შენ შეგიძლია მიმატოვო ყველანაირად, ისე უბრალოდ, როგორც სულში ქრიან ქარები, ისე უეცრად, არა, იქნებ ბევრად მარტივად, ვიდრე სიმშვიდემ მომიხურა ზურგთან კარები.
უფრო ლამაზად, რომ წაუხდეს ფერი ალიონს, თვალებში უხმოდ გადმომისხას ლურჯი თენება, ისე საოცრად, ემოციამ სულმთლად დამლიოს და მერე თუნდაც ჩაინავლოს ქვეყნად მშვენება.
შენ შეგიძლია მიმატოვო ყველანაირად, თუნდ მარტოობა შემომეჭდოს გულზე ქსელებად, შენ შეგიძლია, მე კი შევძლებ მელან-აირად, დავრჩე პოეტის სულ უბრალო, მარტივ ლექსებად..
|