მოვა დრო... ღამე მოგენატრები, ქუჩაში დღისით მოგელანდები, შენც მოგაწვება გულზე დარდები და ვერ გაფანტავს მაგ დარდს ვარდები. ცრემლს დაინახავ!-მცოცავს ლოყაზე, არ მესაუბრო იმ ძველ ნდობაზე.... მოვა საღამო და მოვა ღამე, შენც ნახავ სევდით გავსებულ მთვარეს, იმ მთვარის შუქზე დახუჭავ თვალებს და მოიგონებ სანატრელ წამებს, სანატრელ წამებს შეამკობ დარდით, და ატირდება ეგ გულიც ნატვრით, ნატვრით გაიგებ რა იყო ფარსი, რომ ჩვენ სიყვარულს არ ედო ფასი.
|