიმ უთხრა: -მერე?!. ლიზას გაუკვირდა,რომ გიორგი მოყოლილის დასრულებას სთხოვდა,მაგრამ რადგან აქ იმყოფებოდა,გიორგის სურვილს უნდა დამორჩილებოდა. -მერე ტანზე არაფერი მეცვა.თავი უზომოდ მტკიოდა.ვერ ვხვდებოდი რა მოხდა.ძლივს ავდექი.ჩემი ტანისამოსი იატაკზე ვიპოვე,ჩავიცვი და ჯუბა გავაღვიძე.”რა მოხდა-მეთქი?!” "არაფერი ისეთი.უკვე ჩაიცვი?სახლში გინდა?” "ჰო,წამიყვანე.”მანქანაში ხმა არ ამომიღია.ვერ ვაანალიზებდი,რა მოხდა.როცა ჩემი სახლის სადარბაზოსთან შეჩერდა,კვლავ ვკითხე:”რა მოხდა?” "ხომ გითხარი,არაფერი.ძალიან საყვარელი ხარ.ახლა კი ნახვამდის.”ლოყაზე მაკოცა და მანქანიდან გადასვლა მთხოვა.როცა სადარბაზოში შევდიოდი,მანქანიდა მომაძახა:”ჰო მართლა,რომ იცოდე,ღამის 2საათია.პაკაო.”ძლივს ავედი სახლში.ყველას ეღვიძა.ჩემი ძმა ერთი კუთხიდან მეორეში ნერვიულად მიმოდიოდა.ჩემი რძალი დედაჩემს აწყნარებდა.მამაჩემი კი,საბედნიეროდ საავადმყოფოში ღამის სვლაში იყო.რახან ცოცხალი დამინახეს,აღარაფერი უთქვამთ.სოსო კი მიყურებდა დაბღვერილი,მაგრამ მასაც არაფერი უთქვამს.”დაღლილი ვარ-მეთქი” და ჩემს ოთახში წავედი.მეორე დღეს უარესად მტკიოდა თავი.მამა მოსული დამხვდა,რომ გავიღვიძე.გაეღიმა და "ბორჯომი” დამალევინა,პახმელიაზე ვეგონე.მესამე დღეს უკეთ ვიყავი და ვიკითხე:”ვინმემ ხომ არ დამირეკა-მეთქი?” "არავინ" არც ჯუბამო.”სახლში არ იყო,მობილურს არ პასუხობდა.ქუჩაში მანქანას თუ დავინახავდი,ჩემს მიახლოებაზე ქრებოდა.სასწავლებელშიც თვალს მარიდებდა.ერთ თვეში კვლავ განმიახლდა თავბრუსხვევა.ვიფიქრე:”მოვიწამლე-მეთქი”.ჩემი რძალი,ქეთი გავიყოლე და ექიმთან წავედი.იქ კი მითხრეს: ”ძვირფასო,მისამართი შეგეშალა.გინეკოლოგთან მიბრძანდითო.”ვიფიქრე: "ალბათ ქალური ამბების ბრალია-მეთქი”,მაგრამ...ექიმის კაბინეტიდან მკვდრის ფერით გამოვედი.ქეთის ეგონა რაიმე უბედურება მჭირდა.პასუხს თავი ავარიდე.ორი დღე ოთახიდან არ გამოვსულვარ.ქეთი მიხვდა ყველაფერს,მაგრამ არაფერი თქვა.ჯუბას დას,კიკის ვთხოვე ჯუბასთვის გადაეცა,რომ ვეძებდი,მაგრამ მიყვირა:”რა გაუწყალე გული ჩემს ძმას,ვერ ხვდები,რომ არ უყვარხარო?!” და ყურმილმილი დამიგდო.შემთხვევით შევხვდი ქუჩაში,სცადა თვალის არიდება,მაგრამ წინ დავუდექი და დალაპარაკება ვთხოვე.”დროზე თქვი რა გინდა,არ მცალიაო”.მივხვდი,რომ არც არასდროს ვყვარებივარ,მაგრამ უნდა მეთქვა.ვკითხე:”რა მოხდა იმ დღეს-მეთქი?” "არაფერიო!” "მაგ "არაფრით” არ ფეხმძიმდებიან-მეთქი!”ფერი ეცვალა,მაგრამ არ შეიმჩნია. "ყველამ თავის ნაბიჭვარს მიხედოსო” და წვაიდა.მე იმის ფიქრში ვიყავი,თუ როგორ მეთქვა ოჯახისთვის ეს ამბავი და თურმე ამ დროს ჯუბა და კიკი ჭორებს ყრიდნენ,ვითომ მე და შენ...