♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 5 » .....................
10:25 PM
.....................


შემოდგომის საღამო იდგა, ცას თითქოს გული მოსვლოდა და ცრემლებად იღვრებოდა, ტიროდა ხმა მაღლა, გულ ამომჯდარი... ნიკა მარჯანიშვილის ხიდს მიუახლოვდა ქურთუკის საყელო აეწია და მობუზული აგრძელებდა გზას. წვიმა უსიამოვნოდ ცრიდა და ძვალ რბილში ატანდა დაიქუხა! ნიკა შეკრთა ზეცას გაბრაზებულმა ახედა და შესთხოვა:
_კარგი რა? გეყოფა...!
მერე კი თავი ჩაქინდრა და გზა განაგრძო. მისი ყურადღება ერთმა უცნაურმა გარემოებამ მიიპყრო... ვიღაც გოგონა ხიდის მოაჯირთან იდგა და მტკვარს ჩასცქეროდა. აწეწილი და წვიმისაგან გალუმპული თმა სახეზე მიჰკრობოდა, თითქოს არც წვიმა და არც ქარი მისთვის არ არსებობდა.
_აი გიჟი...!
გაიფიქრა და გვერდით ჩაუარა, გოგონა ვერც კანტი კუნტად მიმავალ მგზავრებს ამჩნევდა და ვერც მათ გაოცებულ მზერებს. ნიკამ ათიოდე ნაბიჯი გადადგა და გაჩერდა, გულმა ვეღარ მოუთმინა უკან შემობრუნდა და გოგონასაკენ გაემართა ფრთხილად შეეხო მხარზე. გოგონა შეკრთა გაოცებულმა შეანათა ნამტირალევი თვალები, შეეცადა გაეღიმა. მაგრამ არ გამოუვიდა სახე დაეჯღანა ნიკაპი აუკანკალდა და ცრემლები წასკდა... ნიკა დაიბნა
_ცუდათ ხართ?
_არა! არაფერია თავი გამანებეთ...
_დაგეხმარებით...
_რაში დამეხმარებით!?
_არ ვიცი რამეში დაგეხმარებით...
_არ მინდა! თავი გამანებეთ...
გოგონას ხმაში აგრესია იგრძნობოდა.
_თავის მოკვლას აპირებ?
_შენი საქმე არ არის!
_როგორ არ არის სწორედ ჩემი საქმეა.
გოგონა ყურადღებით დააშტერდა, სველი თმა თითებით გადაიწია.
_წადი სახლში პატრონი არა გყავს?
_არა მყავს უპატრონო ვარ...
_გთხოვ წადი მარტო მინდა ყოფნა...
_არსადაც არ წავალ...
_წადი შე საწყალო თორემ გაცივდები!
_მერე რა...! შენ თუ არ ცივდები მე რატომ გავცივდები.
_წადი ადამიანი არა ხარ?
_არა თევზი ვარ. თუ გინდა წყალში ერთად გადავხტეთ.
_არ გეშინია?
_რისი?
_დახრჩობის...
_არა მაგარი ცურვა ვიცი...
გოგონა ისევ შებრუნდა თითქოს ნიკას მაგივრად ჭიაყელა ედგა გვერდით, თავის ფიქრებმა წაიღო ნიკამ უხმოდ მოხვია წელზე ხელი, აიყვანა და ისევ გზა განაგრძო, გოგონას წინააღმდეგობა არ გაუწევია, გამვლელები გაკვირვებულები აყოლებდნენ თვალს ამ უცნაურ წყვილს. ასიოდე მეტრი გაიარეს და ნიკა გაჩერდა
_დავიღალე ეხლა ცოტახანი ფეხით წამოდი...
უთხრა ნიკამ.
_ამდენი ხანია ერთად ვართ და შენი სახელი ჯერ არ ვიცი...
_მარი...
_რა ვქნათ ეხლა ჩვენ?
_არ ვიცი რაც გინდა ის ვქნათ...
_სად ცხოვრობ? მიგაცილებ.
მარი აღშფოთდა მოუსვენრობა დაეტყო.
_არა არ მინდა სახლში არ წავალ, თავის მოკვლა მირჩევნია, არ წავალ! _კარგი დაწყნარდი და ერთად მოვიფიქროდ რა ვქნათ.
_ფული გააქვს?
_ კი ათლარამდე მექნება.
_მაშინ წამოდი დავლიოთ თორემ მაგრად შემცივდა.
მარჯანიშვილზე ერთ ერთ კაფეში შევიდნენ, მარი მთელი ტანით კანკალებდა და კბილებს აკაწკაწებდა. ნიკამ თანაგრძნობით შეხედა, მერე ქურქი გაიხადა და მხრებზე მოახურა.
_დღეს შენ სიცხე ორმოცამდე მაინც აგიწევს.
_ფეხებზე მკიდია!
ნიკა ყურადღებით ათვალიერებდა მარის, თანდათან იხიბლებოდა. უცნაურ გარემოში ღმოჩნდა, ასეთი რაღაცეები ამერიკულ მელოდრამებში ხდებოდა. მარი ორივე ხელით ჩაებღაუჭა ჭიქას და ნელ ნელა მიირთმევდა. მწვანე თვალები ტირილისაგან დასწითლებოდა, სიცივისაგან ტუჩები გალურჯებოდა, ისეთი გამხდარი იყო თითქოს ასანთის ღერებისაგან ააწყესო.
