მაღალ ტახტრევანზეიჯდა მამაღმერთი ღრუბლები ეფინა ბალიშებად, მყინვარი შანდლად ედგა, შიგ მზე სანთლად ენთო და ელვის კვერთხით ხალხს სურვილს ანიშნებდა. წყალობა უფლისა თურმე ყველას მისწვდა მიწის ყველა მკვიდრნი თავისთან შეჰყარა გაშლილ ხელისგულზე ედო დედამიწა, რომ ხალხთა მოდგმისთვის გაეყო ქვეყანა. მის წინ რიგში იდგნენ, ზანგნი თუ არაბნი ფრანგნი, თუ ვინ მოსთვლის ღვთის ნებას მინდობილნი ზოგს მთები არგუნა, ზოგს მთების ქარაფი ზოგს ცხელი უდაბნო, ზოგს ვრცელი მინდორი. ზოგს მთა მოუწია, ზოგს მთის კალთები წყალობა უფლისა არ იყო სადაო, მხოლოდ ამ გრძელ რიგში არ სჩანდნენ ქართველნი რიგი და ქართველნი საიდან სადაო!? და როცა ყოველი დარიგდა სრულიად, გოჯიც კი მიწისა არ დარჩა უბრალოდ წარუდგნენ და ჰკითხეს: "ჩვენ რა ვქნათ უფალო?" მიწის ამზომელნი სულს ძლივსღა ითქვამდნენ ფრიად დამაშვრალი სჩანდა თვით უფალი, განცვიფრდა, ვინა ხართ? სადა ხართ აქამდე მთელი დედამიწა გავყავი მე უკვე. ქართველნი გახლავართ, გავშალეთ ნაბდები და შენი სადღეგრძელო თასებით მოვცალეთ, რიგს ლხინი ვარჩიეთ გაქეთ და გადიდეთ და დაგვაგვიანდა, ჰე ღმერთო მოწყალევ. დავლოცეთ შენს მიერ შექმნილი სამყარო, მეუფევ მაღალო და რადგან ცუდი და კარგი გაეცი მთლიანად რა ვუყოთ, ნუ სწუხხართ, თქვენ კარგად იყავით, ოღონდ დაგვიცალეთ ეს ერთი ფიალა ალპებად, ალებად, თუ კავკასიონის მთებად აიწივნენ წარბები შეკრულნი, სად დაგაბინაოდ არ არის ადვილი ასეთი ლამაზნი, მამაცნი, ერთგულნი ყოველი გავეცი ჭიუხვიც, ბილიკიც ჩემთვის დავიტოვე პატარა წალკოტი აქ კალთა დავბერტყე სიუხვის, სიტურფის მე ჩემთვის მინდოდა მზიური ქედები თქვნთვის დამითმია, დე იყოს ალალი. ასე წაბრძანდა ღმერთი ცათა შინა და ჩვენ დაგვიტოვა ღვთიური მთაბარი ამიტომ საქართველოს რა არ გააჩნია ჰქუხს მისი სიტურფის, სიუხვის ამბავი.
იოსებ ნონეშვილი
|