ვითომ მე და შენ... -განაგრძე! -ვიტომ მე და შენ საყვარლები ვიყავით.შენგან დავორსულდი და ჯუბასთვის ვცდილობდი მამობის "დაბრალებას”.კიკის ვეჩხუბე,მაგრამ რა აზრი ჰქონდა?!გუშინ,სახლში რომ მივედი,ოჯახი ზალაში დამხვდა.დაჯდომა მთხოვეს.დედა და ქეთი კვლავ სამზარეულოში გავიდნენ,საიდანაც ვალერიანის წვეთების სუნი მოდიოდა.სოსო სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა.მამა კი ანერვიულებული იყო თუმცა ცდილობდა ამის დაფარვას.მამა მომიახლოვდა და მკითხა:”ლიზა,ფეხმძიმედ ხარ?!”არ მოველოდი ამ კითხვას.ვერ გავუძელი მის მზერას და ტირილი დავიწყე.მამას სახეზე იმედგაცრუება შევნიშნე.სოსომ სიგარეტი მოისროლა და იღიალა:”მოვკლავ იმ ნაბიჭვარსო!”მე შემეშინებული,არა ჯუბას გამო,არამედ ჩემი ძმის გამო,სოსოს წინ გადავეღობე.მამამ დაწყნარება სთხოვდა და კვლავ მომიბრუნდა:”მართალია?!” "კი-მეთქი” "და რას აპირებთ?” "არ ვიცი” "არც გიორგიმ არ იცის?!”შენი სახელის ხსენებამ გამაოცა.”რა შუაშია გიორგი?”სოსომ აღელვებულა მიპასუხა:”ჯუბამ ყველაფერი მითხრა.იმ ბიჭს რაღაც რევდი ამ საქმეში?” "კი,მაგრამ...” "რა?გიორგი რას აპირებს?” "არ ვიცი.” "მე ვიცი...მოვკლავ!”ამჯერას კი შენი შემეშინდა.შემეშინდა,მართლა არ მოეკალი სოსოს უდანაშაულო ადამიანი.”რა გინდათ გიორგისგან-მეთქი?” "რაღა რა გვინდა!ჩემი და საყვარლად გაიხადა და კიდევ რა მინდა?!” "არავის არ გაუხდია შენი და საყვარლად!” "აბა,შენი ფეხმძიმობა რას ნიშნავს?!” "ეგ შენი საქმე არ არის-მეთქი.”ამ დროს მამა ჩაება საუბარში.”შვილო თუ გიორგი გიყვარს,ხომ კარგი...გაარკვევთ ყველაფერს.თუ არადა,სოსო სწორია,პასუხი მოეთხოვება.”არ ვიცოდი რა მეთქვა. "მიყვარს”.მხოლოდ ეს ვთქვი და როცა გავიაზრე რა მოხდებოდა ჩემი სიტყვების უარყოფით,გავაგრძელე. ”მიყვარს,მასაც ვუყვარვარ,მაგრამ მე არ მეჩქარებოდა გათხოვება.გიორგი აპირებდა შენთან მოსვლას,მაგრამ მე არ მინდოდა.ახლა კი...” "გასაგებია.ამაზე ხვალ ვისაუბროთ,გიორგისთან ერთად.”მთელი საღამო ოთახში სიარულით გავატარე.როცა ყველამ დაიძინა,შენთან წამოვედი,რადგან შენ ერთადერთი ხარ,ვინც მიშველის.ჯუბა უარს იტყვის,სოსო იჩხუბებს,მე...მე...ალბათ ოჯახი ჯუბას დაუჯერებს და ზურგს შემაქცევს.დამეხმარე... გიორგი წყნარად უსმენდა.ლიზას მონათხრობის დასრულებისას,საათს დახედა,8ის ნახევარი იყო.ადგა,ტელეფონთან მივიდა და ნომერი აკრიფა. ლიზა იმედიანი თვალით უყურებდა გიორგის და თან ვერ ხვდებოდა სად ან რისთვის რეკავდა.ყველაფერს მაშინ მიხვდა,როდესაც გიორგიმ ლიზას შეხედა და თქვა: -დედა,ცოლი მოვიყვანე.