_მარი წამო ჩემთან წავიდეთ.
_რატომ?
_აბა ქუჩაში ხომ არ დაგტოვებ...
მარიმ უნდობლად შეხედა... ნიკა მიუხვდა.
_ნუ გეშინია არაფერს ცუდს არ ვაპირებ, დედაჩემიც სახლშია, მოგივლის და ცოტათი შენც დამშვიდდები...
_მერე რას იტყვის რომ დამინახავს?
_რაფერს, ყველაფერს ვერტყვი, კარგი ქალია გაიგებს.
_ბედნიერი ხარ ასეთი დედა რომ გყავს?
მარის ისევ წასკდა ცრემლები
_მარი...არ გინდა...? მომიყვიე რა გჭირს?
_მინდა, ძალიან მინდა...
_ისეთი თითქოს არაფერია... მამა ორი წლის წინ დაიჭირეს, ციხეშია მაგრამ ცუდი ადამიანი არ არის ყველა პატივს ცემს ყველას უყვარს, დედაჩემი ყოველთვის პატიოსანი ქალის როლს თამაშობდა, ჩემთან ძალიან მკაცრი იყო, ყოველთვის მაკონტროლებდა. არც მეგობრებთან მიშვებდა სხვა გასართობ ადგილებში, ამის პრობლემა არც მქონია, ძალიან არა კონტაქტური ვარ ბავშვობიდან ფაქტიურად მეგობრები არა მყავს, არც გასართობები მიზიდავს ხშირ შემთხვევაში ჩემს ოთახში ვარ ჩაკეტილი და წიგნებს ვკითხულობ ან მუსიკებს ვუსმენ... დღეს ინგლისურის მასწავალებელთან ვიყავი მაგრამ გაკვეთილი არ ჩამიტარდა და სახლში დროზე ადრე მიმიწია მისვლა, კარები ღია დამხვდა ეს ამბავი ძალიან გამიკვირდა, და ფრთხილად შევედი... კაციშვილი არ ჩანდა ვიფიქრე დედა სადმე მეზობელთან არის მეთქი და ჩემს ოთახში დავაპირე შესვლა მაგრამ...საძინებლიდან უცნაური ხმები შემომესმა თითქოს მივხვდი რაღაცას მაინც შევედი, დედაჩემი და ვიღაც კაცი ერთ ამბავში იყვნენ, ისეთი ვიყვირე, მე თვითონ შემეშინდა. ჩემს ხმაზე ელდა ნაკრავივით წამოხტნენ დედაჩემი გიჟIვით მეცა, და თმებით მითრია და უმოწყალოდ მცემა. მთელი ტანი დამილურჯა ,,იმანაც" გამარტყა მერე ქამარი აირო.. ძლივს გამოვექეცი, თავის მოკლვლა მინდოდა მაგრამ ვერ გავბედე, მერე შენც გამოჩნდი და აი ეხლა აქ ვარ.
ნიკას არაფერი უთქვამს...უხმოდ ადგა და მარის თავზე ხელი გადაუსვა.
_წავედით.
მარიც წამოდგა. ნიკასთან ავიდნენ, კარში დედამისი შემოეგებათ. ხმა არ ამოუღია და არც განცვიფრება გამოუხატავს
_დე... მარი დღეს ჩვენთან დარჩება
_დარჩეს შვილო ადგილი ბევრი გვაქვს მოვათავსებთ სადმე.
ნიკამ თავისი ლოგინი დაუთმო.
_მოისვენე!
უთხრა და ოთახიდან გავიდა. ყურადრებით უსმენდა ნიკას ნაამბობს დედა, ცრემლებად იღვრებოდა და თავისთვის ამბობდა:
_საბრალო ბავშვი, მაგის დედამ არ გაიხაროს, იყოს ჩვენთან როგორმე მოვუვლით.
ნიკა გადაეხვია დედას. მერე მარის სანახავად წავიდა. გოგონას ჩასძინებოდა ეტყობა სიცხეს აეწია და ლოყები უვარვარებდა, ჯერ თვითონაც ვერ გაერკვია რა... მაგრამ ეს რაღაც ისეტი ლამაზი და სასიამოვნო იყო სუნთქვას უკრავდა...

p.s ერთ წელში ნიკა და მარი დაქაორწინდნენ, მარიმ დედის ნახვა არ ისურვა, დედა კარგა ხანს ემუდარებოდა შვილს შერიგებას. მაგრამ ორი დღის წინ მათ ბავშვი შეეძინათ, მაგრამ ბედნიერება და სიყვარული მათ ოჯახს ნამდვილად არ არ აკლიათ.






კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1037 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ორშაბათი, 2024-11-25, 12:03 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024