♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 5 » .....................
8:59 PM
.....................


ძნელია ქვეყნად ვინმემ გაგრიყოს,
ფურცლებს შევყურებ უკვე წლებია,
ისეთი, ოღონდ ყალბი არ იყოს
ხშირად წერტილიც მომნატრებია.

მე ლექსი მხიბლავს თავის სიმცირით,
სიპატარავით უფრო მანცვიფრებს,
ხშირად ერთ სიტყვას მეტად მივტირი,
ვიდრე პოემას, ანდა მანიფესტს.

ცხოვრება რაა?!-უცებ გაგთელავს!
იმედი რაა?!-ისიც გაგწირავს!
იფრინა როგორც ციცინათელამ,
ჩემი სიცოცხლის ერთმა ნაწილმა.

უკვე გამაკრეს ძელზე სიტყვებმა,
უკვე წაიღეს სუნთქვა ბგერებმა,
ახლა უბრალო აზრიც მისხლტება,
ახლა პატარა სიოც მერევა.

რა ვარ, რა ვიყავ?!--ჩემი ხელები,
დაშვებულია, როგორც ნიჩბები,
მოჩვენებითი ბედნიერებით,
გაურკვეველი კითხვის ნიშნებით..

ცივა, სხეული გამომეფიტა,
მალე ყინულად გარდავიქმნები,
ისე დავეცი ლურჯ თვალებიდან
მცვივა და მცვივა თეთრი ფიფქები.

მეგონა უცებ გაიდარებდა,
მაგრამ, როდესაც მთვარე იღვიძებს,
შიშისგან ვკვნესი ყველა კარებთან,
რომ არ მომტეხოს ფრთები სიცივემ.

მარტო დამტოვეს შეშლილ ქარებთან,
და ვერ ვუპოვე ტკივილს სათავე,
ახლა ბავშვებიც შეუბრალებლად
უამრავ მარხილს გამომაბამენ.

როცა გრიგალიც საქმეს მოილევს,
და ჩამომამტვრევს მტევანს მარჯვენას;
თითებს დავკიდებ,როგორც ლოლოებს,
ბოლო იმედის გადასარჩენად.

და, როცა ჟამი შხამიან ეკლებს,
ისე მომაყრის, როგორც კამათლებს,
მოვა ბეღურა და შიშველ მკერდზე
თავის პატარა ნისკარტს დამადებს...

ამაღამ როცა ჩამოჰკრავს ზარი
თმებს გამიგრილებს ეული ქარი
ისიც ოდესღაც ყოფილა ქალი
სიყვარულისთვის მოუკლავს თავი

დღეს გაწყდა ჩემი სიცოცხლის ძაფი
შეგრძნება მქონდა მე რაღაც მძაფრი
სიკვდილი მეწვია უჩუმრად შავში
და მან გარია შემები შარში

ისმის ტირილი და ჩუმი გოდება
ცხოვრება გაფრინდინდა მე არ მელოდება
მე რომ ვებრძოდი სიკვდილის ჯალათს
შენ თავს ირთობდი ბედავდი ღალატს

ეფერებოდი შენ სხვის ბაგეს მკერდს
სიამოვნების ხმები მე მზარავს
ხელშეუხებელი ჩემი სხეული
ჯერ კიდევ თბილი ერწყმოდა ტალახს

გული აღარ მაქვს მიწას ვაჩუქე
შემომრჩა სული ეხლა ვარ ლანდი
ეჰ რას მერჩოდი რატომ მაწვალე
ჩემს ნაზ ოცნებას საოცრად გავდი

მხოლოდ ერთი მსურს გიტხრა ამ წუთას
მიყვარდი ძლიერ მიყვარხარ ახლაც
მაგ ლურჯ ლამაზ თვალს ცრემლი არ მოედოს
მკვდარიც კი მოგთხოვ იცოდე ამას

ყოველ საღამოს, როცა მზე ჩადის
და თეთრი ზეცა ნელა ბინდდება
მე შენზე ფიქრი ისევ მეძახის,
მე შენთან ყოფნა ძლიერ მინდება.

შენი თვალების ნაცნობი ფერი
მაკლია მაშინ და მენატრება,
როცა მილეულ მზის შუქს შევცქერი
არ ვიცი, ასე რად მემართება.

მე ვერ ვგრძნობ შენი სხეულის სითბოს,
შენი ტუჩების მე მკლავს წყურვილი
და არ არსებობს ამქვეყნად თითქოს
სხვა ნატვრა, ანდა სულ სხვა სურვილი.

მხოლოდ მართობენ შენზე ფიქრები...
უშენოდ ყოფნას ძლიერ განვიცდი,
და მაინც თუკი ჩემი იქნები
თუნდაც მილიონ წელწადს დაგიცდი.

მე მახალისებს შენი დანახვა, -
შენ იასამნის აგდის სურნელი,
მაშინაც, როცა ჩემთან არა ხარ,
ხარ სანატრელი და სასურველი.

ყოველ საღამოს, როცა მზე ჩადის
და თეთრი ზეცა ნელა ბინდდება
მე შენზე ფიქრი ისევ მეძახის,
მე შენთან ყოფნა ძლიერ მინდება.




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1139 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
პარასკევი, 2024-11-22, 10:08 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 32
სტუმარი: 32
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024