* * *
მთელი ოჯახი ოთახში იმყოფებოდა.ლიზა და გიორგი,ლიზას მამის,ბატონი კახის პირისპირ მგდარ დივანზე ისხდნენ.ქეთი და ლიზას დედა სავარძელთან იდგნენ,სადაც სოსო იჯდა.ქალები შიშის თვალით ათვალიერებდნენ გარემოს.სოსო დაბღვერილი შესცქეროდა გიორგის.ბატონი კახის სახეზე სიმშვიდე სუფევდა.იგი არ ჩქარობდა საუბრის დაწყებას. ლიზა და გიორგი დილით,9საათზე მოვიდნენ და უკვე 40წუთია აქ იმყოფებოდნენ.ლიზას დასტყობოდა ნერვიულობა,იგი ხელს მხარზე ისვამდა.გიორგიმ ხელი ნელა წაიღო ლიზას ხელისკენ,მოძრაობა გააჩერებინა,ორივე ხელი ხელში მოიქცია და ფერება დაუწყო.ლიზა შეცბუნდა,მაგრამ ოდნავ დაწყნარდა. ყველამ შენიშნა გიორგის ეს საქციელი.ბატონი კახი წამით მიაჩერდა გიორგის ხელს.შემდეგ ჩაფიქრდა და უცებ წამოიწყო საუბარი. -მაშ ასე.ბატონო გიორგი,რას აპირებთ? გიორგიმ თვალი თვალში გაუყარა და მშვიდად უთხრა: -ბატონო კახი,მე თქვენი შვილი მიყვარს და ეს სიმართლე რომ არ ყოფილიყო,მე დღეს აქ არ ვიქნებოდი.ვწუხვარ პრობლემები რომ შეგიქმენით,მე გამოვასწორებ ყველაფერს,თუ ნებას დამრთავთ.გთხოვთ, თქვენ შვილზე დაქორწინების უფლება მომცეთ. ბატონი კახი დაფიქრდა.ჯერ თავის მეუღლეს გადახედა,რომელიც მომავალი პასუხის მოლოდინში კითხვით აღსავსე თვალებით შეჰყურებდა მეუღლეს.შემდეგ ვაჟს,რომელიც თავდახრილი იჯდა.ბოლოს კი რძალს შეხედა და პასუხის მიიღო.ქეთი მამამთილს ოდნავი ღიმილით და იმედიანი თვალებით შეჰყურებდა.ბატონმა კახომ გიორგის შეხედა,ადგა და მიუახლოვდა.მიახლოებისას გიორგი ფეხზე წამოდა.ბატონმა კახიმ გიორგის ხელი ჩამოართვა და უთხრა: -გილოცავ.ამიერიდან ჩვენი ოჯახის წევრი ხარ.ჩემს გოგონას გაუფრთხილდი.
* * *
ლიზას ოჯახთან ყველაფერი გასაგები იყო,მაგრამ წინ იყო გიორგის ოჯახთან შეხვედრა.გიორგის დედ-მამა,ბატონი კობა და ქალბატონი ლია,მარტის დასაწყისში წავიდნენ თავიანთი ნაკვეთის მოსანახულებლად პანტიანში.აპრილის ბოლოს აპირებდნენ თბილისში ჩამოსვლას,როცა გამომგზავრებამდე ერთი კვირით ადრე,მათმა ერთადერთმა ვაჟმა ტელეფონით შეატყობინა,რომ ცოლი მოიყვანა.გიორგის მამას არაფერი უთქვამს,ქალბატონი ლია კი,როგორც ყველა დედა,ნერვიულობდა: ”შვილმა რამე შეცდომა არ დაუშვასო”.ზარის შემდეგ,ჩაიცვეს და თბილისისკენ წამოვიდნენ.10სთ-ზე სახლში იყვნენ.12-ისთვის გიორგი მოვიდა ლიზასთან ერთად.თან ლიზას ტანსაცმელიც წამოეღო.გიორგი და ბატონი კახი შეთანხმდნენ, რომ ქორწილი ორ კვირაში იქნებოდა, 10მაისს. მანამდე გიორგისთან იცხოვრებდნენ,როგორც ოფიციალური მეუღლე.ლიზას სახლში დატოვებას აზრი არ ჰქონდა,რადგან უკვე ფეხმძიმედ იყო "გიორგისგან”,როგორც ოჯახმა იცოდა. კარების გაღების ხმაზე ქალბატონი ლია შემოსასვლელისკენ გაიქცა.როცა ლიზა დაინახა ჩემოდნებით,დაიბნა.გაკვირვებული სახით შეხედა გიორგის,რომელმას ლიზაზე ანიშნა: -დედა,ეს ლიზაა,ჩემი მეუღლე. ლიზას სახელის გაგონებაზე,ქალბატონ ლიას გაახსენდა გიორგის ტანჯვა ამ გოგოს გამო.მიხვდა,რომ შვილს უყვარდა ლიზა და გაუხარდა,რადგან ჩათვალა,რომ შვილს ბედნიერება ეწვია.სახე გაებადრა.თავდახრილ ლიზას შეხედა.მიუახლოვდა,ხელი ნიკაპზე მოკიდა და თავი აუწია.ჭაობისფერ თვალებში ნაზად ჩახედა და ჩაეხუტა. ქალბატონმა ლია..
|
კატეგორია: ♥ისტორია♥ |
ნანახია: 1256 |
დაამატა: nika_wero
| რეიტინგი: 5.0/1 |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 30 სტუმარი: 30 მომხმარებელი: 0 |
|
|